IPB

Welcome Guest ( Log In | Register )


 
Reply to this topicStart new topic
> vis xelshia momavali axalgazrdobis ganatleba, looooooooooooooooooooool
saruman
post Oct 25 2007, 03:46
Post #1


Newbie
*

Group: Member
Posts: 4
Joined: 26-June 07
Member No.: 112



მოცალეობის ჟამს წასაკითხი ქართველ პედაგოგთა და დირექტორთა სიტყვა-მარგალიტები
(ვაი, ჩვენი და ჩვენი შვილების პატრონს, ვის ხელში უნდა იყვნენ!!!!)
• წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება.
• 2000 ლარი მოხმარდება სპორტული დარბაზის კედლების კრასკვას.
• ...აგრეთვე სკოლის შენობას შეუკეთებდით რემონტს... თქვენი დახმარებით მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები გადაივლიდნენ მსოფლიოს ქვეყნებში. მე მგონი ჩვენი ეს თხოვნა თქვენთვის დიდად მიღებული იქნება. გთხოვთ გაიზიაროთ ჩვენი თხოვნა..
• შემოიღობა მთლიანად სკოლის გარშემო რომ ბავშვები სკოლის გარეთ არ გასულიყვნენ.
• ბევრი დაჯილდოებული სახე იმზირება სტენდიდან არაერთ სპორტულ სახეობაში.
• მათი გადამზადება მოვახდინე... ოთხი სკოლის საბუნებისმეტყველებო მასწავლებელთა და მათი დირექტორების თანხმობით, სადაც დაქირავებული გვყავდა ქ. თბილისის დახელოვნების ინსტიტუტის ამავე კათედრის ტრენერები.
• იქნებ ჩამოხვიდეთ ჩვენ რაინში ხშირ-ხშირად რომ სახელმწიფო ენა გავაფართოვოთ ჩვენს რ-ნში... გილოცავთ ლამპრობის დღესასწაული.
• გათბობის სისტემის დასამონტაჟებელი ხარჯები გადავისროლეთ სკოლის სახურავზე.
• სკოლის რემონტი მოვახერხეთ მოსწავლეთა მამების ძალადობით.
• ქარმა მთლიანად მოგლიჯა პერიპეტიები.
• მე ეს მასწავლებლები, რომლებიც თქვენი საგნებიდან ჩამონათვალს ესაჭიროებათ მათ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გაგზავნას, მაგრამ ჩემს სკოლას მათზე უფრო ესაჭიროება უცხო ენის და ისტორიის მასწავლებელი, რომლებიც კომუნისტურ რეჟიმით და განვითარებით არიან სკოლაში.
• ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია პრიორიტეტული მხოლოდ დაწყებით კლასებშია.
• მოსწავლეთა გამოკითხვამ მათი ინტელექტუალური დონის გარღვევისათვის ნათლად გამოავლინა ბავშვთა დაბალი მომზადების დონე.
• ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით.
• სოფელ საზანოს სკოლის დირექტორის განგარიში.
• ბათუმის სკოლის დირექტორი 2x მოგმართავთ საქველმოქმედო ფონდის დირექტორ 3x-ს.
• სკოლას ამჟამად არა აქვს სამუშაო პირობა და ვდებ პირობას, რომ მომავალში აუცილებლად ექნება ეს პირობა.
• ეტაპობრივად თქვენთან ერთად ვგეგმავთ სკოლის, როგორც საგანმანათლებლო რესურსის, მასწავლებლების, მოსწავლის, მშობლის ეფექტურად გამოყენებას.
• დიდძალმა წარღვნამ დააზიანა სკოლა.
• დანარჩენი 6000 ლარით შევიხედავ სპორტულ დარბაზში.
• ისტორიის მასწავლებელი ჯერ კიდევს ასწავლის შევარდნაძის რეჟიმის სტილით.
• მოვაწყვეთ ”ვალენტინობა - სიყვარულის დღე”, რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები.
• ამ თანხით ყველა მასწავლებელმა ჩაისვა ჩამტრეული მინა.
• მოგახსენებთ, რომ ალბათ გაცილებით უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ არა გასული წლის წყალდიდობა, რომელმაც თან ჩაიყოლა ჩემი ოჯახის სურსათ-სანოვაგე და შინაური ცხოველები. ამ მდგომარეობამ ისე ძალიან გამანერვიულა და ერთი თვის განმავლობაში ვმკურნალობდი მ. ასათიანის ფსიქიკურ საავადმყოფოში.
• მოსწავლეების მხრივ იმატა ისედაც მოძველებული ინვენტარის დაზიანების ფაქტებმა, თუმცა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი წარმოდგენის ხილვამ იმედი კიდევ უფრო გამიმყარა.
• შედეგად სკოლის სასწავლო გეგმა ფიზაღზრდაში ჩავარდნამდეა მისული.
• დირექციამ მოახერხა პედაგოგთა და სკოლის სხვა პერსონალის ხელფასების გონივრულ ფარგლებში შენარჩუნება.
• განვლილ პერიოდში არ გამოვლინდა მშობელთა უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი.
• მეტის გაკეთება არ შეიძლებოდა და იმედს გაძლევთ მომავალ ამ წელს რაც გეგმაში მაქვს ყველა კეთილ საქმეს მოვასწრებ. რა თქმა უნდა თქვენი თანადგომით თორემ მარტო რომ ვმუშაობ, ამით თქვენი გულისწყრომა გამოვიწვიე.
• რაც შეეხება ექსკურსიას V კლასში, რომელიც დაგეგმილი იყო და ჩაიშალა, ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ვერ მოხერხდა მშობლების მხრიდან შეთანხმება, თუ სად აჯობებდა ექსკურსიაზე გასვლა. იმისათვის, რომ თავიდან აგვეცილებინა გაუგებრობა და კონფლიქტური სიტუაცია, არ მომხდარიყო ჯგუფის გაყოფა და შესაბამისად ბავშვების გულისწყვეტა, ჩემი ინიციატივით მოვახდინე დაგეგმილი ექსკურსიის გაუქმება. რა თქმა უნდა არც მე მომეწონა ეს გადაწყვეტილება,მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო.
• მასწავლებელი ერთი თვის მანძილზე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
• ხელახლა შევიძენთ სპორტულ ინვენტარს, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებულ ეროვნულ გეგმებსა და მომავალი თაობისთვის აუცილებელ ლიტერატურას.
• ჩვენი მუშაობა ისე თუ არ წარვმართეთ, რომ მოზარდმა თავისუფლად ბოროტების ჩადენას სიკეთის დამონება არ არჩია, ფუჭი ყოფილა ყოველი ჩვენგანის ნებისმიერ ცდა. სწორედ ამიტომ უნდა გავგზავნოთ აღნიშნული მასწავლებლები გადასამზადებლად. დაყოვნების უფლება არ გვაქვს. დაყოვნებამ ვაი თუ სწავლება უინტერესო გახადოს. დაფიქრებას კი მაშინებს, შეიძლება ღირსეული პიროვნებები დავკარგოთ.
• სკოლა სასწრაფოდ საჭიროებს შებათქაშებასა და შეგაჯვას.
• სკოლაში არსებული დაზიანება ხელს უწყობს მოსწავლეთა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხებას.
• თვითმმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა, ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში.
• საზანოს სკოლის დირექცია, გთხოვთ, მსგავსი საყვედურები აღარ გაგვიბედოთ უკუნითი უკუნისამდე.
• ჩვენი სკოლა ემსახურება მხოლოდ 4 კმ რადიუსის მქონე ბავშვებს.
• ჩვენი ვალია აღვზადოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები.
• სკოლას კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია, მხოლოდ კოსმეტიკა წავუსვით.
• სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი, ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა?
• მოგმართავთ სრულიად სკოლის პედაგოგი.
• სკოლის ბიბლიოთეკას ესაჭიროება აწ დაკარგული და გავერანებული წიგნები.
• ჩვენს ქვეყანაში სპორტს დიდი უყურადღებობა ექცევა.
• მე დარწმუნებული რომ ვიყო ჩვენი სკოლისთვის მეტი რაიმეს გაკეთება შეიძლებოდა და განზრახ არ გავაკეთე, ამას გულწრფელად ვაღიარებდი.
• მყავს უცხოური ენის პედაგოგი, რომელიც პენსიაში გავიდა, მაგრამ არ უნდა პენსიაში ბოლომდე გასვლა.
• ჩვენს სკოლაში არსებული პრობლემებით ვფიქრობთ მოვაგვაროთ მომავალში წამოჭრილი პრობლემები.
• ჩვენი სკოლა, მართალია, ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული.
• სკოლის განვითარებისთვის საჭიროა მოწესრიგებული ბიბლიოთეკა, რომელიც ეფუძნება მოსაზრებათა პლურალიზმს.
• თანამედროვე ბიბლიოთეკის არსებობით საქართველოს ახალგაზრდობა თანდათან გაუთანაბრდება მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემას.
• ჩემს სკოლაში პედაგოგებს არ მოჰკლებიათ ცარცი.
• საახალწლო დღესასწაულებზე ბავშვებს გადაეცათ ტკბილეული, მართალია, მეორადი, მაგრაგმ შესაძლებლობის ფარგლებში.
• ქ. ბათუმის VI საჯარო სკოლის დირექტორი მოგ. . .
• თანამშრომლობისთვის წინასწარ გიხდით მადლობას, როგორც ცოცხალ ადამიანს.
• გვჯერა, თქვენი სახით ვეხმიანებით ერის ქმედით სულს, ქმნისა და შენებისთვის მოწოდებულს.
• ჩვენი სკოლის ისტორიის მასწავლებელი 60 წლისაა. მიუხედავად ამისა, სურს ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომაც გთხოვთ გადამიმზადოთ.
• ჩვენი სკოლის ქიმიის მასწავლებელმა მიიღო ნობელის პრემია, ბიოლოგიის მასწავლებელი წარდგენილია ამ პრემიაზე და იმედი აქვს, რომ მიიღებს.
• გასულ სასწავლო წელს ავად ვიყავი. აწი იმედია ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიც მექნება და ყველაფერს განვახორციელებ.
• მოგმართავთ თხოვნით იმის თაობაზე, რომ გასული წლის წყალდიდობამ დააზიანოს სპორტული დარბაზი.
• ბავშვში ჩადებული კაპიტალი ბუმერანგივით დაუბრუნდება სამშობლოს.
• მოგეხსენებათ, რამხელა ადგილინ უკავია საერთოდ ეცხო ენის შესწავლას (განსაკუთრებით კი რუსულს, როცა ასეთი დაძაბული ურთიერთობა გვაქვს ჩვენს მეზობელთან - რუსეთთან) ეროვნული მიზნების მისაღწევად.
• შენობა ფოთოლგაცვინულ წვერწაწყვეტილ ხეს დაემსგავსა.
• ბავშვი მოგეხსენებათ საშრობივით იწოვს ყველაფერს და ჩვენ ვალდებულნი ვართ საღი აზრი დავაწვეთოთ...
• მოგმართავთ არა მარტო როგორც ქველმოქმედსა და ჭეშმარიტ მოქალაქეს, არამედ სპორტსმენსაც. ყველას გვახსოვს თქვენი მოღწევები კალათბურთში, რამდენი სიხარული მოუტანეთ ჩვენს ქვეყანას თქვენი გადამწყვეტი ჩაგდებული ბურთით ოლიმპიადაზე.
• ამჟამად მასწავლებელი ახალი პროგრამის შესწავლის ცოდნაში შედარებით სუსტია.
• სკოლაში მიგრაციამ თითქმის მოსახლეობის მაქსიმუმს გადააჭარბა.
• გასული სასწავლო წლის წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზიანა სკოლის ბიბლიოთეკა.
• უფროს კლასებში ფიზკულტურის სწავლება თეორიულად მიმდინარეობდა.
• უნდა გავარემონტოთ ბიბლიოთეკის ოთახი მაღალ დონეზე, ისე რომ ნესტმა წიგნები არ გაგვიფუჭოს.
• ბიბლიოთეკის კედლები განიცდის ბათქაშის ჩამოცვენას.
• ჩამოვაყალიბებდი წიგნის მკურნალთა წრეს, რითაც მივეშველებოდი წვიმისაგან განადგურებულ წიგნებს.
• წყალდიდობის შედეგად მოსწავლეთა დიდი ნაწილი ფიზიკურ სისუსტეს უჩივის, გაიზარდა მოსწავლეთა ნიკოტინით დაინტერესება.
• სახურავი გამოსაცვლელია, რადგან ის ბევრგან ატარებს, საყრდენი ხისაა, ამიტომ მისი შეცვლა შეუძლებელია.
• არ გვაქვს საშხაპე, რაც საბაბია ჯანმრთელობის წრთობის არაეფექტურობისა.
• გთხოვთ გამოგვიყოთ თანხა ფიზკულტურის გაკვეთილებისათვის.
• მათ მოსწავლეებთან გაუჭირდათ წყვილები, ვერ შეეგუენ ხმაურს.
• ჩვენი მოსწავლეები მაღალი ხარისხით გამოირჩნენ.
• დროულად შეკეთდა სკოლის ხედი.
• ყველა საფეხური ნორმალურ მზადყოფნაშია.
• მოსწავლეთა მომავალზე უსაფრთხოდ ჭმუნვის აუცილებლობა.
• მრავალი მადლიერ გულის ნათელი გაგინათებთ გზას უსასრულო ბიზნესისკენ.
• ძალიან გვჭირდება გუდრონი, ე.წ. ”ფისი”.
• გვჭირდება: მუშახელის და დანარჩენი წვრილმანებისთვის 50 ლარი.
• მოგეხსენებათ, ქვემოთ მიღებული გადაწყვეტილება უფრო ეფექტურია, ვიდრე ზემოთ.
• თქვენი გაღებული თანხა იქნება ერთი დიდი სიკეთის მარცვალი, რომელიც ღრმად ჩაითესება ყოველ ჩვენგანში.
• თუ ადრე ისტორიის სწავლება ძირითადად პატრიოტულ სულისკვეთებას, სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას ემყარებოდა, ეხლანდელი ისტორიის სწავლა ერთიანი მსოფლიო სიყვარულისა და გლობალიზაციისკენ მიგვაქანებს.
• სკოლაში კომპიუტერები კი გვაქვს, მაგრამ გვაკლია ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები და გვინდა მათი შეძენა.
• ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები არიან კვალიფიციები და აქვთ პედაგოგიური გამოცდილების მუშაობის უამრავი სტაჟი.
• მიმართვა: სრულიად საქართველოს მილსადენ კომპანიას!
• პუშკინისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე გახსოვთ, ალბათ, მუსიკალური სკოლის დირექტორმა რომ იკითხა, ეს ორი სიმღერა ჩემთვის ცნობილი არ არისო და თქვენ, სამეურვეო საბჭოს წევრებმა, ჩემზე მიუთითეთ, ჩვენი სკოლის დირექტორის დაწერილიაო, ხოლო რუსულენოვან ღონისძიებას ცეკვა ”კაზოჩოკი” დასჭირდა, რომელიც ერთ კვირაში ვასწავლე აღსაზრდელებს და მეც მათთან ერთად ვცეკვავდი.
• ეზოში მდებარე სპორტულ მოედანზე აიყარა პარკეტი.
• გაფუჭდა სკოლის საჯარო ბიბლიოთეკა.
• სპორტულ დარბაზში გამოვყავით ერთი თვალსაჩინო ადგილი.
• ამ საქმეში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება წყალდიდობას.
• P.S. მიუხედავად იმისა, დაგვეხმარებით თუ არა, მოსწავლეთა გადაწყვეტილებით გჩუქნით საფეხბურთო ბურთს აჭარის ყველა დროის N1 ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის ავტოგრაფით და ბათუმელი პოეტის ვახტანგ ღლონტის (ჩვენი სკოლის აღზრდილის) ლექსთა კრებულს.
• ყოველივე ამის გამო მჭირდება ახალი წიგნების შეძენა, მათ შორის კარადების.
• შეიძლება მედეასა და იაზონის ქვეყანაში წყალკანალიზაცია არ იყოს მოწერსირებული
• ნუ მოგვექცევით ისე, როგორც კაენი აბელს.
• მოგმართავთ სრულიად სკოლის პედაგოგი!
• რაც შეეხება ისტორიის მასწავლებელს, ის ტრამვის გამო ვერ მოხვდა ტრენინგ-სემინარზე. მან ტრამვასთან ერთად სულიერ ტრამვად ჩათვალა თანამედროვე ცვლილებებიდან ჩამორჩენა.
• ზემოთ აღნიშნულიპრობლემების გასაუმჯობესებლად და გასარემონტებლად ჩვენს სკოლას სახსრები არ გააჩნია.
• შევიძინეთ კომპიუტერი და სპრინტერი.
• ამის შედეგად ჩვენი მოსწავლეები დაკომპლექტდებიან კარგი მასწავლებლებით.
• გაცნობებთ, რომ მომავალი წლის სასწავლო წელი გაცილებით უკეთესი იქნება გასული წლის სასწავლო წელთან შედარებით.
• შარშან დაკავებული ვიყავი სამინისტროსა და სხვა წვრილმან ორგანიზაციებში სირბილით.
• ჩვენი აღსაზრდელები დაგიფასებენ ამ ანგარებას და წინასწარ გიხდით მადლობას.
• შევიმუშავეთ სკოლის შინაგანა წესი და გამოვიკარით თვალსაჩინო ადგილზე.
• არაკვასიფიციურ მუშაობაში დაეხმარებიან.
• დაინერგა კომპიუტერული ცენტრიკა
• თვალაჩინო ადგილას გამოვაკარი ამ სახელმძღვანელოთა ავტორები.
• ამ წერილს გწერთ ქუთაისის N2225-ე სკოლის დიექტორი.
• თუ დამაცლით მუშაობას ხომ კარგი, თუ არა და სულ კარგად ბრძანდებოდეთ.
• მომეხმარეთ, რომ ჩვენი სკოლის პედაგოგებს ოთხივ კუთხით გზა ხსნილი ჰქონდეთ.
• ისტორიის მასწავლებელმა გააჩინა ტყუპი ვაჟები და სულ დაავიწყდა პროგრამა.
• მიმართვა: საქველმოქმედო ორგანიზაცია ”აბა, რას ვიზამ!”
• სოფელში გავხსენით წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.
• გთხოვთ, გადაგვიმზადოთ ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ხათუნიშვილი და ინგლისურის მასწავლებელი ციური ციურიშვილი.
• მასწავლებლებს აღმოაჩნდათ ”გაბერილი” შტატები.
• გაუმჯობესდა სკოლის სანიტ-ჰიგიენური მდგომარეობა, ჩამოტანილია დედაქალაქიდან ჯერჯერობით ვარგისიანი სასკოლო ინვენტარი.
• გაგიმარტავთ, რომ ჩვენ გარკვეულად დავითვალეთ, თუ როგორ გავხარჯავდით თანხებს და მივედით შესაბამისი სპეციალისტების დასკვნით შესაბამისობამდე - 10 ათასი ლარი გვესაჭიროება.
• საზანოს სკოლას რაიონში ”მცირე აკადემიას” უწოდებენ.
• გასულ 2005-2006 სასწავლო წელს დაემთხვა ბუნებივი კატაკლიზმების პერიოდი.
• მან 2 წელიწადში ოთხჯერ ისარგებლა დეკრეტული შვებულებით.
• რემონტისთვის გვჭირდება დიდაქტიკური მასალები.
• გვქონდა მოთხოვნილება 60 მასწავლებლის მერხზე სკამითურთ.
• სკოლებში აღმოიფხვრა კორუფცია და დიპლომატია.
• მჭირდება 1 კუბური მეტრი ლარი.
• ხარჯთაღრიცხვას წარმოგიდგენთ დაფინანსების სანეტარო დღეს.
• ვისაც გჯერავთ
ქუთაისი ქალაქია მართლაც ქვეყნის მშენებელი.
სკოლა კი ზრდის ახალგაზრდებს,
ვისაც სჯერავს ”გამარჯვების”.
თუმცა სკოლის დირექტორი
ვერ ივარგებს ”ძველისძველი”,
თუ არ შეცვლის ახლებურად ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს.
ბიოლოგს თუ ისტორიკოსს
უცხო ენის მცოდნე, მსმენელს,
ახლებურად, იღაღადეთ!
ვისაც გჯერავთ, გაიმარჯვეთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
2 User(s) are reading this topic (2 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 22nd August 2017 - 19:58