AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:29
გაროხის სუპი
� tata-naka
1. ესეიგი მიხარშეთ გოროხი კარგათ და ათქვიფეთ ბლენდერით,
2. ცალკე მოთუშენ ხახვი სტაფილო და კართოფილი პატარა კუბიკებათ დაჭრილი, ოდნავ წყალიც დაასხით რომ გამზადდეს.
3. მერე გოროხისაგან დამზადებულ ბლანტ სითხეში ჩაყარეთ მოთუშული ბოსტნეული და სუპი შეაზავეთ მარილით და კამით.
4. ცალკე ვხარშავ ხოლმე სოსისებს და წვრილ რგოლებად ვჭრი და იმასაც სუპში ვზრი, Oღონდ უკვე თეფშსზე რომ გადმოვიღებ ხოლმე.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:29
გაროხის სუპის განსხვავებული ვერსია
ShadowCat
გაროხს ვხარშავ 15-20 წუთი (სანამ კარტოფილს და სტაფილოს გავასუფთავებ და გავამზადებ )
მერე ვამატებ მოგრძო კუბიკებად დაჭრილს კარტოფილს (რომ ადვილად და სწრაფად მოიხარშოს).
პარალელურად ვშუშავ წვრილად დაჭრილ ხახვსა და გახეხილ სტაფილოს. კარტოფილიც რომ მოიხარშება, ვუმატებ ამ მოშუშულ სტაფილოსა და ხახვს..
1 კბილ ნიორს (ძააან წვრილად დაჭრილს), მარილს, კამასა და უცხო სუნელს.
პალჩიკი აბლიჟეშ!
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:30
ბორში (1)
Breaky
ეს არის უხორცო, მცენარეული ბორში, შეიძლება შენ ხორციანი გირჩევნია, მარა მაინც დავწერ:
ქვაბში ვასხავ ცოტა ზეთს, მერე ფენებად ვაყრი შემდეგ ბოსტნეულებს ზუსტად ასეთი თანმიმდევრობით: წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყ***ტილი პომიდორი, გახეხილი სტაფილო, ცოტა გახეხილი ჭარხალი(გახეხილი ჭარხლის დიდ ნაწილს ბოლოსთვის ვიტოვებ), კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, წვრილად დაჭრილი კომბოსტო. ამ ყველაფერს არავითარ შემთხვევაში არ ამოვურევ, ვახურავ თავზე და ძალიან ნელ ცეცხლზე ვშუშავ. კარტოფილი თითქმის რომ მზადაა, ვასხავ ადუღებულ წყალს (ხორციანი ბორში შემთხვევაში შუშავ ყველაფერს ხორცთან ერთად და აქ ხორცის ბულიონს დაასხავ ალბათ) და ამოვურევ. ბოლოს, როცა კარტოფილი უკვე კარგადაა მოხარშული, ვაყრი კამა+ოხრახუში+ნიახური+პილიპილი, მარილი და სულ ბოლოს ის მოტოვებული გახეხილი ჭარხალი. ეს იმიტომ რომ ბორშს ცოცხალი ჭარხალი აძლევს ძალიან ლამაზ და ხასხასა წითელ ფერს. ერთსაც წამოვადუღებ და მზადაა.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:31
ბორში (2)
ShadowCat
მგონი "ჩემი ბორშის საიდუმლო" უბრალოდ იმაში მდგომარეობს, რომ ყველაფერს ძააააააააააააააალიან წვრილად ვჭრი და დიდხანს ვშუშავ. ანუ, სანამ ერთი ინგრედიენტი იშუშება მანამდე მეორეს ვჭრი და ა.შ. გახეხვით არაფერს არ ვხეხავ. თანმიმდევრობა კი შემდეგნაირია:
ხახვი + სტაფილო + ჭარხალი + კომბოსტო (შეიძლება ოდნავ ადუღებული წყლის ჩამატებაც შუშვის დროს რომ არ მიიკრას და არ მიიწვას ) + დაჭრილი კარტოფილი და ადუღებული წყალი.
როცა კარტოფილი მოიხარშება და ჩაიშლება, ვამატებ ტომატს, ქინძი, კამა (შეგიძლიათ სხვა მწვანილეულიც უქნათ - უბრალოდ მე მაინცდამაინც არ მიყვარს ბალახეულობა ) და მარილი (ვისაც გსურთ, პილპილიც) - გემოვნებით. ადუღებ 5 წუთი და - ბონ აპეტიტ!
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:31
ბორში (3)
Kesi
წვრილად და ძალიან თხლად დავჭრით კომბოსტოს და ე.წ. თუშფალანგზე (მგონი სწორედ დავწერე) მოვათავსებთ და გავრეცხავთ , ამასობაში ქვაბში, რომელშიც უნდა მოვამზადოთ, ზეთში მოვშუშოთ ხახვი, შემდეგ დავამატოთ გახეხილი სტაფილო,, წითელი წიწაკა და მწვანილის ნაწილი (მწვანილად ვიყენებ ბლომად კამას და ოხრახუშს, შეიძელბა ცოტა ქინძიც და მწვანე ხახვი ბოლოსთვის) ესეც რომ ჩაიშუშება, ჩავყრით კომბოსტოს, დავასხავთ ადუღებულ წყალს ისე რომ კარგად დაფაროს და საშუალო ცეცხლზე ვამზადებთ, ამასობაში წინასწარ ჯობია მომზადდეს ჭარხალი, ანუ როგორ: გავხეხოთ ჭარხალი და ჯამში ფენა-ფენა დავაწყოთ და ფენებში მოვაყაროთ ცოტა შაქარი და ძმარი, და გავაჩეროთ (ეს იმისთვის რომ კერძს ქონდეს ხასხასა წითელი ფერი, მგონი როგორც მახსოვს ეს სწორედ უკრაინული ბორშის მეთოდია )
როცა კომბოსტო თითქმის მზად იქნება, დავამატოთ კარტოფილი და გავაგრძელოთ შუშვა მის მოხარშვამდე.
ტაფაში მოვასხათ ოდნავ ზეთი (შეიძლება ერბოც) და როცა კარგად გაცხელდება დავამატოთ წინასწარ მომზადებული ჭარხალი და დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ სანამ არ დარბილდება, ბოლოსკენ დავამატო დაახლოებით ერთი სადილის კოვზი ტომატი და გავაგრძელოთ შუშვა ცოტა ხანს.
ამასობაში კარტოფილიც მოიხარშება და ეს ჭარხალი ჩავუძახოთ ქვაბში, ერთად წამოვადუღოთ და გამოვრთოთ. დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი (ძალიან უხდება), დარჩენილი მწვანილის ნაწილი, მწვანე ხახვი, დაჭრილი ნიორი და ბორშიც მზადაა..
სასურველია ეგრევე არ მიირთვათ,უმჯობესია მოგვიანებით, ყველა იგრედიენტი რომ გაუჯდება ერთმანეთს ანუ დაახლოებით ნახევარი საათის მერე.
ესეთი წესით მომზადებული ბორში არის ძალიან წითელი და რაც მთავარია გემრიელი. მეც და ჩემი ოჯახიც კმაყოფილები ვართ.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:31
ბორში (4)
OtsnebisKali
Калорийность: В 1 порции: 113 ккал, 5 г жира, 1 г насыщенного жира
Ингредиенты: На 4-6 порций:
900 г сырой свеклы, очищенной
2 моркови, очищенные
2 палочки сельдерея
40 г сливочного масла
2 луковицы, мелко порезанные
2 зубчика чеснока, раскрошенного
4 помидора, очищенные от кожуры и семечек, и мелко порезанные
1 лавровый лист
1 веточка петрушки
2 гвоздики
4 горошка черного перца
1.2 л говяжьего или куриного бульона
150 мл свекольного кваса (см заметку) или жидкости из-под маринованной свеклы
соль и черный молотый перец
сметана со шнитт-луком или укропом для украшения
Инструкции: Борщ - классический свекольный суп в России, Польше и на Украине.
1. Порезать свеклу, морковь и сельдерей на довольно толстые брусочки. Растопить сливочное масло в кастрюле и обжарить лук в течение 5 мин, помешивая.
2. Добавить свеклу, морковь и сельдерей, готовить 5 минут, помешивая.
3. Добавить чеснок и порезанные помидоры в кастрюлю и готовить, помешивая, еще 2 минуты.
4. Положить лавровый лист, петрушку, черный перец в кусок марли и завязать в мешочек.
5. Перелить бульон в кастрюлю с овощами и добавить мешочек с пряностями. Довести до кипения, снизить огонь, накрыть крышкой и готовить 1 1/4 часа, пока овощи не станут очень мягкими. Выбросить мешочек. Добавить свекольный квас и приправить. Довести до кипения. Разлить по тарелкам и подавать со сметаной и укропом или шнитт-луком.
На заметку:
Свекольный квас - сброженный свекольный сок, который придает борщу интенсивный красный цвет и кислинку. Если его не достать, очистите и натрите на терке 1 свеклу, добавить 150 мл бульона и 2 ч л лимонного сока. Доведите до кипения, накройте крышкой и оставьте на 30 мин. Перед использованием процедить.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:32
ბორში (5)
WOMAN IN LOVE
დროის მოგების მიზნით ასე ვაკეთებ: მდუღარეში ვყრი კარტოფილს და დაფნის ფოთოლს
ამასობაში ცალკე ტაფაზე ზეთში ვშუშავ ხახვს, სტაფილოს, ჭარხალს, ბოლოსკენ ვასხამ 1-2 ს.კ. ძმარს ან ლიმონის წვენს
კარტოფილიან ქვაბში ვყრი კომბოსტოს, ცოტა ხანში ვამატებ მოშუშულ ბოსტნეულს, ნიორს, მწვანილს და მარილ-პილპილს.
კომბოსტო ხრაშუნა მომწონს და ამიტომ ვყრი ბოლოსკენ.
ტყუილ ბორშს ნიახური უხდება ძალიან , სცადეთ.
მოკლედ, ამ მეთოდით ვამზადებ მე ნუ, არაჟანი -თეფშში, რაღა თქმა უნდა...
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:32
აკროშკა
killer
2 ქილა სოფლის მაწონს ვხსნი 1 ქილა წყალში.
ამაში ვყრი:
დაჭრილი კიტრი
მოხარშული კარტოფილი (დაჭრილი კუბიკებად)
მოხარშული კვერცხი (დაჭრილი კუბიკებად)
1 საშუალო ზომის წვრილად დაჭრილი ხახვი
ცოტა მწვანე ხახვი
კამა
მარილი გემოვნებით.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:32
sharla IX:
კომბოსტოს მწნილისა და სოკოს სუპი
40 გრ ხმელი თეთრი სოკო, 1 კგ კობოსტოს მწნილი, 150 გრ სტაფილო, 120 გრ თავი ხახვი, 100 გრ ტომატ-პიურე, 50 გრ მარგარინი, 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი, 1700 მლ სოკოს ნახარში, ოხრახუში, სანელებლები, მარილი - გემოვნებით.
სოკო გადავარჩიოთ, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, გავაჩეროთ 10-15 წუთი, წყალი გადავღვაროთ, რამოდენიმეჯერ გავრეცხოთ, დავასხათ წყალი (პროპორციით 0,7 ლ წყალი - 100 გრ სოკო), დავტოვოთ 3-4 საათი რათა სოკო გაიჟღინთოს წყლით, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე. ვხარშოთ მზადყოფნამდე. მოხარშული სოკო ამოვიღოთ ბულიონიდან, გავრეცხოთ თბილ წყალში, ბულიონი კი გავაცივოთ და გავწუროთ, მოხარშული სოკო დავჭრათ პატარა კუბებად.
კომბოსტოს მწნილი გავრეცხოთ, დავჭრათ ჩალისებურად, ჩავდოთ ქვაბში, დავასხათ ცოტა წყალი, დავამატოთ მარგარინი, ტომატ-პიურე, დავახუროთ სახურავი და მოვშუშოთ 1,5-2 საათის განმავლობაში, პერიოდულად ვურიოთ. დავამატოთ ერთად მოშუშული პატარა კუბებად დაჭრილი სტაფილო, თავი ხახვი, ოხრახუში და გავაგრძელოთ მოშუშვა 10-15 წუთი, გულდაგულ ვურიოთ.
ავადუღოთ სოკოს ნახარში, ჩავდოთ მოშუშული კომბოსტო ბოსტნეულით, დაჭრილი მოხარშული სოკო, დავამატოთ მარილი, მარცვალი პილპილი, დაფნის ფოთოლი, მოხალული ფქვილი და ვხარშოთ 5-10 წუთი მზადყოფნამდე.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:33
ჩიხირთმაზე სათუთი გასაკეთებელი კერძი მე მგონი არ არსებობს, იმიტომ რომ უნდა იყოს ზომიერად ბლანტი და ერთგვაროვანი სითხე ე.ი. კვერცხი არ უნდა აგეჭრას რაც ხშირად არ გამოსდით და გათქვეფილი კვერცხის ძაფები დაცურავს ხოლმე, მართალია ეს გემოზე არვითარ გავლენას არ ახდენს მაგრამ "ტავარნი ვიდიც" საკმაოდ დიდ როლს თამაშობს.
ერთი მოზრდილი კარგად მსუქანი სოფლის დედალი (ისე ინდაურისაც მაგარია), 2-3 თავი ხახვი, 2-3 ცალი გათქვეფილი კვერცხი+5-6 მთელი კვერცხი, პურის ფქვილი 2-3 ს/კ, ძმარი, ქინძი, მარილი.
მოხარშავ დედალს ამოიღებ და ნახარშს კარგად გააციებ, მერე ნახარშს სულ მოჰხდი ცხიმს და ამ ცხიმში მოშუშავ ძალიან-ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, მაგრამ არ დააწითლებ, მერე დაამატებ პურის ფქვილს და ძალიან კარგად მორევ რომ კარგად გაიქნას ხციმსა და ხახვში, არ უნდა შეიკვრეს ბურთულებად. მერე მთლიანად დაამატებ დარჩენილ ნახარშს და წამოადუღებ. გატეხავ 2-3 ცალ კვერცხს და ძალის კარგად გათქვიფავ 2 სუფრის კოვ ძმართან ერთად. მერე იწყება ყველაზე ძნელი რამ, ამატებ თითო-თითო სუფრის კოვზ ცხელ სითხეს/ბულიონს ქვაბიდან და ყოველი დამატებული კოვზის მერე კარგად თქვიფავ, ბულიონს ამატებ მანამ სანამ ოდნავ არ გათხელდება (დახლოებით 8-10 კოვზი). მერე დაბალ ცეცხლზე დაყენებ ქვაბს და მიღებულ მასას ნელ-ნელა უმატებ ქვაბში თან განუწვეტლად ურევ, რომ არ აიჭრას და წამაოდუღებ ცოტათი, მერე ჩაახლი მთელ მთელ მთელ კვერცხებს გააჩნის რამდენი კაცია (კაცზე ერტი ცალი საკმარია), კვერცხი რომ მოიხარშება ამატებ მარილს გემოვნებით, დაჭრილ დედალს და გამორთავ. ბოლოს ჩაყრი წვრილად დაჭრილ ქინძს და დაახურებ თავზე 5-10 წუთი. სუფრაზე რომ მიიტან უნდა მიიტანო ძმარიც და ყველამ თავის გემოვნებით რომ დაამატოს. მიირთმევ დილით პახმელიაზე არაყთან ერთად.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:33
ბულიონი
ShadowCat
(საშუალო ზომის ქვაბზე) ვიღებთ:
ქათმის ნახარშს (ბულიონს), ვუმატებთ 1 საშუალო ზომის დაჭრილ ხახვს,
ასე 5 წუთის მერე ვამატებთ 2-2 ცალ გაფრცქვნილ-გასუფთავებულ და წვრილ კუბიკებად დაჭრილ სტაფილოსა და კარტოფილს.
კარტოფილი და სტაფილო რომ თითქმის მოიხარშება (რაზეც ძალიან ცოტა დროა საჭირო), ჩავყრით ცოტაოდენ ვერმიშელს (ან noodles-ს). როცა ვერმიშელი მოიხარშება, ვამატებთ კამას და მარილს გემოვნებით. ადუღებთ 5 წუთი და - ბულიონი მზადაა.
ბონ აპეტი!
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:33
ტომატის სუფი (დუპი )
პუდელბლაცკ .
1 კ.გ პამიდორი ( ხორციანი პამიდორი ჯობია წყალწყალას )
მწვანილები,მარილი ,არაჟანი ან სმეტანა ,ხახვი ( თუ კი გიყვართ )
პამიდორი გაფუცქნოთ და წვრილ ნაჭრებად დავჭრათ .ქვაბში ვხარშოთ კაი ხანი .ცალკე ტაფაზე შევწვათ ხახვი ,ნიორი.პამიდორი რომ კარგად ჩაიშუშება ჩავაპიუროთ წვრილი საჭყ***ნტით .ცავამატოთ შემწვარი ხახვი და ნიორი ,მოვაყაროთ მარილი და კიდევ წამოვადუღოთ .თან ვურიოთ .შემდგომ დავიმატოთ ორი ს.ტ კოვზი არაჟანი და მწვანილები მოვაყაროთ სულ ბოლოს როდესაც ქვაბს ცეცხლიდან გადმოვიღებთ .ეს სუპი აგრეთვე სამარხვოა .თუ ბავშვებისთვის აკეთებთ შეგიძლიად ცალკე ქვაბში მოხარშოთ მაკარონი და სანამ პამიდვრის სუპში არაჟანს უზამდეთ მალამდე დაამატეთ მაკარონი
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:34
მონღოლური სუპი
მოყვითალო დაცეხვილი გაროხი მოხარშე სტაფილოსთან ერთად.(1ჭიქა გაროხზე 1 საშუალო ზომის სტაფილო). ამ ხარისხის გაროხს ჩალბობა არ უნდა და მალე იხარშება. წყალი დაასხი დაახლოებით 6-ჯერ მეტი (ხარშვისას მიხვდები დამატება თუ დასჭირდა) სისქე შენს გემოვნებაზე დააყენე ბოლოს. ცალკე მოშუშე 2-3 თავი ხახვი და მერე ეს ყველაფერი მიქსერით ან ბლენდერით თხელ პიურედ აქციე. სისქე თუ მეტია, მდუღარე წყლით გააზავე, დაუმატე პილპილი, მარილი, ცოტა იმბირი და
5-10 წუთით შედგი ცეცხლზე. თეფშზე ამოღებულ სუპს მოაყარე დაჭრილი ქინძი. ამას ჰქვია მონღოლური სუპი.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:34
სოკოს სუპი
წამოადუღე სოკო 10 წუთის განმავლობაში.პირველი ნახარში გადააქციე და მერე ხარშე კარტოფილთან, სტაფილოსთან და ბრინჯთან ერთად. ჯერ დაჭრილი სტაფილო ჩაყარე, მერე ბრინჯი და მერი კარტოფილის პატარა კუბიკები. მერე ჩაუშვი მოშუშული ხახვი, მარილი, პილპილი და ბოლოს ოხრახუში.
* * *
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:34
ბორში უკრაინულად
DODI
საქონლის წინა მხარე (გრუდინკა) 2-2,5კგ, ჭარხალი 2-3 თავი (აუცილებლად შავი), 2-3 ცალი პომიდორი ან 100 გრამი ტომატი, სტაფილო 3-4 თავი, ხახვი 2-3 თავი, კომბოსტო 1 საშუალო თავი, კარტოფილი 5-6 ცალი, ნამდვილი უკრაუნული სალლა (თეთრი შეუბოლავი) 0,5კგ., დაფნის ფოთოლი 3-4 ცალი, მწვანილები ნიახური, ქინძი, პეტრუშკა ძალიან ცოტა არომატისათვის, ღვინის ძმარი კარგი 100-150 გრ., წიწაკა, პილპილი, ნიორი, მარილი გემოვნებით.
კარგად მოვხარშავთ დიდ ნაჭრეებად საქონლის ხორცს, ბულიონს გავაციებთ მოვხდით ცხიმსა და ამ ცხიმის ნახევარში პომიდორში/ტომატში მოვშუშავთ ძალიან წვრილად დაჭრილ ხახვს, როცა ოდნავ შეწითლდება ვამატებთ წვრილად დაჭრილ სტაფილოს და ვშუშავთ, ვამატებთ სირძეზე წვრილად დაჭრილ კომბოსტოს. დარჩენილ ცხიმში ვშუშავთ ჭარხალს (1/3 გახელილი 2/3 დაჭრილი) კარგად მოვშუშავთ და ვამატებთ კარტოფილს, ვშუშავთ თავდახურულში 10-15 წუთი, ცოტა ხანში ვამატებთ ძმარს და 10-15 წუთი თავდახურულში ვშუშავთ დაბალ ცეცხლზე. ახალ ქვაბში გადავწურავთ ბულიონს ავადუღებთ და ვამატებთ ჯერ სტაფილოს და კომბოსტოს, მერე ჭარხალს და კარტოფილს, საქონლის ხორცს და მსხვილ ნაჭეებად დაჭრილ ურაინულ სალას და ვხარშავთ მომზადებამდე. გამოვრთავთ და ვამატებთ მწვანილს და დანარჩენ სანელებლებს. სუფრაზე მიტანისას ზემოდან ვასხავთ კარგ (ამას დიდი მნიშვნელობა აქვს) არაჟანს. სასმელებიდან უხდება არაყი უკრაინული.
P.S. ბორში ძალიან წითელი თუ გვინდა გამოვიდეს სტაფილო ძალიან ცოტა უნდა ან საერთოდ არ უნდა მე არ უშვრები.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:34
მაწვნის სუფი:
Kesi
მაწვნის სუფი ჩემი და ჩემი ოჯახის, მათ შორის ჩემი წლინახევრის შვილისაც, ერთ ერთი საყვარელი კერძია, მართლაც ძალიან გემრიელია..
ეხლა რაც შეეხება რეცეპტს, ზოგი კვერცხითაც აკეთებს, მაგრამ მე უკვერცხო მიყვარს და ჩემ რეცეპტს დაგიწერ.
ქვაბში კარაქში მოშუშე ხახვი (ერთი საშუალო ზომის თავი), დაჭერი კამა და ცოტა ქინძი (ერთი ორი სამი ღერი), დაჭრილი მწვანილის ნახევარიც მოშუშე ხახვთან ერთად, შეგიძლია ცოტა მწვანე წიწაკაც გაუკეთო. შემდეგ რომ მოიშუშება დააყარე 2 ჩაის კოვზი ფქვილი და სულ ურიე, როცა ფქვილი მოიშუშება (ფერზე მიხვდები) დაასხი ერთი ქილა მაწონი გარეული იმდენივე ანადუღარ წყალში და სულ ურიე, ფქვილი რომ კარგად გაიხსნას. მე მაწონთან ერთად ზოგჯერ ვუკეთებ ხოლმე რამოდენიმე სადილის კოვზ არაჟანსაც, ძალიან უხდება. ამ ყველაფერს დაამატე მოხარშული ბრინჯი (ბრინჯს წინასწარ ხარშავ ცალკე, დაახლოებით 3-4 კოვზი), ერთად წამოადუღე, შეაზავე მარილით და დაუმატე დარჩენილი მწვანილები და ნიორი (ერთი საშუალო ან ორი პატარა კბილი) და გამორთე ცეცხლი.
თუ გეჩვენება რომ სუპი ცოტა სქელი გამოვიდა, შეგიძლია წყალი დაამატო.
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:35
მაწვნის სუპი
ShadowCat
ქვაბში შუშავ ხახვს ზეთში, ჩაყრი ბრინჯს (საშუალო ზომის ქვაბზე 3/4 ჭიქა დაახლოებით), ასხავ წყალს (ისე, რომ მაწონისთვის ადგილი დარჩეს ქვაბში )
და ხახრშავ. როცა ბრინჯი მოხარშულია, ამატებ კარგად გათქვეფილ მაწონს (მე ნახევარლიტრიანი ქილის 3/4 ვიხმარე დაახლოებით), თან ურევ.
წამოადუღებ, და ადუღებ 3-5 წუთი, ჩაამატებ მარილს (გემოვნებით) და ბლომად კამას და წვნიანი მზადაა
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:35
მასალა: ხორცი: 1. საქონლის რბილობი - 500 გრ; 2. ძვლიანი ნაწილი - 200 გრ; 3. ქათმის - 300 გრ; 4. საქონლის ენა - ერთი ცალი.
ძეხვეული: 1. სოსისი: შესაწვავი, შებოლილი; ძეხვი: სარდელი, სალიამი; შებოლილი ხოცი (ვიჩინა). თითო სახეობა უნდა იყვეს 150-200 გრამი, გააჩნია სახეობათა რაოდენობას. ანუ შეზღუდული არ ხართ რამდენი სახეობის ძეხვეული იქნება გამოყენებული.
ბოსტნეული: ხახვი - 3საშუალო ზომის თავი; სტაფილო - 250 გრ; სოკო: 1. შამპინიონი - 1 ქილა, 2. "სლანოვიე უშკი" - 300 გრ;
მწნილები: 1. კიტრი - 1 ლიტრიანი ქილა; 2. ზეთის ხილი - მწვანე 1 ქილა; 3. ჯუჯა სიმინდის კონსერვი - 1 ქილა; 4. კაპერსი - 1 ქილა. შენიშვნა: კაპერსი რადგან ვერ გავიგე და ვერ ვიპოვე რა იყო, ჩავანაცვლე მჟავე გუგა სიმინდით.
სუნელები: მარილი, დაფნა, წიწაკა - ჩილი, შავი, სურნელოვანი (დაუფქვავი), ტომატის პასტა, ბულგარული წიწაკა - ნახევარი, ნიორი 3-4 კბილი.
მომზადების წესი: 1. მოამზადეთ რთული ბულიონი: პირველ რიგში იხარშება საქონლის ენა, შემდეგ ემატება საქონლის ძვლები და რბილობი და ბოლოს ქათმის ხორცი. (საქონლის ენა აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია). ხარშვის დროს მოხადეთ ქაფი და დაუმატეთ დაფნის ფოთოლი და წიწაკა თესლად.
ცალკე მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო, ამასვე დაუმატეთ გარეცხილი და კუბიკებად დაჭრილი სოკო "სლანოვიე უშკი".
ასევე შესაბაბისად კუბიკებად დაჭერით ძეხვეულიც. ნაწილი შეწვით , მეორე ნაწილს კი პირდაპირ ჩაუშვებთ ქვაბში მოგვიანებით. ხორცის მოხარშვის შემდეგ ამოალაგეთ ისინი ლანგარზე და დაჭერით ასევე კუბიკებად, სასურველია ცოტათი შეაწითლოთ და ისე ჩააბრუნოთ ქვაბში.
მწნილები და ბულგარული წიწაკა დაჭერით ასევე კუბიკებად, ოღონდ შედარებით მცირე ნაჭრებად ვიდრე ხორცი. ნიორი გაასუფტავეთ და ან დაჭერით წვრილად, ან გამოიყენეთ საჭყ***ტი.
ბოლო ეტაპი: როცა ყველაფერი შემწვარ-მოხრაკულია და დაჭრილია მოემზადეთ ბოლო 10 წუთისათვის, რადგან სწორედ ეხლა არის ის გადამწყვეტი მომენტი ექნება თუ არა თითეულ კოვზს განსხვავებული გემო, მოკლედ: მზა ბულიონში ჩაუშვით მოთუშული ხახვი-სტაფილო-სოკო, მიაყოლეთ მოხარშული და დაჭრილი ხორცი, ასევე არ დაგავიწყდეთ ძეხვეულიც. ჩაამატეთ დაჭრილი მჟავე კიტრი, რგოლებად დაჭრილი მწვანე ზეთის ხილი, სიმინდიც და ქილის შამპინიონის, (თუ ზომა მოითხოვს ესეც გაჭერით შუაზე). არ დაგავიწყდეთ ბულგარული წიწაკა და ნიორი. 3-4 წუთის ხარშვის შემდეგ გასინჯეთ გემო და გემოვნების მიხედვით დაამატეთ მჟავე კიტრის წვენი : დაახლოებით 200 ლმ. თეფშზე ამოღებისას ამოურიეთ კარგად, რადგან მძიმე ხორცი უფრო ფსკერზე იდება, ძეხვეული და მზავე კი ზემოთ , ქვაბის ზედაპირზე "დაცურავს
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:36
ტაილანდური სუპი ჩემი მცირედი მოდიფიკაციით...
ინგრედიენტები:
1 დიდი ქვაბი წყალი
1 ქილა გაროხი - მოვხარშოთ
7-8 მოზრდილი ნაჭერი ვიჩინა - კუბიკების ფორმაზე დავჭრათ
4-5 მოხარშული კარტოფილი - ესეც კუბიკების ფორმაზე დავჭრათ
4 ცალი მოხარშული კვერცხი - წვრილად დავჭრათ
4-5 ცალი ბულგარული წიწაკა - ესეც წვრილად დავჭრათ
რამდენიმე თავი ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო
და მთავარი ინგრედიენტი - ქოქოსის რძე, 1 ქილა (გუდვილში იყიდება, 3 ლარი ღირს)
ეს ყველაფერი უნდა მოიხარშოს ერთად.. მარილი და წიწაკა გემოვნებით...
ძალიან კარგი რამეა..
AL|CaPoNe
Jun 27 2007, 00:37
ანაკომის სუფი"
მე სოკოს ანაკომით ვაკეთებ ხოლმე.
ქვაბში ჩაასხავთ წყალს და ჩაყრით 1 ცალ გაფცქვნილ ხახვს, კუბიკებდ დაჭრილ კარტოფილს, პატარა და თხელ ნახევარწრეებად დაჭრილ სტაფილოს (გახეხილიც შეგიძლიათ), წვრილად დაჭრილ ბულგარულ წიწაკას. დაახურავთ თავზე და დადგავთ საშუალო ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, ჩაასხავთ ცოტა ზეთს. ადუღებთ დაბალ ცეცხლზე კარტოფილის მზადყოფნამდე. ჩააყრით პილპილს, მარილს (მე სვანურ მარილს ვუშვები), ანაკომის სუნელებს, წვრილად დაჭრილ კამას და ოხრახუშს (ქინძიც შეგიძლიათ). სულ ბოლოს კი ჩაყრით დატეხილ ანაკომის მაკარონებს, დაახურავთ ქვაბს თავზე და გაზს გამორთავთ. 5 წუთს ადროვებთ და შეგიძლიათ მიირთვათ.
fu supebi mezizgeba qatmis bulioni magrad asworebs,borshi ise ra
SCORPIONGIO
Jun 30 2007, 10:21
vabshe ar mevaseba esni ra.
AL|CaPoNe
Jul 16 2007, 09:27
me magrad momcons