BOOSTER
Jun 27 2007, 23:45
საქართველო ეკლესია-მონასტრებით უხვადაა გაშენიანებული ასე ვთქვათ, რაც ქართველთა მორწუნეობაზე მიუთითებს!
ვიმსჯელოთ და მოვიყვანოთ რაიმე ისტორიული მასალები, გნებავთ ფოტოები ამა თუ იმ ეკლესიებზე და ა.შ.
me minda chemi soplis magaliti movikvano

chem sopelshi cxra salocavi kopila karg dros samcuxarod axla ori micis kvemotaa magram shvidi eklesia kidev aris da samcuxarod arc erti araa mokmedi imedia gvtis mockalebis mxolod

minda agvnishno calkashi mogvace dedao marionela da saertod samcxe javaxetshi da konpliktur teritoriebtan axlos mogvace sasuliero pirebi isini sascaulebriv gvacls agasruleben chemi azrit da didi survili makvs mivexmaro ritic shemidzlia magram ver vaxerxeb jerjerobit
BOOSTER
Jun 28 2007, 20:14
stch რომელ სოფელში ცხოვრობ?? წალკაში მივდივარ რამდენიმე დღეში.. იქნებ ტაძრებშიც შევიარო..
romeli sopeli da bodbisxevi

calkashi deda marionella momikitxe didi sikvarulit

dzalian dzalian kargi kalia
River Plate
Jun 28 2007, 21:54
ეკლესიაც იყო, მონასტერიც იყო, კარგი ცხოვრებაც იყო და აღარ გამაგრძელებინოთ, მაგრამ ამ მთავრობამ ყველაფერი გაყიდა და წაშალა!
უფალი საქართველოს რაღაცის გამო სასტიკად სჯის!
river plate me sxvaze ver vitkvi mara kvelam chveni tavi ro gamovascorot agar davisjebit ramdeni ram gvaq gamosascorebeli titoeul chvenganshi ashkarad
River Plate
Jun 28 2007, 22:07
QUOTE(stch @ Jun 28 2007, 23:03 )

river plate me sxvaze ver vitkvi mara kvelam chveni tavi ro gamovascorot agar davisjebit ramdeni ram gvaq gamosascorebeli titoeul chvenganshi ashkarad

ეგ ჩვენ მგონი არ გვიწერია, რა გამოსწორებაზეა ლაპარაკი, მონასტრებს ანგრევენ და ძარცვავენ....... მეტი რაღა უნდა თქვა?
ეს რა ხდება ტო, რა ცხოვრება მოვიდა........
BOOSTER
Jun 29 2007, 21:01
ეგაა ჩვენი მინუსი სხვებს ვაბრალებთ...
პატრიარქმა თქვა: არსებობს ცოდვათა კატეგორია რომელიც უშუალოდ მის ჩამდენ არ ეკისრება მარტო... არამედ მთლიანად ერს ! ამაში შედის ტაძართა ნგრევანი..
დასკვნა თქვენ გამოიტანეთ !
ჩვენ უნდა ვზღოთ ჩვენი ერის შეცდმოებიც და წინაპრების შეცდომებიც
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:51
სიტყვა ეკლესიას ორი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში, ეკლესია აღნიშნავს ჭეშმარიტ ქრისტიანთა საზოგადოებას, კრებულს, რომლებიც განბნეულნი არიან მთლიან დედამიწაზე და მოიცავს მათ, სადაც არ უნდა იყვნენ და რა დროშიც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი.
წმიდა გერმანე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი ეკლესიას უწოდებს ქრისტეს სხეულს და ქრისტეს სძალს, რომელიც განწმენდილია წმიდა ნათლისღების წყლით, მორწყულია გამომხsნელის წმიდა სისხლით, საზეიმოდ მორთულია და დაბეჭდილია სულიწმიდის ბეჭდით. ამ ეკლესიის თავი ქრისტეა: ის იმართება სახარების ერთი კანონით, იბრძვის ქრისტეს ერთი ნიშნით და ისწრაფვის ერთი ნეტარი მიზნისაკენ.
მეორედ, ეკლესია არის ღვთის ტაძარი ან სამლოცველო სახლი, სადაც მორწმუნეები იკრიბებიან, რათა ადიდონ ღმერთი და ილოცონ მის წინაშე. იგი არსებითად ისევ ის თემია, ის ეკლესიაა, რომელსაც დასაბამი იერუსალიმში, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს დაედო. მოყოლებული თავისი დაარსების დღიდან დღემდე მას არ განუცდია რაიმე ცვლილებები და არ საჭიროებს თავის უტყუარობას, ჭეშმარიტების მტკიცებას; აშკარაა, რომ მასში მისი სახით დღეს კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს მოციქულთა ეკლესია (არქ. პავლე – ჩვენი სარწმუნოება. გამომც. ორთოდოქს კიფსელი. 1994. ). ჰგავს იგი მოციქულთა დროინდელ ეკლესიას? ჰგავს! და თუკი არის მათ შორის რაიმე განსხვავება, იგი მხოლოდ გარეგნულია და არა არსებითი. ამის გასაგებად იქნებ ასეთი მაგალითი გამოდგეს: ადამიანი იცვლება გარეგნულად, ბავშვობაში იგი სხვაა, მოწიფულ ასაკში სხვა და ა. შ. მაგრამ ეს ცვლილება არაა არსებითი. იგი ხომ იმავე პიროვნებად რჩება. ჩვენი ეკლესიაც, მიუხედავად თავისი განვითარებისა, დღეს არსებითად, სულისკვეთებით ისეთივეა, როგორიც იყო თავიდანვე, დასაწყისში. ქრისტიანული ტაძრები უძველესი დროიდანვე ატარებდნენ სხვადასხვა სახელწოდებებს: ეკლესია, ტაძარი, ღვთის სახლი, ბაზილიკები, სამლოცველო სახლები. ქრისტიანები ღვთისმსახურებისათვის პირვლად იყენებდნენ კერძო სახლებს, სახელმწიფოს მიერ დევნისას კატაკომბებს და მხოლოდ შემდეგ დაიწყეს განსაკუთრებული შენობების აგება. ტაძრები შენდება უფლის რომელიმე დღესასწაულის სახელზე, წმ.სამების სახელზე, ღვთისმშობლის, რომელიმე ისტორიული მოვლენის ან რომელიმე ანგელოზის ან რომელიმე წმონდანის სახელზე. სვიმეონ თესალონიკელი წერს: ყოველი ტაძარი ღმერთს ეძღვნება, ის მისი სახლია და ის სუფევს მასში. ღვთის მონა, რომლის სახელსაც ატარებს ტაძარი მყოფობს მასში, როგორც თავის საცხოვრებელ სახლში, უხილავად იმყოფება იქ სულით, ხშირად მასში განისვენებენ მისი წმიდა ნაწილებიც და ის მოქმედებს ღვთის მადლითა და ძალით.
ადამიანმა, მოსეს საშუალებით სანამ მიიღებდა ღვთისაგან რჯულს, აღუმართა მას ტაძრები და სამსხვერპლოები და მათზე მიჰქონდა მსხვერპლი. ყველა ასეთი სამსხვერპლო წმიდა იყო. პირველად აბელმა გააკეთა სამსხვერპლო, თუმცა ეს სამსხვერპლო აშენებული იყო ქვებისაგან, წმიდა იყო და მასზე მიტანილი მსხვერპლი ღვთისათვის ძღვნად თუმცაღა შედგებოდა დაკლული ცხოველებისაგან, აგრეთვე წმიდა იყო, იმიტომ რომ ისინი ღვთისადმი იყვნენ მიძღვნილნი. ბიბლიაში ვკითხულობთ: მიჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს (დაბ. 4,4); ნოემ კიდობნიდან გამოსვლის შემდეგ აღუმართა ღმერთს სამსხვერპლო; აბრაამმა აღმართა სამსხვერპლო, რათა შეეწირა თავისი შვილი ისააკი. უფალმა უთხრა მას: ნუ აღმართავ ხელს ამ ყმაწვილზე, ნურაფერს დაუშავებ მას, რადგან მივხვდი, ღვთისმოშიში ყოფილხარ (დაბ.22,12); იაკობმა ქვებისაგან გააკეთა სამსხვერპლო, წმიდა ჰყო იგი და იხილა იქ ღმერთი. მაგრამ ყველაზე უდიდესი და დიდმნიშვნელოვანი სამსხვერპლო გააკეთა მოსემ. ეს იყო სკინია, რომელიც ახალი აღთქმის ეკლესიის წინასახე იყო და რომელიც უკეთესად, ვიდრე უწინდელი სამსხვერპლოები წინასწარ გამოსახავდნენ ახალი აღთქმის ყველა საგანსა თუ საიდუმლოს.
სვიმეონ თესალონიკელი ამბობს (თავ. 125): ყველაფერი რაც გააკეთა მოსემ სკინიის შიგნით, განსაკუთრებით კი სამსხვერპლო და ტრაპეზი, რომლებიც მოასწავებდნენ თვთისმშობელს, იწოდებოდნენ წმიდათაწმიდად. ამიტომაც, თუ ვინმე გარდა მღვდლისა, გაბედავდა შეხებოდა ამ საგნებს ან ნივთებს დაიღუპებოდა და კვდებოდა.
ახალი აღთქმის ეკლესია იყოფა სამ ნაწილად; საკურთხეველი, თვით ტაძარი და სტოა. ტაძრის ასეთი შემადგენლობა და დაყოფა ნაწილებად აღებულია ძველ აღთქმისეული მოსეს სკინიისა და სოლომონის ტაძრის მიხედვით. ამას ხელმძღვანელობდა თვით წმიდა წერილი ახალი აღთქმისა, რომელიც ასახავდა სხვადასხვა ქრისტიანულ საიდუმლოებებს, ადარებდა მათ იუდეურ წეს-ჩვეულებებს, იმ მიზეზით, რომ ორივე აღთქმა შეიცავს ერთიან მადლს: (საქმ. მოც. 15,11)-ჩვენ გვწამს, რომ უფლის იესო ქრისტეს მადლით ვცხონდებით, ჩვენც და ისინიც; ჩვენი ქრისტეში მადლისმიერი განახლების წინასახეა ძველი აღთქმის წინადაცვეთა: ვისშიაც წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ცოდვილი ხორციელი სხეულისაგან გაძარცვით, ქრისტეს წინადაცვეთით (კოლ. 2,11); ქრისტეს ჯვარცმა და ზიარების საიდუმლო შედარებულია იუდეურ პასექთან: მაშ განიწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ თქვენ ახალი ცომი, რადგანაც უფუარნი ხართ, ვინაიდან პასექი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა- (I კორ. 5,7). ტრაპეზი, რომელზედაც აღესრულება მღვდელმოქმედება უფლის სისხლისა და ხორცისა, ასახავს სამსხვერპლოსა და საკურთხეველს: გვაქვს ჩვენ საკურთხეველი, საიდანაც ჭამის უფლება აქვთ კარვის მსახურთ (ებრ. 13,10). ახალი აღთქმის ეკლესიის მასწავლებლებმა თავიანთ მღვდელმოქმედებებში შეიტანეს ზოგიერთი ძველ აღთქმისეული წეს-ჩვეულებები. მაგ. სასულიერო პირთა იერარქია, სასულიერო პირთა შესამოსელი; სკინიაში იყო პური, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისაგან: ხილული და უხილავისაგან, ღვთიურისა და ადამიანურისაგან. ქრისტიანულ ეკლესიაშიც ძველი აღთქმის მისაბაძად სეფისკვერი ორი ნაწილისაგან შედგება: ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებისაგან. თუ ძველ აღთქმისეული სამსხვერპლოები და ყველა ის ნივთი, რომლებიც წინასახენი იყვნენ ნამდვილისა ასეთი წმიდა იყო, მაშინ ჩვენ უმეტესწილად მოწიწებით პატივი უნდა ვსცეთ ახალ აღთქმისეულ ტაძარს და მასში განლაგებულ საგნებსა და ნივთებს.
ყოველ საგანსა და ნივთს, წერს სვიმეონ თესალონიკელი, რომელიც ღვთის სახელზეა მიძღვნილი პატივი უნდა ვსცეთ, როგორც არ უნდა იყოს ის, თიხის, ქვის, ხის, ოქროსა თუ სხვა რაღაცის. ყველაფერი ეს ნაკურთხია ღვთის სახელით და რადგანაც ეს ნივთები ატარებენ ღვთის სახელსა და ბეჭედს, ამიტომაც ვერავინ მისცემს მათ სხვა დანიშნულებას.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:52
ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარი
ამ ოცი-ოდაათი წლის წინ, ქობულეთიდან ბათუმისაკენ მომავალი მგზავრი სასირე ყელს რომ გადმოსდებოდა და ქალაქს გადმოხედავდა, პირველი რაც თვალში მოხვდებოდა, იყო ეკლესიის მშვენიერი ნაგებობა, რომელიც ქალაქში ჩამოსულთათვის ხშირად ასრულებდა ორიენტირის მოვალეობას.
მართალია, ამ ტაძარს არ გაუზიარებია ყოფილი სამხედრო ტაძრის ბედი, რომელიც “ურა რევოლუციონერებმა” პირისაგან მიწისა აღგავეს, მაგრამ ქალაქის საზოგადოების, ინტელიგენციის აზრის გაუზიარებლად შენობას მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ორგანიზაციები დაეპატრონენ. დაიწ’ეს მისი გადაკეთებ-გადმოკეთება და უღმერთო ექსპლუატაცია, რამაც შენობა დანგრევის საფრთხის წინაშე დააყენა. ამ სრულიად გაუმართლებელ ფაქტზე იმთავითვე აიმაღლეს ხმა აჭარის მწერლებმა და შემოქმედებითი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებმა. მათ გაზეთ “საბჭოთა აჭარის” ფურცლებზე საგანგაშო მასალა გამოაქვეyნეს, სადაც მოითხოვდნენ ეკლესიის გათავისუფლებას, აღდგენას და მრევლისათვის გადაცემას. ამას გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას გამოხმაურებაც მოჰყვა.
ცნობილმა ქართველმა კინორეჟისორმა თენგიზ აბულაძემ თავის დიდებულ ფილმში “მონანიება”, სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა, რამაც ფილმს ძალზედ მძაფრი დატვირთვა მისცა, გვიან, მაგრამ საბედნიეროდ, ეს პროტესტი არ დარჩენილა “ხმა მღაღადებლისად უდაბნოსა შინა”.
აჭარის მაშინდელი ხელმძღვანელობის აქტიური ჩარევით, მატერიალური კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის აღდგენის საქმე თავის ხელში აიღო სტანდარტების სახელმწიფო კომიტეტმა, რომელსაც უმაღლესი საბჭოს დეპუტატი აჭარიდან ნ. დ. კოლმოგოროვი ედგა სათავეში. სამუშაოთა შესრულება იკისრა აჭარის საბინაო-კომუნალური მეურნეობის სამინისტრომ, რომელსაც ეხმარებოდნენ “საქელექტრომონტაჟისა” და “საქ-სანტექმონტაჟის” სპეციალისტები. როგორც იქნა საქმე ადგილიდან დაიძრა. რაც მთავარია, ადამიანებს განუმტკიცდათ იმის რწმენა, რომ შეიძლება ბევრი კარგი რამ გაკეთდეს, თუ მოუსმენ ხალხის ფართო საზოგადოების ხმას. სწორედ, ასეთი ობიექტური შეფასებით გადაწყვიტეს საკითხი აჭარის მაშინდელმა მესვეურებმა, რომელთა ენერგიული მცდელობით, ”ოველდღიური კონტროლით” დახმარებითა და მხარდაჭერით ეკლესიას ჩაუტარდა რთული სარესტავრაციო სამუშაოები. ნაგებობამ მიიღო არა მარტო ძველი (გარეგნული) ფორმა, არამედ განახლდა დაზიანებული ფრესკები, ინტერიერი. ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ კატეგორიულად მოითხოვდა შენობა მის პატრონს - ქრისტიანულ მრევლს გადასცემოდა.
საბედნიეროდ, ახალმა დროებამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა და ეკლესიაც თავის მრევლს დაუბრუნდა.
1989 წლის 16 მაისს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი აკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II. ამ დღეს ჩატარდა საზეიმო ნათლობა, სადაც 5000-მდე ადამიანი ეზიარა ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა მღვდელი დავით შიოლაშვილი. რომელიც ამ ღირშესანიშნავ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარი იწოდა საკათედრო ტაძრად, სადაც მოღვაწეობდნენ:
მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე) - 1986-1992წ.
ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) - 1992-1993წწ.
ეპისკოპოსი იობი (აქიაშვილი) - 1993-1996წწ.
მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი) - 1996 წლიდან დღემდე.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:52
ბათუმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი
ბათუმში XIX საუკუნის სამოციან წლებში აშენებული წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ამ უძველეს ქრისტიანულ კუთხეში თურქთა ბატონობის ბოლო ჟამის დადგომის მაუწყებელი აღმოჩნდა. ურთულეს პოლიტიკურ და რელიგიურ გარემოში, მართლაც, ღვთის წყალობა იყო ოტომანთა იმპერატორის თანხმობა მართლმადიდებლური ეკლესიის აშენებაზე. ცნობილია, რომ თურქის სულთანს ბათუმელთა დელეგაციამ იორდანე მეტაქსას ხელმძღვანელობით იუბილეზე საჩუქარი მიართვა, რის შემდეგაც თავის მოკრძალებულ სურვილზე თანხმობა მიიღო. ძნელი სათქმელია რა იყო ეს, პოლიტიკურად გააზრებული ნაბიჯი თუ უზენაესის ნების ქვეშეცნეულად დამორჩილება. ძვირფასი საჩუქრით მოხიბლული თურქ-პოლიტიკოსის მიერ გაცემული ნებართვა იმ ტოტის მოჭრას ჰგავდა, რომელსაც თურქეთის იმპერია, ამ კუთხეში ეყრდნობოდა.
ნიშანდობლივია ისიც, რომ შემდგომ ეს ტაძარი კომუნისტური რეჟიმის უსასტიკეს წლებს გადაურჩა და ქალაქის სხვა დანგრეული, გაპარტახებული ეკლესიებისაგან განსხვავებით მხოლოდ 10-12 წლით დაიხურა. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიამ საკუთარ თავზე აიღო გაღვიძებისთანავე ჩახშული ქრისტიანული სულის აღდგენა და შენარჩუნება.
წინა საუკუნის სამოციან წლებში ბათუმში, ბერძნების ქუჩაზე მდებარე მოქალაქე ეფრემიდის ეზოს ნაკვეთი სამშენებლო პოლიგონს დაემსგავსა. ტაძრის მშენებლობისათვის ქვები ტრაპეზუნდიდან ჩამოიტანეს. სწრაფი ტემპით დაწყებული მშენებლობა თურქეთის მთავრობამ შეაჩერა, რადგან იმ დროისათვის გრანდიოზულმა ქვის ნაგებობამ დამპყრობლებზე ციხე-სიმაგრის შთაბეჭდილება დატოვა. საბედნიეროდ, მშენებლობის პროცესი დიდი ხნით არ შეფერხებულა. თურქეთის მთავრობასთან შუამდგომლობა იკისრა რუსეთის ვიცე კონსულმა ჯუდიჩმა, საგულისხმოა, რომ ჯუდიჩის დიდი ღვაწლზე მიანიშნებს ქართველი მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე, ხოლო რუსი მოგზაური ა. ფრენკელი მას წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ერთადერთ მფარველად მოიხსენიებს.
წმიდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა 1865 წელს დასრულდა, რასაც ეკლესიის ფასადის წარწერა გვაუწყებს, 1871 წლს ეკლესიაში პირველი ლოცვა აღევლინა. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვეთ ცნობა იმის შესახებ, თუ ვინ აღასრულა პირველი ლიტურგია ახლადგახსნილ ტაძარში.
1878 წელს თურქეთისაგან განთავისუფლებულ ქალაქში რუსის ჯარის შემოსვლა წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ზარის საზეიმო ახმიანებამ აუწყა ბათუმის მცხოვრებთ. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ. ახლადაშენებული ეკლესია იმ პერიოდის ბათუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობას წარმოადგენდა. ”ეს ეკლესია კარგად არის აგებული. უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა, თითქმის მთელი შენობა ქვისაა. ინტერიერი კი ღარიბია და მის შეკეთებას გარკვეული ხარჯები სჭირდება” - წერს ა. ფრენკელი.
ტაძრის რემონტისათვის თანხის შეგროვება 1895 წელს დაიწყეს. დადებითად გადაწყდა მასზე სამრეკლოს მიშენების საკითხიც. 1894-1898 წლებში ეზო-მიდამო ეკლესიის საკუთრებაში გადავიდა, რის შემდეგაც ტაძრის ტერიტორიაზე ვაჟთა და ქალთა სკოლები გაიხსნა.
1898 წელს წმიდა ნიკოლოზის ტაძრის დაქვემდებარებაში შევიდა ‘ოროლისთავში მდებარე ქვით ნაშენი წმიდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესია.
მეოცე საუკუნის დასაწყისში კუნძულ ხიოსის ბერძნებმა ეკლესიას სამი დიდი ხატი შესწირეს - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმიდა ნოკოლოზისა და წმიდა გიორგის.
როგორც ვხედავთ, მეცხრამეტე საუკუნის 90_იანი წლები ჩვენს კუთხეში მართლმადიდებლობის აღზევებაზე ზრუნვით აღინიშნა. ამ პერიოდისათვის ბათუმის ოლქის საეკლესიო ცხოვრებას გურია_სამეგრელოს ეპისკოპოსი განაგებს. ”კავკასიური კალენდრის” პერიოდული გამოცემა გვამცნობს, რომ 1890 წლიდან ბათუმის ოლქის მთავარი მღვდელი სიმონ ქიქოძეა, 1892 წლიდან კი მღვდელი ალექსანდრე რალცევიჩი, 1896 წელს წმიდა ნიკოლოზის სახ. ეკლესიის მღვდლად აკურთხეს კონსტანტინე ცანდეკოვი. 1901 წელს გურია_სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლის კურთხევით, ბათუმის ოლქის ბლაღოჩინი ხდება. 1907 წლიდან კი ეპისკოპოსის წარმომადგენელია ქალაქის მმართველობაში. მღვდელი კონსტანტინე 1917 წლის ჩათვლით წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში მოღვაწეობდა. აჭარის სახელმწიფო არქივის ფონდებში აღმოჩნდა მღვდელ კონსტანტინეს და მასთან ერთად მოღვაწე მღვდელ მიხეილ მანოსის ბიოგრაფიები.
ბათუმ_შემოქმედის ეპარქიის შექმნის შემდგომ, 1920_1935 წლებში, წმ. ნიკოლოზის სახ. ტაძარში წირვა_ლოცვას აღავლენდნენ მიტროპოლიტი გიორგი (ალადაშვილი), ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), ეპისკოპოსი ნესტორი ('უბანეიშვილი) და მიტროპოლიტი იოანე (მარგიშვილი). ეპისკოპოს დავითის დროს, 30_იან წლებში დაიხურა აღნიშნული ეკლესია. 1931 წლიდან აჭარის საბინაო მეურნეობის დადგენილების თანახმად, ეკლესიათა შენობები სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1941 წლის 11 თებერვალს, აჭარის სახკომსაბჭოსთან არსებული შესაბამისი კომისიის ბრძანების მიხედვით^ ბერძნული ეკლესიიდან მთელი რიგი საღვთისმსახურო ნივთები და წიგნები აჭარის სახელმწიფო მუზეუმს გადაეცა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბათუმელმა ქალბატონებმა - თამარ ნაკაშიძემ და ელიზავეტა კოტიდიმ, ეკლესიის გახსნის შესახებ მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს უწმიდესსა და უნეტარესს, პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე). უმაღლესი მთავრობის თანხმობის შემდეგ, 1948 წელს, წმიდა ნიკოლოზის სახ, ტაძარში წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქმა კალისტრატემ.
1935 წლიდან, 18 წლის მანძილზე ბათუმში ეპისკოპოსი არ ყოფილა. 1935 წლიდან, პატრიარქად აღსაყდრებამდე, ბათუმ_შემოქმედის ეპარქიას მიტროპოლიტი ეფრემი (სიდამონიძე) მართავდა. 1963 წელს კი კათოლიკოს_პატრიარქ ეფრემ მეორეს კურთხევით, წმ. ნიკოლოზის ტაძარში მსახურება დაიწყო მღვდელ_მონაზონმა ილიამ (შიოლაშვილი). შემდგომში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს_პატრიარქი ილია მეორე ბათუმ_შემოქმედის ეპარქიაში 1967 წლამდე მოღვაწეობდა. წმ. ნიკოლოზის ტაძარში მსახურების დროს იგი იღუმენის, შემდგომ კი არქიმანდრიტის ხარისხში იქნა აყვანილი. 1963_1967 წლებში იგი ამ ეპარქიის გამგებელი გახლდათ.
1961 წელს წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაიწყო მოღვაწეობა არქიმანდრიტმა ხარიტონმა (ტუდოვში). იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეკლესიის წინამძღვარი იყო.
სხვადასხვა დროს წმ. ნიკოლოზის ტაძარში მოღვაწეობდნენ%
1955_1964 წწ. --- დეკანოზი ვასილი (ტაბატაძე)
1956_1965 წწ. --- მღვდელი ალექსეი (სობჩუკი)
1967_1973 წწ. --- მღვდელი ინდისი (ნუცუბიძე)
1970_1987 წწ. --- მღვდელი გრიგოლი (სვანაძე)
1986_1988 წწ. --- მღვდელი დავითი (შიოლაშვილი) (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი)
1998 წელს, ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს დიმიტრის (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი) ლოცვა_კურთხევით და ბატონ ზურა ჯაიანის თაოსნობითა და ფინანსური დახმარებით ჩატარდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. შეკეთდა ტაძრის ექსტერიერი და კეთილმოეწყო ეზო.
1999 წელს, აწ განსვენებულ ბატონ ოლეგ გალოგრეს ფინანსური დახმარებითა და ბატონ ალექსანდრე ახვლედიანის ხელმძღვანელობით მოხდა ტაძრის ინტერიერის განახლება, ჩამოიყარა არსებული მოხატულობა და ბათქაში, ძველი, ხის კანკელის ნაცვლად დაიდგა ახალი, ვარდისფერი ტუფის ქვის კანკელი, დაიგო იატაკი გრანიტის ფილებით, გაფართოვდა და კეთილმოეწყყ'ო ტაძრის ეზო, ამჟამად მიმდინარეობს ტაძრის მოსახატი სამუშაოები.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:53
ბათუმის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი
ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი მე-19 საუკუნის II ნახევარშია აგებული. იგი წლების მანძილზე სასაფლაო მეურნეობის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.
მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აქაც შეწყდა წირვა-ლოცვა. იგი საწყობად გამოიყენეს - ინახებოდა სამეურნეო ინვენტარი.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ბათუმის მრავალეროვანი მართლმადიდებელი მრევლის წარმომადგენლები გრიგოლ პუხნოსა და ლუკა შევჩუკის ხელმძღვანელობით გაერთიანდნენ წმიდა სამების ეკლესიასთან, შეაგროვეს ხელმოწერები და მიმართეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კალისტრატეს (ცინცაძე) ნებართვისათვის აღნიშნული ეკლესიის ამოქმედების შესახებ.
1947 წელს ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძარი გაიხსნა. წინამძღვარი იყო ლუკა შევჩუკი. ტაძარს მგალობელთა 30 კაციანი გუნდი ჰყავდა.
ტაძრის რესტავრაციის შემდეგ მრევლმა შემოსწირა საეკლესიო წიგნები, ხატები და სხვა ნივთები. ტაძარს არასოდეს აკლდა მრევლი, რასაც ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ იმ დროისათვის ქალაქში ორი მართლმადიდებლური ტაძარი მოქმედებდა. ერთი წმიდა ნიკოლოზის სახელობის ქალაქში და მეორე აქ, სასაფლაოზე.
1976 წლის ზაფხულში ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა.
მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ბათუმ-შემოქმედელ ეპისკოპოს დავითს (ჭკადუა) დაავალა ახალი ტაძრის აგება დამწვარი ტაძრის ფუძეზე.
ტაძარი აშენდა, გადახურეს და დაიწყო მღვდელმსახურება 1979 წელს, მაგრამ მისი საბოლოოდ დამთავრებამ სახით, რომელიც ამჟამადაა წლების მანძილზე მიმდინარეობდა.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:53
ბათუმის წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარი
წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 1888 წელს სამხედრო ჰოსპიტალის გვერდით. ტაძრისათვის დანაზოგი რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III გაუღია.
1905 წელს წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესია გადაეცა ეპარქიას. 1906 წელს ტაძარი საზეიმოდ აკურთხეს, მაგრამ მას დიდხანს არ ეწერა ქართველებისათვის სამსახური. მალე ბათუმის გუბერნატორ დრიაგინის, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისა და სამთავრობო წრეში ცნობილი დეკანოზის ვოსტორგოვის შეთანხმებით ტაძარი სამხედრო უწყებას გადასცეს.
1996 წელს ჰოსპიტალის გადატანის გამო გამოთავისუფლებულ ადგილზე აშენებულ იქნა ახალი ტაძარი.
1997 წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძარი, რომელიც აკურთხა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსმა) დიმიტრიმ.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:53
ბათუმის კეთილმორწმუნე მეფე თამარის სახელობის ეკლესია
ტაძარი აშენდა ბათუმის მკვიდრთა, მამა-შვილის დავით და თეიმურაზ კომახიძეების ინიციატივითა და უშუალო ძალისხმევით ქალაქის შემოსასვლელში, თამარის მთაზე, იქ სადაც ისტორიული თამარის ციხეა განთავსებული.
პროექტის ავტორია ბატონი დავით კომახიძე.
მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბატონი თეიმურაზ კომახიძე.
ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 2001 წლის 20 ივლისს.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:54
ბათუმის წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი
წმიდა ნინოს სახელობის ტაძარი 1994 წელს გაიხსნა ბათუმის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის შენობაში. მისი მშენებლობის ინიციატორი, ხელმძღვანელი და პირველი წინამძღვარი გახლდათ მამა დავითი (შიოლაშვილი) (ამჟამად ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი).
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:54
ბათუმის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი
1994 წელს ბათუმის მკვიდრს, ქალბატონ ლამარა ბიბილეიშვილ-ღლონტს გარდაეცვალა ვაჟიშვილი - მერაბი. ოჯახმა გადაწყვიტა აეგო ტაძარი საკუთარი სახსრებით. იქვე, სასაფლაოს გვერდით, გზის პირას, იმჟამინდელი ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით დაიწყო წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელიც ექვს თვეში დასრულდა.
წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი გაიხსნა 1995 წელს. ამავე წელს ტაძართან დაარსდა დედათა მონასტერი.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:54
ჩაქვის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი
გადმოცემით, იქ სადაც ახლა ჩაქვის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარია, აჭარაში ჩაის კულტურის გავრცელებისა და გადამუშავების ერთ-ერთი რუსი ინიციატორის პოპოვის მიერ აგებული ყოფილა ამავე სახელწოდების ეკლესია. იგი ემსახურებოდა ჩაქვის საუფლისწულო მამულში მომუშავე მართლმადიდებელ მრევლს.
აღნიშნულ ადგილზე ეკლესიის არსებობას ადასტურებს შემორჩენილი საეკლესიო ზარი წარწერით და ნაფუძვარიც.
ნატაძრალი ხასან ბერიძის მიერ იქნა აღმოჩენილი, რომელმაც ხანდაზმულობის მიუხედავად გადაწყვიტა აღედგინა იგი. მალე იმჟამინდელმა ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა იობმა (აქიაშვილი) აკურთხა ხასან ბერიძე ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში დიაკვნად სევერიანეს სახელით.
1995 წლის 26 ივნისს გაზეთი ”სხალთის ზარები” წერდა: ” ...დაბა ჩაქვში, ჩაის მეურნეობის ტერიტორიაზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ახალი ეკლესია, რომელიც მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა სახელით იკურთხა. საყდარი აშენდა დაბა ჩაქვის მკვიდრის სევერიანე ბერიძის თაოსნობითა და ადგილობრივი მოსახლეობის თანადგომით.”
ტაძარს იქვე გვერდით, სულ ახლახანს აუშენეს სამრეკლო.
.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:54
ბათუმის წმიდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა
იოაკიმ და ანნას სახელობის ტაძარი
წმიდა იოაკიმ და ანნას სახელობის ტაძრის მშენებლობა 1998 წელს იმჟამად ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოს დიმიტრის (ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი) ინიციატივითა და ძალისხმევით დაიწყო. ბათუმისა და სხალთის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციის ეზოში.
ტაძრის მშენებლობა ერთ წელიწადში, 1999 წელს დასრულდა.რომელიც მეუფე დიმიტრიმ აკურთხა.
.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:55
ბათუმის წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია
1999 წელს ბათუმის 12 საბავშვო ბაღის შენობა გადაეცა ბათუმისა და ქობულეთის ეპარქიას (იმჟამად ბათუმისა და სხალთის ეპარქია). შენობა კაპიტალურად შეკეთდა, სადაც 2000 წელს გაიხსნა წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია.
.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:55
ახალშენის ფერისცვალების სახელობის ტაძარი
ახალშენის ფერისცვალების სახელობის ტაძარი აშენდა ჩვენი საუკუნის დასაწყისში პონტოელი ბერძნების მიერ, რომლებიც სოფელ ახალშენში ცხოვრობენ 1878 წლიდან. ტაძარი 1912 წელს აკურთხა სამეგრელო-გურიის ეპისკოპოსმა, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქმა, ლეონიდემ. 1937 წელს ტაძარი ხელისუფლებამ დახურა, ხოლო წინამძღვარი გადაასახლა.
ათწლეულების განმავლობაში უმოქმედო ტაძარი დაზიანდა. 70-იან წლებში ჩამოინგრა გუმბათი. 1980-იან წლებში ადგილობრივი ბერძნების ინიციატივით დაიწყო ტაძრის აღდგენა. მათ გადახურეს ტაძარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ბერძენთა დიდი ნაწილის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გამო, მშენებლობა შეჩერდა. საბედნიეროდ, სოფელ ახალშენის ახალგაზრდობამადგილობრივი ხელისუფლებისა და ცალკეულ ქველმოქმედთა შემწეობით, გააგრძელა და დაასრულა ტაძრის აღდგენა.
ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს 10 საათზე. წირვა აღასრულა იმჟამად ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ. ჩატარდა საზეიმო ნათლობა.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:55
ორთაბათუმის წმ. პანტელეიმონის სახ. ტაძარი
ტაძარი აგებულია მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბერძენი მართლმადიდებლების მიერ. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ მეტაქსა.
1900 წელს გაიხსნა პატარა, მაგრამ ძალიან მყუდრო ტაძარი
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ქალბატონმა თამარ ნაკაშიძემ დააპირა წმიდა პანტელეიმონის სახელობის ტაძრის რესტავრაცია, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ნება არ დართო.
წლების მანძილზე ეს ლამაზი ტაძარი გამოყენებული იყო სხვადასხვა დანიშნულებისათვის, სანამ მთლიანად არ დაზიანდა.
1993 წელს, დაგვის ბერძენი მოსახლეობის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით გადაწყდა ტაძრის აღდგენა-რესტავრაცია.
1998 წელს ტაძარი გაიხსნა.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:55
აჭყვის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი
ტაძარი აიგო მეოცე საუკუნის დასაწყისში ბერძენი მართლმადიდებლების მიერ. იგი თითქმის დანგრეულ იქნა 1937 წელს. დღეისათვის ტაძარი აღდგენილია და მოქმედია.
.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:55
დოლის ყანა
დოლის ყანა მდებარეობს მდ. იმერხევის ხეობაში, მდინარის მარჯვენა მხარეს, სოფელში სახელწოდებით ჰამამლი. გიორგი მერჩულეს ცნობით, აქ ეკლესია აშენდა წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს, ხოლო “დოლისყანა მონასტრად უკუნას ქმნა” ე.ი. მოგვიანებით დაარსდა.
როგორც ფასადზე განთავსებული სამშენებლო ნაწერები გვამცნობს, ეს ტაძარი მეფე სუმბატის მეფობის ხანაშია აშენებული, ე.ი. 954-958 წ.წ. შუა, რასაც ძეგლის სტილისტური ანალიზიც ადასტურებს. ვ. ბერიძე მიიჩნევს, რომ მეფე სუმბატის დროს გადაკეთდა ან ხელახლას აშენდა წმ. გრიგოლის დროინდელი ეკლესია. დღეს სამონასტრო მიწის ზემოთ აღარაფერი ჩანს. თავად ეკლესია კი კარგად არის დაცული, რაც იმითაა გამოწვეული, რომ აქ უკანასკნელ დრომდე მუსლიმანური სალიცავი-ჯამე იყო განთავსებული.
დოლისყანის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ტაო-კლარჯეთში ფართოდ გავრცელებული ვარიანტია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითა და დამხმარე სათავსებით: დას-ით მას აქვს მინაშენი, ხოლო სამხრეთით- გალერეა; ორივე ძლიერ დანგრეულია, ჩრდილოეთით კი ეკლესიას ვიწრო, გრძელი სათავსო ედგმის. როგორ ჩანს, ყველა ეს სათავსო ეკლესიის თანადროულია. ეკლესია აგებულია ზერელედ, გათლილი ქვის კვადრებით, ხოლო კონსტრუქციული ნაწილები – კარი, სარკმელის წირთხლები და მთლიანად გუმბათი კარგად გათლილი ქვის კვადრებითაა მოპირკეთებული. გუმბათის ყელს, როგორც შიგნიდან ისე გარედან, 12-12 თაღისაგან შემკული თაღნარი ამკობს, რომლებიც ინტერიერში თითო, ხოლო ექსტერიერში შეწყვილებულ პილასტრებს ეყრდნობა.
დოლისყანის ფასადები გამოირჩევა სკულპტურული რელიეფის სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. მათგან გამორჩეულია სამხრეთი მკლავის სარკმელი, რომლის გასაფორმებლად ოსტატს თითქმის ყველა იმ დროს ცნობილი ხერხისა და საშუალებებისათვის მიუმართავს. კერძოდ, მოგრძო სარკმელს დაცილებით ადგას მკვეთრად წამოწეული თავსართი – მცენარეული ორნამენტით დაფარული სათაური, ხოლო თავად სარკმლის თავზე ორ ფასადზე ნახევარწრიულად გაშლილია ორსტრიქონიანი ლამაზი ასოთმთავრული წარწერა; “ქრისტე, ადიდე მეფე ჩვენი სუმბათ მზეგრძელობით” წარწერასა და თავსართს შორის სხვადასხვა ფერის ყვითლად და წითლად შეღებილი სოლოსებრი ქვებია რადიალურად განლაგებული – ხერხი, რომელიც ესოდენ პოპულარულია ტაო-კლარჯეთის სამშენებლო სკოლაში. თავად სარკმლის წირთხლები კარგად გათლილი ქვის კვადრებით არის გამოყვანილი და ზემო აღნიშნულ დეტალებთან ერთად ხაზს უსვამს სარკმლის გამორჩეულობას კედლის საერთო სიბტყეზე. სარკმლის შუა წელზე ორივე მხრივ წარწერებიანი ფიგურული რელიეფებია განლაგებული; მარცხნივ-მიქაელ მთავარანგელოზის ფეხზე მდგომი ფიგურაა, მარჯვნივ უფრო ფართო ფილაზე –გაბრიელ მთავარანგელოზი, მის წინ ნახევარფიგურა მედალიონში –გაბრიელ დეკანოზი, რელიეფების ოსტატი, ხოლო მათ ქვემოთ – ურო. მარცხნივ – ღია ფერის ქვაზე ამოკვეთილია ღვთისმშობლის მცირე ზომის ხატისებრი გამოსახულება. მარჯვნივ კი – ექვსქიმიანი ვარსკვლავი - დავითის ფარი. მთელი ამ სისტემის ზემოთ ჯვრის ორნამენტირებული გამოსახულება. ეკლესიის გუმბათის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მოთავსებულია მაღალი ფიგურული რელიეფი ქვითკირისა ეკლესიის მოდელით ხელში და შესაბამისი წარწერით: “ქრისტე ადიდენ მეფე ჩვენი სუმბათ”. ეკლესიის ფასადებზე არის სხვა რელიეფებიც. სამხრეთ კედელში ჩადგმული ფილა – მზის საათი 2003 წ. გაუჩინარდა.
დოლისყანის მთავარი ტაძარი შიგნით ბოლო დრომდე ორ სართულად გაყოფილი, პირველ სართულზე ხოჯას თივის საწყობი ჰქონდა. სწორედ აქ, საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე საკმაოდ კარგად არის შემონახული კედლის მხატვრობის I რეგისტრი მრავალი წარწერითურთ.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:57
გელათის მონასტერი
ქართული ხუროთმოძღვრების ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის უმნიშვნელივანესი ცენტრი, აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილო აღმოსავსავლეთით 11 კმ-ზე, მდ. წყალწითელის ხეობაში, დაარსებულია 1106 წ. დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროის (ძირითადად XII-XIII ს-ის) შენობები. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ, გუმბათოვან, მთავარ ტაძარს, ორ ბოძსა და საკურთხევლის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს. აღმოსავლეთ მხარეს კი სამი წახნაგოვანი შვერილი, აფსიდი ეკლესიისთვის სხვადასხვა დროს ჩაუშენებიათ. დასავლეთ მხარეს სტოაა, სამხრეთით და ჩრდილოეთით კი ეკვდერები.
ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლოებით 35მX36მ, სიმაღლე 34 მ-მდე, გარედან ტაძარი მოპირკეთებულია ეკლარის თლილი ქვით, ფასადები დამუშავებულია რთული რიტმის დეკორაციით, თაღებით და თითქმის სრულად მოკლებულია ჩუქურთმებს. ფართო და უხვად განათებული შიდა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს, კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარი ტაძრის კოშკში დაცულია ცნობილი გელათის მოზაიკა, დასავლეთ სტოაში XIII, ფრესკები რომლებზეც გამოსახულია საეკლესიო კრება, ხოლო სამხრეთ ეკვდერში დავით ნარინის ორი, XIII-ს-ში შესრულებული პორტრეტი. მოხატულობა არაერთხელ განუახლებიათ, განსაკუთრებით საყურადღებოა ისტორიულ პირთა პორტრეტები, (XVI ს) ჩრდილოეთოთ კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა წმ. დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რომელიც როგორც ჩანს ადრინდელ მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ XVI ს-ში აღუდგენიათ ძველი ნახატის მიხედვით, მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით XII ს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა, გეგმითა და ფორმებით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა, შიგნიდან კედლები დაფარულია XVI ს მოხატულობით მთავარი ტაძრიდან 9 კმ-ზე აღმართულია (XIII-XIV ს.ს.) წმ. ნიკოლოზის სახელობის ორსართულიანი ეკლესია. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ოთხივე მხარეს თაღებითაა გახსნილი, ხოლო მეორე სართული ჯვარისებრი მოხაზულობის პატარა ეკლესიაა. მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით XIII ს სამრეკლოა, რომლის ქვედა ნაწილი თაღებით გახსნილი ქვის ფანჩატური – წყაროზეა დაშენებული. მის თავზე პატარა სათავსოა, ხოლო სულ ზემოთ – სამრეკლოა. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევის სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობას (ფართ. დაახლოებით 300 მ2) აღმოსავლეთით სამი შესასვლელი ჰქონია, მოგვიანებით შუა შესასვლელისათვის მდიდრულად მორთული კარიბჭე მიუშენებიათ. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული, შენობას დიდი სარკმლები ანათებდა, კედლები მოხატული ჰქონდა, გელათის მონასტრის გალავნის სამხრეთით მთავარ შესასვლელში, დავით აღმაშენებლის საფლავია. გელათის მონასტერი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო, ტერიტორიულად ახლო მდებარეობდა სამეფოს პოლიტ ცენტრთან ქუთაისთან. აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: წმ. დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა XII-XIII ს-ში გელათის მონასტრის მფლობელობაში ითვლებოდა ვრცელი მიწა წყალი, მეურნეობაში წამყვანი იყო მიწათმოქმედება, განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.
XII-XV სს გელათის მონასტერს მინიჭებული ჰქონდა სრული ავტონომია, აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართველოს კათალიკოს პატრიარქსაც კი არ ჰქონდა არავითარი სახელისუფლებო ძალა (გარდა მღვდლის კურთხევისა) გელათის მონასტერში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენელი, მონასტრის უფროსი მონაზვნები, მოძღვართ-მოძღვარი სამეფო დარბაზის წევრებად ითვლებოდნენ. XIII ს II ნახ. XV ს ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაკნინების გამო (მონღოლების, თემურ ლენგის შემოსევები, გამწვავებული შინა ფეოდალური, საადგილმამულო ბრძოლების გამო, მონასტერშიც ხოვრება შეჩერდა მისი ძველი მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი ბრწყინვალემ.
საქართველოს პოლიტიკური დაშლის (XV ც, II ნახ) სემდეგ, გელათის მონასტერი საქართველოს მეფეების ხელში გადავიდა, 1510 წ. 23 ნოემბერს იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალეთის ჯარმა, იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ. გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის სამეურნეო საამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს, კაპიტალურად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეკვდერები, შესწირეს მონასტერს ახალი მამულები, ბაგრატ III თანამედროვენი გელათის “მეორედ აღმაშენებელს” უწოდებენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დასავლეთ საქართველოს პატრიარქი ევდემოზ ჩხეიძე. XVII 20-იან წლებში ბაგრატ III-მ მონასტერში საეპისკოპოსო კათედრა დაარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტიკურ ეკონომიკური, მორალური მდგომარეობა XVI ს II ნახ. დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს.
XVIII ს-დან გელათის მონასტერში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამიშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II და გელათის ეპისკიპოსებმა. XVIII დამლევს მონასტერს ფლობდა 42 სოფელს. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ მონასტერი საეკლესიო სემინარიიდან სახელმწიფო დაწესებულებად იქცა. ჯერ კიდევ XI ს-ში წმ. დავით აღმაშენებლის თაოსნობით, გელათის მონასტერში დიდი შემოქმედებითი საქმიანობა გაჩაღდა. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, არსენ ბულმაისიბისძე, პეტრე გელათელი, ევდემოზ ჩხეიძე (1557-78). ექვთიმე საყვარელიძე (1578-1616 წ) გედეონ ლორთქიფანიძე (XVIIს) ანტონ I, ზაქარია გაბაშვილი და სხვა, მონასტერში ინახებოდა ნდიდრულად მორთული და მინიატურებით შემკული ქართული ხელნაწერი, რომელთა დიდი ფონდი აქ ძველთაგანვე არსებობდა, აგრეთვე ქართული ჭედური ხელოვნების ნიმუში (მაგ. ხახულის ღვთისმშობლის ხატი) გელათის მონასტრის ზღუდის გარეთ. დაახლოებით 1500 მ-ზე, მის ჩრდილო აღმოსავლეთოთ შემორჩენილია სოხასტერის მონასტერი (დაყუდებულ ბერთა სამყოფელი) ნანგრევები – ეკლესიების, კოშკის ტიპის საცხოვრებელი სახლებიცა და სხვა ნაშთები. მონასტრის სამხრეთ დასავლეთით მაღალ კონცხზე წმ. სამებას სახელობის დარბაზული ეკლესიის (X-XIII) ნანგრევებია, მის მახლობლად გზის გაღმა, წმ. ილიას სახელობის ეკლესიაა, მოშორებით მდ. წყლაწითელის ხეობაში ე.წ. დავითის კონცხზე მტრის თავდასხმისაგან მონასტერის დამცველი დიდი მრგვალი კოშკის ნანგრევებია.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:57
ბერთა
ქართული კულტურის კერა ძვ. კლარჯეთში, ახლანდელი თურქეთის ტერიტორიაზე. მონასტერი დაარსდა VIII-IXსს-ში. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის დროს. აქ შემორჩენილი მონუმენტური ნაგებობების ნაშთი სავარაუდოს ხდის, რომ ბერთაში არსებობდა სასწავლებელი. იგი იყო მნიშვნელოვანი მწიგნობრული კერა. ცნობილია ბერთის ორი ოთხთავი: ერთიXს-ის, რომელიც დაცულია აშშ-ში. ქ. ნიუტონში, მეორე XIIს-ის, რომელიც ბეშქენ ოპიზარს ოქროჭედურ ყდაში ჩაუსვამს-თბილისში. დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტში.
ბერთაში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი მწიგნობარი ზეკეპე ბერთელი. (Xს).
კლარჯეთის დაპყრობის შემდეგ, ოსმალებმა ბერთის მონასტერი გაძარცვეს და მეჩეთად გადააკეთეს.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:57
იშხანი
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი. მდებარეობს ტაოში. მდინარე ილთოსისწყლის მარჯვენა ნაპირზე. (ახლა თურქეთის ფარგლებშია) თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ შემოსასვლელში მოქცეული ტეტრაკონერი) XII ს0ში ეპისკოპოსმა ნარსესმა ააშენა. არაბების შემოსევის დროს დანგრეული და მიტოვებული ეკლესია IX ს ათეულ წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფემ, საბა Iშხნელნა განაახლა. X ს-ში იგი კვლავ საფუძვლიანად არადგინეს. მაგრამ საბოლოო სახე ტაძარმა 1032 წ. ბაგრატ IV-ის მეფობის დროს ხუროთმოძღვარ ივანე მაჩაიძის მიერ მიიღო. იშხნის თავდაპირველი ნერსესეული ტაძრისაგან მხოლოდ საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის სვეტებზე დაყრდნობილი თაღების მწკრივით. ძველი აფსიდი გარედან მთლიანად დაფარულია ახალი კედლებით. ახალი ტაძარი თვალსაჩინოდ წაგრძელებული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის ჯვარისებრი მოხაზულობა თითქმის მთლიანად იხატება გარედანაც მიწის დონეზე. დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები სწორკუთხაა. საკურთხევლის აბსიდის ორივე მხარეს მცირე აფსიდებით დასრულებული სადიაკვნე და სამკვეთლოა. დასავლეთის მკლავი წარმოადგენს სწორკუთხა დარბაზს, რომლის გრძივი კედლები პლასტიკურადაა დანაწევრებული კედლის სვეტებით. ჩრდილოეთით მას გრძელი უაფსიდო სადგომი ეკვრის. გუმბატი ეყრდნობა 4 თავისუფლად მდგომ ბოძს, რომელტაც ძლიერ პროფილირებული და ჩუქურთმებით შემკული ბაზისები და სვეტისთავები აქვთ. მრგვალი გუმბათის ყელი შიგნიდან და გარედან წვრილი ლოლოვებითა და გრეხილებზე დაყრდნობილი თაღებითაა შემკული.
იშხნის ტაძარი ორნამენტთა მრავალფეროვნებით, სიმდიდრითა და ხარისხით თავისი დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ტაძრის შიგნით ძველი XI ს0ის I ნახევრის მხატვრობის ფრაგმენტებია. დიდი ეკლესიის გვერდით ჩუქურთმებით შემკული პატარა სამლოცველოა.
მონასტერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ჩვენამდე მოღწეული ზოგიერთი ნუსხის მინაწერი მოგვითხრობს იშხნელ მოღვაწეთა მწიგნობრულ საქმიანობაზე. ილარიონ იშხნელის (X-XIს) დაკვეთით არის დაწერილი ასკეტურ თხზულებათა კრებული (A-A35) და მესტიის სახარება (1033) ამბერკი იშხნელის (XVI) დავალებითა და დახმარებით განუახლებიათ 1233 წლით დათარიღებული ხელნაწერი (A-A85)
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:57
ნეძვი
IX ს-ის 50-იანი წლების ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია. მონასტრის ეკლესია აგებულია გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების თეოდორესა და ქრისტეფორეს მიერ. მდებარეობს ახლანდელ ბორჯომის რაიონში, მტკვრის ერთ-ერთი შენაკადის მდინარე ნეძვისხევის ხეობაში. ძეგლის გაწმენდის შემდეგ (1948-1962წწ) გამოვლინდა ეკლესიის თავდაპირველი გეგმადა ცხადი გახდა რომ საქართველო დღემდე ცნობილ სამეკლესიან ბაზილიკათა შორის ყველაზე დიდი ყოფილა. აფსიდიანი შუა ეკლესიის გრძივი კედლები დანაწევრებული იყო საფეხურიანი ასვეტებითა და თაღებით. აღმოსავლეთ აფსიდის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიში აქვს, ხოლო დასავლეთით ნახევრად წრიული ექსედრები. ეკლესიას სამმხრივი გარსშემოსავლელი ჰქონდა. გვერდითი სწორკუთხოვანი ეკლესიები ერთმანეთთან დასავლეთის გასასვლელით იყო დაკავშირებული.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:58
შატბერდი
შუა საუკუნეების ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა. იწოდება ,,საქართველოს სინა”. რელიგიური ცენტრ-მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთში მდებარეობს. მეცნიერებაში შატბერდის ზუსტი ლოკალიზაციის საკითხი საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. აკადემიკოსმა ნიკო მარმა შატბერდად მიიჩნია ართვინის ვილაიეთის სოფ. ფორთში არსებული გუმბათოვანი ტაძარი, თუმცა სხვა მეცნიერებმა იგი ხანძთის ტაძრად მიიჩნიეს. შატბერდის მონასტერი დააარსა გრიგოლ ხანძთელმა(IXს IIნახ), აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მკვლევარები: სოფრონ შატბერდელი IX-X ს-ში. Gაბრიელ შატბერდელი Xს-ში, მიქაელ მოდრეკილი Xს; იოანე ბერაი Xს-ში; დავით და იოანე ჯიბასძენი XIს-ის 70-იან წწ. მასში მოთავსებულია ქართული ისტორიოგრაფიის მნოშვნელოვანი ნაწარმოებები: ,,მოქცევა& ქართლისა&”(IXს) ადიშის ოთხთავი, ჯრუჭის ოთხთავი, პარხლის ოთხთავი, უდაბნოს მონასტრის მრავალთავნი და სხვა
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:58
ხანძთა
შუა საუკუნეების მონასტერი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულ სამხ. დას. საქართველოში, კლარჯეთში. დაარსა გრიგოლ ხანძთელმა. VIIს. დასასრულს ააგეს ხის ეკლესია. შემდგომ ხანაში ადგილობრივი ფეოდალის გაბრიელ დაფანჩულის მატერიალური დახმარებით დაიწყო ქვის ტაძრის მშენებლობა (ხუროთმოძღვარი – ამონა). ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა მშენებლობას დიდი მატერიალური სახსრები გამოუყო. მშენებლობა დაასრულა ერისთავთერისთავმა გურგენ IV-მ. საბოლოო სახე მიიღო 918-941 წწ-ში. ხანძთა თავიდანვე მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გახდა. მის ლიტერატურულ ტრადიციებზე აღიზარდნენ არსენ I (არსენ დიდი, არსენ საფარელი), ეფრემ მაწყვერელი, მაკარი ლეთეთელი. აქ მოღვაწეობდნენ მწერლები და კალიგრაფები გიორგი მერჩულე, მოსე ხანძთელი, სტეფანე და სხვა. ნიკო მარის მიხედვით ხანძთა უნდა იყოს მდინარე კარჩხალის ნაპირას მაღალ, ძნელმისადგომ კედელზე აგებული ნუკა-საყდარი, ახლანდელი ართვინის ვილაიეთი, თურქეთი. არსებობს მოსაზრება, რომ ხანძთა არის ართვინის ვილაიეთის სოფ. ფორთაში არსებული გუმბათოვანი ტაძარი.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:58
ათონის ივერთა მონასტერი ივირონი
ძვ. ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა ათონის მთაზე, ქალკედონიის ნახ. კუნძულზე. დაარსებულია 980-983 წწ. მისი შექმნა დაკავშირებულია იოანე მთაწმინდელისა და თორნიკე ერისთავის მოღვაწეობასთან. ამ უკანასკნელმა ბარდა სკლიაროსის ლაშქარის დამარცხების შემდეგ ხელთ იგდო დიდძალი ნადავლი, რომელიც ათონის ივერთა მონასტრის მშენებლობას მოახმარა. მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა. მონასტერი მალე არამარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთო ქართული სულიერი კულტურის მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმინდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმინდელი. მათი ხელმძღვანელობით X-Xი სს-ში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემეცნებითი საქმიანობა: დაიწერა ორიგინალური თხზულებები. ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები. მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართული და ბიზანტიური კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა ,,სიბრძნე ბალავრისი“. მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნოპბრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივია შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI ს-დან. XIII ს-დან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX ს. მთლიანად დაეპატრონენ მას. ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წ-ს მონასტერში 51 ქართველი იყო
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:58
ანჩისხატი
VI საუკუნეში აგებული ანჩისხახის ეკლესია მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, მტკვრის მარჯვენა მხარეს. იგი “მოქცევაი ქართლისაის” ქრონიკაში მოხსენიებული “მარიამ წმიდაი ეკლესიაი” უნდა იყოს, რომელიც ვახტანგ გორგასლის ძის, დაჩი უჯარმელის მეფობის დროს აუგიათ. სამნავიანი ბაზილიკა თლილი ქვითაა ნაშენი (თავდაპირველი ფენა). კედლების ზედა ნაწილები და ყველა შიდა ბოძი აგურისაა (XVII ს. რესტავრაცია). ეკლესია თაღების საშუალებით ნავებად იყოფა. აფსიდა, ნავებს შორის ამოყვანილი ერთ-ერთი თაღედი და ღია ლუნეტები დასევლეთისა და ჩრდილოეთის შესასვლელების თავზე ნავისებური ფორმისაა. თავდაპირველი სამი წყვილი ბოძისგან დღეს ორია შემორჩენილი.
“ანჩისხატი”ეკლესიას XVII საუკუნეში უწოდეს, როცა 1664 წელს, კლარჯეთში მაჰმადიან დამპყრობელთა დამკვიდრების შემდეგ, თბილისში ანჩის მონასტრიდან ჩამოიტანეს ქართული ოქრომქანდაკებლობის შედევრი, ბექა ოპიზარის მიერ მოჭედილი “მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი” (XII-XII სს.) და საპატრიარქოს საკათადედრო “ეკლესიასა ღვთისმშობლისასა”დაასვენეს.
1675 წელს დომენტი კათალიკოსმა აღადგინა ანჩისხატი და აქვე აგურის ორსართულიანი სამრეკლო ააგო. 1683 წელს ეკლესია ნიკოლოს კათალიკოსის თაოსნობით მოხატეს. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას დაზიანებული ეკლესია XIX საუკუნის დასაწყისში აღადგინეს. 1814 წელს კი ხელმეორედ მოხატეს. იმავე საუკუნის 70-იან წლებში ეკლესიას ახალი გუმბათი დაადგეს და მრავალსართულიანი სამრეკლო მიუშენეს. 1958-1964 წლებში, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარებისას, ეკლესიაში ნაგებობის უძველესი შრეები გამოჩნდა. ძეგლი ნაწილობრივ განთავისუფლდა გვიანდელი დანამატებისაგან: მოანგრიეს გუმბათი და სამრეკლო, მოიხსნა XIX საუკუნის შიდა კედლის მხატვრობის ნაწილი და ანჩისხატს დაახლოებით ისეთივე სახე დაუბრუნდა, როგორც XVII საუკუნეში ჰქონდა.
ერეკლე II-ის მეფობის დროს ანჩისხატთან დაარსდა აკადემია, რამაც სავანე კულტურულ-საგანმანათლებლო კერად აქცია. აქ გადაიწერა მრავალი ძველი ხელნაწერი, შეადგინეს ახალი ნუსხები, აღიზარდა სამეცნიერო-ლიტერატურული დარგის მოღვაწეები, განსაკუთრებით მესხიშვილთა ოჯახისა, რომელმაც არაერთი მწიგნობარი მისცა ქართულ კულტურას (ალექსი, დავითი, სოლომონი, ნიკოლოზი, გიორგი, ტარასი და სხვები).
იოანე ანჩელის მიერ ხოტბაშესხმული ,,გალობანი ანჩისხატისანი” და ბექა ოპიზარის მოჭედილი ,,მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი” არამარტო ანჩისხატის ეკლესიის, არამედ შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშებია.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:59
დავითგარეჯი
ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიეფურ-კულტურული ცენტრი. სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს თბილისის სამხრეთ აღმოსავლეთით 60-70 კმ-ზე ისტორიულ კუთხეში გარეჯის კლდოვან მთებში. დაარსებულია VI ს-ის I ნახევარში ერთ-ერთი ასურელი მამის წმონდა დავიტ გარეჯელის მიერ, იგი თავის მოწაფეს ლუკიანესთან ერთად მოვიდა გარეჯის უდაბნოში და დასახლდა პატარა ბუნებრივ მღვიმესი, ასე ჩაეყარა საფუძველი მინისტერს, რომელიც შემდგომ საუკუნეში ცნობილი გახდა წმ. დავითის ლავრის სახელით.
წმ. დავითის ლავრა, გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ცენტრი იყო დროთა ვითარებაში მას განშტოებები შეემატა, გარკვეულ პერიოდში მონასტერთან რიცხვმა თორმეტსაც მიაღწია. ამ ხანიდან უნდა იყოს შემორჩენილი სახელწოდება “გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი” შემდეგში თანდათან ჩამოყალიბდა შორი-შორს მდენარე გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსების ქსელი: წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეტრსენაკელები, დოდო რქა. უდაბნო, აღდგომის, ბერთუბანი, მღვიმე, ქოლაგირი, დიდი ქვაბები. წმინდა დავითის მონასტერთა საქმიანობა თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე საერთოდ კულტურულ ცხოვრებაში. XII ს დასაწყისში წმ. დავიტ IV აღმაშენებელმა, გარეჯის მონასტრები სამეფო საკუთრებად აქცია. ხელს უწყობდა მონასტრულ ცხოვრებას, მონასტრები გათავისუფლებული იყო სახელწიფო გადასახადისაგან. 1265 წ. მონღოლთა ლაშქარმა ბერქა ყაენის სარდლობით დაარბია და მოაოხრა მონასტრები და მისი მიდამოები. XIV ს ბოლოს თემურ ლენგის მრავალგზის ლაშქრობის დროს სამონასტრო ცხოვრება მოიშალა. 1424 წ. ალეხანდრე I-მა დიდმა დავიტ-გარეჯა მცხეთის სვეტიჩხოვლის საპატრიარქო ეკლესიას შესწირა. (1616-17 წ-ში) სპარსელთა ლაშქარმა დაარბია მინასტრები გაუქმდა 1639 წ. თეიმურაზ I-მა აღადგინა აქ სამონასტრო ცხოვრება. XVIII ს-ში კვლავ მეფის ხელდებული გახდა, მას ეკუთვნოდა ვრცელი მამულები და სოფლები. იქ მისახლე გლეხები სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ, მონასტერმა XIX ს დასასრულამდე იარსება.
სამონასტრო მშენებლობამ თავის მწვერვალს საქართველოს საერთო ეროვნულ და კულტირულ პოლიტიკური აღმავლობის დროს XII-XIII ს-ში მოჯნაზე მიაღწია, მონასტერში გამომუშავდა სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი წესი, ფრესკული მხატვრობის საკუთარი სკოლა.
ამ პერიოდის მონასტრების სახე მკვეთრად განსხვავდება ადრინდელი პერიოდის მონასტრებისაგან. მთავარ ეკლესიებსა და სატრაპეზოებში ადრინდელი უბრალოებისა და უშუალობის ნაცვლად ტავი იჩინა დიდებულებამ გრანდიოზულობამ.
გვიან ფეოდალურ ხანაში ცალკეული სამონასტრო კონპლექსები ურთიერთ შორის დაკავშირებული იყო საგიშაგო და სასიგნალო კოშკებით, რომლებმაც ჩვენამდე ნანგრევის სახით მიაღწია, საინტერესოა ბოლო საუკუნეების (XVII განსაკუთრებით XVIII ს) ცალკეული გამოქვაბულები, რომლებიც გაჯის ნაზერწში მორთულობითაა გაფორმებული და კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. სხვადასხვა დროს დავითის მინასტერში მოღვაწეობდნენ წმ. ონოფრე გარეჯელი, (XII ს) დემეტრე I, ონოფრე მაჭუტაძე, (XVII-XVIII სს მიჯნა) სულხან საბა ორბელიანი, ბესარიონ ბარათაშვილი (XVIII) Gაბრიელ საგინაშვილი (XVIII ც) წმ. Gაბრიელ მცირე და სხვა. გარეჯელი მოღვაწეები ეწეოდნენ შემოქმედებით შრომას ამრავლებდნენ ხელნაწერებს, ადგენდნენ კრებულებს, დახმარებას უწევდნენ კულტურის სხვა კერებს, დაცული იყო ხელნაწერთა მდიდარი ფონდი.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:59
დაბა
დაბაში არის XIV ს I ნახ. ერთნავიანი ეკლესია, რომლის ძირითადი სივრცე დანაწევრებულია ორი საბჯენი თაღით, აფსიდის ვიწრო სარკმლის ორსავ მხარეს, მაღალი თაღოვანი ნიშებია. შიგნით და გარეთ ეკლესიის კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, თანაბრად ნაწყობი კედლებით. ფასადები უხვადაა მოჩუქურთმებული. განსაკუთრებით გამოირჩევა დასავლეთის ფასადი, რონლის ფართო სწორკუთხედით მოჩარჩოებული ჩუქურთმებიანი პორტალი დამ ის თავზე მდებარე სარკმელი, ერთიან კომპოზიციას შეადგენენ. წარწერებში მოხსენიებულია მეფე გიორგი ბრწყინვალის (1314-46) მოლართუხუცესი. დაბის ეკლესია ტავისი ეპოქის საყურადღებო ხუროთმოძღვრული ძეგლია.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:59
იყალთო
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კილომეტრზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ წმ. ზენონმა,VIს-ში. იყალთო ქართ. კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად აქ არსენ იყალთოელს XI-XIIსს-ში აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. კომპლექსიდან შემორჩენილია სამი ეკლესია და სხვა და სხვა დანიშნულების ნაგებობები, მაშინდელი აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები.
ეკლესიათაგან მთავარია: VIII-IXსს. ფერისცვალების ეკლესია_,,ღვთაება”. იგი აგებულია იმ ძვ. ეკლესიის ადგილას სადაც დაკრძალულია წმ. მამა ზენონი. ასევე სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილიაVIს. გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIIIსს. მიჯნას მიეკუთვნება.
აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული ორი ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია.(24,5მX9მ). როგორც ჩანს ეს დარბაზი სამეცადინო შეკრებათათვის იყო განკუთვნილი. შენობა სტილითVIII-IXსს. ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:59
პარხალი
ძველი ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. ხუროთმოძღვრების ძეგლი. სამინასტრო კომპლექსი. ისტორიულად მდებარეობს ტაოში ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში, ლაზისტანის ანუ პონტის მთების აღმოსავლეთ ლალთებზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). პარხლის ეკლესია ააგო დავიტ III კურაპალატმა (აშენდა 971 წელზე ცოტა ადრე) ამ პერიოდში შატბერდის მონასთერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და მონასტერს შესწირა წმ. სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის (ხელნაწერთა ინსტიტუტში (A-1453) სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელი ( X-XI ს) პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი.
პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესიას და მასთან ერთად გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.
ბაზილიკის სუა ნავი მარალია და მკვეთრად გამოყოფილი. ფასადთა ჩუქურთმები აქ უკვე გარკვეულ როლს თამაშობს, ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები, გრეხილით მორთული კვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი. პარხლის ეკლესიის განსაკუთრებული თავისებურებაა შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც დანაწევრებულია დეკორატიული თაღედითა და შეწყვილებული ლოლვებით. დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით – მარაოსებრი სათაურებით სარკმლებს ზემოთ. ჯვრებით, დისკოებითა და სხვა. ამავე კედელზეა უამრავი წარწერა, რომელშიც მოხსენიებულნი არიან ის პირები, ვინც იღვაწა ძეგლის შესამკობად. ოსმალთა მიერ სამხრეთ საქართველოს დაპყრობის შემდეგ (XVI) ბაზილიკა მეჩეთად გადააკეთეს.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 12:59
ტბეთი
კულტურის კერა, რელიგიური ცენტრი შუა საუკუნეების საქართველოში. ისტორიული შავშეთი. ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე. სახელწოდება წარმოდგება მცირე ერებიდან. Xს. დასაწყისში ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა აქ საკათედრო ტაძარი ააგო და დანიშნა I ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი (ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი) XI ს-ში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისგან. ამიერიდან სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც_ შავშეთის ერისთაობაც უბოძა. ტბეთში გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტ. მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება ,,წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი”; იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები X ს-ში.. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავიტ ტბელი, იოანე ფუკარალის ძე (ორფე XI ს0ში), აბუსერიძე ტბელი და სხვა. ტბეთის ხელნაწერებიდან უმნიშვნელოვანესია ტბეთის სახარება (995 წ.), რომელიც ამჟამად ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება. შემორჩენილია აგრეთვე “ტბეთის სულთა მატიანის” ტექსტი (XII-XVII), რომელიც მდიდარ მასალას შეიცავს შავშეთისა და აჭარის ისტორიის, გეოგრაფიისა და საგვარეულოთა შესახებ. XXI ს-ის დასაწყისში ტბეთი მოინახულეს და არწერწს ქართული კულტურის მკვლევარებმა ნიკო მარმა და გიორგი ყაზბეგმა. ტაძარი ჯვარგუმბათიანია, მოხატულია ლაპიდრული და ფრესკული წარწერებით.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:00
ოპიზა
XIII ს-ის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი, მონასტერი. ძვ. ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა სამხ. საქართველოში, ისტ. კლარჯეთის ტერიტორიაზე. ოპიზაში სხვადასხვა დროს ცხოვბრობდნენ და შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდნენ გამოჩენილი ქართველი საეკლესიო მოღვაწენი და მწიგნობრები: გრიგოლ ხანძთელი, მიქაელ პარესელი, სერაპიონ ზარზმელი, გიორგი მაწყვერელი (IX-XIIსს), ათანასე ოპიზელი (XIს), იოანე ოპიზელი (XIIIს), ილარიონ ოპიზარი (XIIIს), ოქრომჭედლები ბუშქენ და ბექა ოპიზრები და სხვა.
ოპიზა უძველესი მონასტერთაგანია. იგი ერთ-ერთი პირველი აღადგინეს არაბთა შემოსევის შემდეგ ჯერ კიდევ VIIIს-ში. მონასტრის მთავარი ჯვარგუმბათოვანი ეკლესია აღმ. დას-ის მიმართულებით უჩვეულოდ დაგრძელებული ნაგებობაა. გუმბათი კედლის შვერილებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს უაფსიდო სამკვეთლო და სადიაკვანეა. დას-ის მკლავი მთლიან, დაუნაწევრებელ, გრძელ დარბაზს წარმოადგენს. შიგნით კედლები და გუმბათი შემოსილია თლილი ქვის კვადრებით. გუმბათი პანდატივებს ეყრდნობა, მაგრამ ტრომბებიც არის ჩასმული. ეს თავისებური გარდამავალი ჰიბრიდული კონსტრუქციაა. დას. მკლავის გრძივი კედლები საკმაოდ პლასტიკურადაა დანაწევრებული სამსაფეხურიანი კედლის სვეტებითა და თაღებით. ყურადღებას იპყრობს Xს. I ნახ-ში აღდგენილი გუმბათის ყელი. მას 12 წახნაგი აქვს და ყოველი მათგანი საკუთარი ფრონტონით არის აღჭურვილი, რის გამოც კარნიზი ჰორიზონტალურის ნაცვლად ტეხილი გამოდის, ხოლო სახურავი სანახევროდ გაშლილ ქოლგას ემსგავსება. ეს და აგრეთვე გუმბათის ყელის შეწყვილებულ ლივლივებზე დაყრდნობილი დეკორატიული თაღები მოწმობს დეკორატიულობისადმი ინტერესის გაძლიერებას. შენობის ფასადებიც, ისევე როგორც ინტერიერი, შემოსილია თლილი ქვით. ოპიზაში შემორჩენილია აგრეთვე მნიშვნელოვანი სამონასტრო შენობების ნაშთებიც. ერთი მათგანიც, დიდი სამნავიანი შენობა, როგორც ჩანს, სატრაპეზო იყო. საქართველოს ხელნაწერთა მუზეუმში დაცულია რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის პორტრეტით (IXს).
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:00
პეტრიწონის მონასტერი
პეტრიწონის მონასტერი – ბაჩკოვის მონასტერი. შუა საუკუნეების ქართული მონასტერი. კულტურულ-საგანმანათლებლო კერა საზღვარგარეთ – ბიზანტიის იმპერიაში (ახლანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე. რაიდოპის მთებში, ქ. ბლოვლივის მახლობლად სოფ. ბაჩკოვოში). 1083 წ. დაარსა ბიზანტიაში გამოჩენილმა პოლიტიკურმა და სამხედრო მოღვაწემ, ეროვნებით ქართველმა გრიგოლ ბაკურიანის ძემ. მანვე შეუდგინა მონასტერს ,,ტიპიკონი“ ქართულ და ბერძნულ ენებზე. კომპლექსში შედიოდა ღვთისმშობლის (მთავარი ტაძარი), იოანე ნათლისმცემლისა და წმ. გიორგის ეკლესიები, აგრეთვე საძვალე. პეტრიწონის მონასტრის ირგვლივ მდებარე მიწები და დასახლებები მის საკუთრებას შეადგენდნენ, რაც ხელს უწყობდა მონასტრის ეკონომიკურად გაძლიერებას და დაწინაურებას. ის იყო შუა საუკუნეების კულტურულ საგანმანათლებლო კერა – პატრიწონის სემინარია. იქაურ მწიგნობრულ საქმიანობას, ტრადციული აზრით თითქმის ოცი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა იოანე პეტრიწი, რომლის ლიტერატურულ-ფილოსოფიურმა სკოლამ კიდევ უფრო დაუახლოვა ქართული მწერლობა ბიზანტიურს. დოგმატური ფილოსოფიის წიგნების თარგმნითა და კომენტარებით დიდად შეუწყო ხელი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებას 1204წ. მონასტერი ჯვაროსნებმა დაარბიეს და გაძარცვეს. მიუხედავად ამისა, სამონასტრო ცხოვრება შემდგომ საუკუნეებშიც გრძელდებოდა. რუსეთ-თურქეთის ომის (1877-78) დროს რუსეთის არმიის ნაწილმა კაპიტან ჯორჯაძის მეთაურობით თურქთაგან დარბევას გადაარჩინა. გრიგოლ ბაკურიანის ძის დროინდელ ნაგებობათაგან შემორჩა მხოლოდ საძვალე, სხვა შენობები XVII ს-ში მთლიანად გადააკეთეს. საძვალე ფერდობზეა აშენებული. ამიტომ ქვემოდან ორსართულიანია, ზემოდან კი – ერთსართულიანი. საძვალის ფუნქციას ქვემო სართული ასრულებს. აქ მოთავსებულია აკლდამები. ზემო სართული ეკლესიაა. საძვალეში დაკრძალული არიან ძმები აბაზ და გრიგოლ ბაკურიანის ძენი. საძვალის კედელზე ორივე ძმის გამოსახულებაა. შემონახულია 1311 წ-ის ქართულწარწერიანი ღვთისმშობლის ხატი. მთავარი ეკლესიის გუმბათის ჯვარს ქართული წარწერა აქვს
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:00
ოშკი
ო შ კ ი – X ს. 50-60-იანი წწ. ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამონასტრო ცენტრი, ისტორიულ ტაოში, თორთუმისწყლის მარცხ. მაღალ ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). მთავარი ტაძრის გარდა შემონახულია სემინარია-სატრაპეზო და მცირე ეკლესიები. ოშკის ტაძარი აგებულია საგანგებოდ ამოყვანილ სუბსტრუქციაზე. რომელშიც სამარხებია მოწყობილი. ტაძრის სამხრ. კედლის წარწერიდან ჩანს, რომ დამფუძნებლები ყოფილან ტაოს მფლობელი ბაგრატიონები – ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით მაგისტროსი (იგივე დავით III დიდი კურაპალატი), ხოლო მშენებლობას ხელმძღვანელობდა გრიგოლი, რომელიც რელიეფურად არის გამოსახული სამხ. გალერიის ერთ-ერთ ბოძზე. ტაძრის გეგმა ჯვარისებრი მოხაზულობისაა. ნაგებობა წარმოადგენს ტეტრაკონქს, ე.ი. ჯვრის სამი მკლავი (აღმ. სამ. ჩრდ.) ნახევარწრიული აფსიდებით მთავრდება, მეოთხედი (დას) წაგრძელებულია და უაფსიდო. სამივე აფსიდის ერთსა და მეორე მხარეს 2 სართულად განლაგებულია დამატებითი სადგომები. ტაძრის ჯვრისებრი მოხაზულობა შენარჩუბულია გარედანაც, მაგრამ აფსიდების სიმრგვალე არ მჟღავნდება, ისინი მოქცეული არიან სწორკუთხა მკლავებში. მას. მკლავის სამხ. კედელს გასდევს ღია გალერეა, რომლის ორმწკრივად განლაგებული სვეტები შემკულია ჩუქურთმებითა და რელიეფებით. კარნიზი ტეხილია და ყოველი მალის თავზე ცალკე ფრონტონს ქმნის. ტაძარი სიდიდითა და პროპორციებით გამოირჩევა წინა ხანის ძეგლთაგან, იგი ახ. დროის ტიპიური ნაწარმოებია: კედლების სიმაღლე შენობის კორპუსის სიგანესთან შეფარდებით გაზრდილია, გუმბათის ყელი ამაღლებულია, წახნაგებმა ადგილი დაუთმო ცილინდრს, რომელიც ტეხილი ლილვებითა და დეკორატიული თაღებით 24 არედ არის დაყოფილი. გუმბათის ყელში 4-ის ნაცვლად 12 სარკმელია. ტაძარი უხვადაა შემკული ჩუქურთმებით, ხოლო რელიეფების სიმდიდრით ოშკს ერთ-ერთი უპირველესი ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქართულ ტაძართა შორის. ოშკის გარეგნული სახის ყველაზე დამახასიათებელი მოტივია სამგზის განმეორებული კომნპოზიცია 5 დეკორატიული თაღისა – აღმ., სამხრ. და ჩრდ. ფასადებზე, თაღებში ჩართულია ორ-ორი სამკუთხა ნიში. მორთულობის ეს სისტემა XI-XII სს-ში იქცა მრავალ გუმბათიანი ტაძრის აღმ. ფასადთა ტიპიურ კომპოზიციად. განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრ. ფასადი. აქ ფასადის შვერილი ნაწილის დეკორატიული თაღებისა და სახურავთა დაქანებული კალთების მოძრავი რიტმი გაცხოველებულია სამხრ. გალერეის კარნიზის კიდევ უფრო ცოცხალი რიტმით. შენობის მასები ამ მხარეს მკვეთრად ასიმეტრიულია. ოშკის ტაძრის მორთულობაში საკმაოდ ბევრია ადამიანის გამოსახულება. გამოხატულია, აგრეთვე ცხოველები. მრავალი მოტივი წინაქრისტიანული წარმოშობისაა, მაგრამ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნებართული. რელიეფების უმეტესობა განლაგებული გუმბათის ყელის ძირში, მედალიონებში, უფრო კი სარკმლების გარშემო. მათი განაწილება და არქიტ. ელემენტებთან ურთიერთობა მთლიანად გააზრებულია. ტაძრის შიგნით იქმნება სიდიადისა და ჰარმონიის შთაბეჭდილება. აქაც დიდი ადგილი უჭირავს ქვაზე ნაკვეთ მორთულობას, რაც X ს-თვის არის დამახასიათებელი. ჩუქურთმითაა დაფარული გუმბათქვეშა ბოძების მძლავრი, რთულად პროფილირებული ბაზისები და სვეტისთავები, სამხრ. გალერეის ვარსკვლავისებრი კამარები. მორთულობის შესრულების დონე მაღალია.
ოშკი კულტურულ-საგანმანათლებლო (ქართული) კერა იყო ტაოში. ჩვენამდე მოღწეული ოშკის მონასტერში შექმნილი ხელნაწერები. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ოშკის ბიბლია, რომელიც ამჟამად ათონის მთაზეა დაცული. ოშკში მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და მღვდელმთავრები: გრიგოლ ოშკელი (Xს), სტეფანე დეკანოზი (Xს), იოანე ჩირაი (Xს), ოშკის ბიბლიის გადამწერნი – მიქაელ **** ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე, გაბრიელ ოშკელი (XIს) და სხვა
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:00
შუამთა
ძველი შუამთა თელავიდან 7 კმ-ზე მდებარეობს. ხუროთმოძღვრულ ანსამბლში სამი ეკლესია შედის. V საუკუნის ბაზილიკა, რომელიც ქართული ქრისტიანული არქიტექტურის ადრეული საფეხურის ერთერთი საყურადღებო ნიმუშია; VII საუკუნეს მიეკუთვნება მცხეთის ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ეკლესია, რომელშიც აფსიდებისა და ბემების სიღრმე შემცირებულია, რის გამოც მთელი შენობის ფართობისა და მასის მიმართ გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ნათლად იხატება ტრომპების კონსტრუქცია. მესამეა მცირე გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აგრეთვე VII საუკუნისაა. ეს მინიატურული ნაგებობაც გეგმით ჯვრის ტიპისაა, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქ, კუთხის ოთახების ნაცვლად, რაკი აფსიდების წინ ბემები გაქრა, ეკლესიის თითქმის ორივე ღერძი ტოლია.
ძველი შუამთის ძეგლებს არ გააჩნიათ რაიმე მორთულობა, როგორც ეს კახეთის ძეგლებს ახასიათებს, არც წარწერები მოიძიება. სამივე ეკლესია რიყის ქვითაა ნაგები, კუთხეებისათვის კი შირიმია გამოყენებული.
XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. მის მახლობლად კახთა მეფე ლევან II-ის (1520-1574 წწ.) მეუღლემ, თინათინ გურიელის ასულმა, დააარსა შუამთის ახალი მონასტერი. აგურით ნაგები ეკლესია გეგმით ჯვარგუმბათოვანია, შიგნით მოხატული. შემონახულია ქტიტორების პორტრეტები. შემდგომში ეკლესია განაახლა ერეკლე II-მ. კომპლექსში შედის სამრეკლო და სხვა ნაგებობანი.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:00
სვეტიცხოველი
XI ს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, საპატრიარქო ტაძარი მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე მცხეთაში. სავეტიცხოველი ყველაზე დიდი ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV ს0ში, გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ. ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაჩ ლღემდე არ მოუღწევია. 1970-71 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ ვახტანგ გორგასალმა Vს-ის II ნახევარში. XI ს-ში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსაკიძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა სვეტიცხოვლის ტაძარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეში შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც სამკუთხედის აფსიდით არის დაბოლოვებული. საკურთხევლის ჩრდილოეთითა და სამხრეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიორს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილიბელი სხვა ორგანული ელემენტები, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს. ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვქმდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავებით გადახურული სადგომი. ფასადების მორთულობაში გამოყენებულია ძირითადი კედლის დეკორატიული თაღებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა. აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუზველსაც ხუთი დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გადაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლოქრომული ეფექტიც. ზირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკასა წიტელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყელით.
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით. ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და ორი ანგელოზი აქეთ0იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია. შვეტიცხოვლის ზველი კედლის მხატვრობა არ გადარჩენილა. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII ს-საც იყოს. განახლებულია XIX ს-ში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით საკუთრივ “სვეტის” (კოშკისებური ნაგებობის) XVII ს მიწურულის მხატვრობა, ღომელშიც ქართლის მოქცევის ეპიზოდებია გადმოცემული. (მოხატვის ხელმძღვანელი მხატვარი გრიგოლ გულჯავარსსვილი, მოტივე ნიკოლოზ კათალიკოსი.) გარედან ბევრი რამ არის შეცვლილი. გუმბათის ყელი და ფასადთა პერანგის ნაწილი (რომელიც მწვანე ქვით არის მოპირკეთებული) XV ს-ის I ნახევარს მიეკითვნება რესტავრირებულია ალექსანდე I დიდის მიერ. თემურ ლენგის შემოსევათა დროს ტაძრის ძლიერი დაზიანების შემდეგ ზოგი რელიეფური გამოსახულება გადაადგილებულია. არის XVII ს-ის ჩანართებიც მაგრამ ამ რესტავრაციებს არ დაურღვევია შენობის ძირითადი ფორმები და პროპორციები.
ტაძარი გარშემორტყმულია გალავნით, რომელიც გეგმით კადრატს უახლოვდება. გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II-ს ბრძანებით (ამის შესახებ საუბარია სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილ მხედრულ წარწერწბში). ყორე ქვით ნაგები ძველი ნაწილები ჩართულია ახალო რიყის ქვით ნაგებ გალავანში. კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. ორიარუსიანი გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა. ზედა ნაწილს გასდევს საბრძოლო ბილიკი, რომლის დონეზედაც სათოფურები და სალოდეებია განლაგებული. გალავანი ერთნაირი სიმაღლის ექვსცილინდრული და ორი ოთხკუთხა კოშკი აქვს. შესასვლელი ჭიშკარი სამხრეთ კედელშია, ხოლო დასავლეთ მხარეს სამკვეთლო და XI ს-ის კარიბჭეა – მაშინდელი ქართული საერო არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში. 1964-65 წლების რესტავრაციის შემდეგ კარიბჭეს პირვანდელი სახე დაუბრუნდა (არქიტექტორ ნ. ჩუბინიშვილისა და ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით; მთავარი კონსულტანტი გ. ჩუბინიშვილი) გალავნის კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ქვეშ 1963-64 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა მელქისედეკ კათალიკოსის სასახლის ნაშთი. (XIს) ტაძრის ეზოში გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში ანტონ II კათალიკოსის ორსართულიანი სასახლეა. (XVIII ს დასასრული). იგი მთლიანად გადაკეთებულია.. (ამჟამად მცხეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი).
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:01
ბანა
საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიული ტაოს ტერიტორიაზე. ჭოროხის ხეობაში, მდინარე ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად მოქცეულია თურქეთის საზღვრებში “ფანაკის” სახელწოდებით. VII ს-ის სუა წლებში აქ ააშენეს დიდი ტაზარი. Aდრიანე II-ის დროს (881-923) დაარსდა ბანის საეპისკოპოსო, ხოლო ტაძარი გადაკეთდა. ზოგჯერ ბაგრატიონ მეფეთა სამყოფი იყო. X-XII ს-ში ბანაში მოღვაწე ზაქარია ბანელის თაოსნობით ბევრი ძვირფასი ხელნაწერი შეიქმნა.
ბანის ტაძარი ზველი ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლია. დიდი ზომის მარალ ტეტრაკონქს გარს ეკვრის თითქმის 40 მ დიამეტრიც მრავალწახნაგა გარსშემოსავლელი. შუაში აღმართულია ცილინდრული გუმბათის ყელი. ტეტრაქონკის მკლავებს შორის განკაგებულია გუმბათქვეშა ბურჯები – პილონები, სადაც სამ იარუსად მოწყობილი სადგომებია (პატრონიკენი), ხოლო ოთხივე აბსიდის ქვემოთა ნაწილი, ჩვეულებრივი მთლიანი კედლის ნაცვლად, გამწოლი თარებით გარშემოსასვლელისაკენ იხსნება. შენობის მთელი სიმაღლე 30 მ. აღემატებს. თაზრის ხუროთმოძღვრული დეტალები და მორთულობა ოსტატობითა და მაღალმხატვრულობით გამოირჩევა. აფსიდიებისა და პატრონიკეთა მალებში მოთავსებული მრგვალი სვეტები შემკულია ფოლიეტებიანი სვეტისთავებით. ფასადის მთელ პერიმეტერს მოსდევს დეკორატიული თაღები, თარებს ზემოთ კი მცენარეული ჩუქურთმებია.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:01
მცხეთის ჯვარი
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი. იგი მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. კომპლექსში შედის: მცირე ეკლესია, დიდი ეკლესია, გალავანი და სხვა ნაგებობები.
IVს-ის 30-იან წლებში აქ, ღია ცის ქვეშ, აღუმართავთ ხის დიდი ჯვარი-სიმბოლო ახლად მიღებული ქრისტიანული სარწმუნოებისა. ქართლის პირველმა ერისთავმა გუარამმა(545-586წწ) ხის ჯვრის ჩრდილოეთით დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. ეს იყო ჯვრის მცირე ეკლესია. VI-VIIსს-ში. კი აიგო დიდი ეკლესია.
ჯვრის მცირე ეკლესია, მდებარეობს დიდი ტაძრის ჩრდ-ით. აგებულია VIს-ის II ნახევარში. მისასვლელი მხოლოდ აღმოსავლეთიდანაა. გეგმით ჯვაროვანი, გარედან სადა, სწორკუთხა მოხაზულობის დარბაზული ტიპის მცირ ენაგებობაა. (8,3X5,5მ). ნაშენია კარგად გათლილი, მომწვანო ფერის ქვიშაქვის დიდი კვადრებით. იგი გადახურული ყოფილა ჯვაროვანი კამარით. ჯვრის მკლავები ცილინდრული კამარებითაა გადახურული. აღმ. და დას. მკლავები შედარებით დაგრძელებულია. აღმ.-ით ნახევარწრიული აფსიდაა განური ბემით. ნაგებობას სამხრ-ით და ჩრდ-ით ეკვრის კარიბჭეები. სამხ-ის კარიბჭე მცირე და დიდ ტაძრებს აერთებს. ჩრდ-ის კარიბჭიდან ეკლესიაში შესასვლელი თაღოვანია. მოგვიანებით აღმ-ით კარიბჭისათვის მიუშენებიათ აფსიდა. ამ სახით იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ეგვტერს, რომლის დას. კედელში სარკმელია. კარიბჭის ნახევარსვეტებს პროფილირებული ბაზისები და კოვზისებრი ორნამენტით შეკრული კაპიტელები ამშვენებს. სატრაპეზო გამოკვეთილია ერთი მთლიანი ქვისაგან. ეკლესია დგას მაღალ, თლილი ქვით ნაგებ სუბსტრუქციაზე, რომელიც შენობას საზეიმო იერს აძლევს. სუბსტრუქცია დას. მხარეს გახსნილია, ხოლო სამხ-ით მთლიანად დახურული. ეკლესიაში ოთხი სამარხია. მათგან უცვლელად მხოლოდ სამხრეთისამ მოაღწია.
ჯვრის დიდი ტაძარი_ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა.(20,2X16,5მ). იგი სიმაღლით 25მ. არ აღემატება. თარიღდება 586/87წწ-ით. ფასადები და შიდა პირი ამოყვანილია ღია ვარდისფერი, ზოგ ადგილას კი მუქი ღვინისფერი კარგად გათლილი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. ტაძარი აღმართულია მოსწორებულ, სწორკუთხა მოედანზე. აქვს ორსაფეხურიანი ცოკოლი. ტაძარში შესასვლელი სამხ.-დან და ჩრდ-დანაა. ტაძრის გეგმის საფუძველი არის ტეტრაკონქი. რომლის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც ეყრდნობა აფსადების შვერილებს.
გუმბათქვეშა კვადრატიან წრეზე გადასვლა ხდება 3 წყობად განლაგებული ტრომპების საშუალებით. ოთხი ძირითადი ტრომპის ზემოთ, მცირე ტრომპების რიგებია. უკანასკნელი რიგით შექმნილი 32 წახნაგი გუმბათის წრის საფუძველია გუმბათის ნახევარსფეროს ცენტრში გამოსახულია რელიეფური ჯვარი, რომელსაც მხატვრული და კონსტრუქციული დანიშნულება აქვს. გუმბათქვეშა სივრცე ორმხრივ გახსნილია აფსიდებით, რომელნიც გეგმაში ჯვარს ქმნიან.
იატაკი მოგებულია ქვის კვადრებით, აღმოსავლეთის აფსიდა იატაკის დონიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. აფსიდის შუა ნაწილში, კედელთან დგას სატრაპეზო ქვა, რომლის ოეივე მხარეს კედლის გაყოლებით ქვის ჩამოსაჯდომებია. თაძრის ცენტრში დგას რვაწახნაგა, მოგვიანებით გადაკეთებული ნაგებობა, იგი წარმოადგენდა საკურთხევლისწინა ჯვრის პორტამენტს, რომლის წყობაში ჩართული იყო წარწერიანი ქვა. წარწერაში მოხსენიებულნი არიან ტაძრის კტიტორები. ეს ქვა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
თავდაპირველად ტაძარი მოხატული იყო. სავარაუდოა, რომ საკურთხევლის კონქი მორთული იყო მოზაიკით. მხატვრობის შემორჩენილი მცირე ფრაგმენტები მოწმობენ, რომ იგი მოგვიანებით მოუხატავთ. აღმოსავლეთი ფასადის ცენტრალური შვერილის ყოველ წახნაგზე თითო სარკმელია. სამივე სარკმელი გაერთიანებულია საერთო მოჩუქურთმებული სათაურით. სარკმლების თავზე კტიტორთა სამი რელიეფური გამოსახულებაა. აღმოსავლეთი და სამხრეთ ფასადზე არის წარწერები, რომელიც ქართული ეპიგრაფიკის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელი ტიმპანი მორთულია რელიეფით, რომელზეც ჯვრის ამაღლების სცენაა გამოსახული.
ჯვრის დიდი ტაძრის არქიტექტურამ სათავე დაუდო “ჯვრის ტიპის” ტაძრის მშენებლობას საქართველოში. ჯვრის მონასტერყ არის კლასიკური სტილის ნაწარმი, ნიმუში, ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურის განვითარების პირველი მაღალი ეტაპის მხატვრულად სავსებით დასრულებული ნაწარმოებისა, რომელსაც უდიდესი როლი ენიჭება ქართულ ხუროთმოძღვრებაში.
მცხეთის ჯვრის კომპლექსს სამი მხრიდან გალავანი ერტყა.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:01
ხახული
ხახული შუა საუკუნეების მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერა ისტორიულად სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდებარეობს თორთუმისწყლის ერთ ერთ გვერდითა ხეობაში, Mდინარე ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დაარსა დავიტ III კურაპალატმა (X ს-ის II ნახევარში). თანდათან მონასტრის მომიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი – ეკონომიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელ ბანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი “ხახოს ხეობად” ზოგჯერ კი “იშხანის” სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა) ხახულში შეიქმნა მზლავრი ლიტერატურული კერა, აქ მოღვაწეობდნწნ მწიგნობრები და კალიგრაფები. იოანე ხახულელი (X-XI ს), დავიტ თბილელი (XI) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმინდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი მემკვიდრეობიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI ს-ში ხახული ქართლის კათალიკოსის საგამგებლოში სედიოდა. XVI საუკუნეშივე, ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტეროტორიების დაპყრობის შემდეგ ხახულის მონასტერყ მოწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.
ხახულის მონასტრის (გრძელი) დიდი გუმბათიანი ეკლესია, გეგმით ჯვარისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და 2 თავისუFლად მდგომ ბოძს ეყრდობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ “ნავად” იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარე ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოვებული თითო სათავსოა. ტაძარი მდიდრულად მორთულია ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი სემკულია გრეხილი შეწყვილებული ლოლვებით და მათზე დაყრდნობილი თარებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთის სეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი პერის ქვით გამოყვანილი რადიალურად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაქებშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული ტაღით, რომლის ზედაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაზარი შიგნიდანაც უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთის მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა) შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომწედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები – XII ს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კარედი. ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი XI ს-ის დასასრულს განეკუთვნება.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:01
წყაროსთავი
შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, კულტურის კერა, საეპისკოპოსო კათედრადი სამხ. საქართველოში, ჯავახეთში, კარწახის (ხოზაფინის) ტბის მახლობლად. მემატიანე ჯუანშერის ცნობით, ტაძარი ააგო მეფე ვახტანგ I გორგასლის ძემ – მირდატმა. წყაროს თავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში; მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მტკვრის აღმოსავლეთით: არტაანიდან ყარსის მთამდე და ხავეთამდე. ამჟამად ძეგლი აღარ არსებობს, 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს. წყაროსთავი წარმოადგენდა VIს. ბაზილიკას, რომელიც Xს. შუა ხანებში ან II ნახევარში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად. გეგმაში დას. ნაწილში ოთკუთხა და რვაკუთხა ბოძების 3 წყვილით დაყოფილი სამი ნავით ჰქონდა. აღმ. ნაწილში 3 მკლავი იყო. აქედან აღმ. მკლავს საკურთხევლის აფსიდით დასრულებული ღრმა ბემა ჰქონდა. სამხ. და ჩრდ. მკლავები უაფსიდო იყო. სამივე მკლავი გუმბათქვეშა კვადრატს ეკვროდა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სათავსოები იყო, ხოლო სამხრეთით და დას-თაღებით გახსნილი გალერეა. მთელი ტაძარი შემოსილი იყო სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილ 4 სარკმელს გარედან შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღები ამკობდა. სარკმელის სათაურები სადა იყო, უსარკმელო სიბრტყეები გუმბათის ყელზე-კვეთილი ორნამენტითა და ჯვრის გამოსახულებით შემკული, თაღების შეერთების ადგილზე მოთავსებული იყო ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა რელიეფური გამოსახულებანი. აღმ. ფასადზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:02
სინას მთა
ძველი ქართული მწიგნობრული კერა საზღვარგარეთ. მდებარეობს არაბეთის ნახ. კუნძულის, სინის ნახევარკუნძულის სამხ. სექტორში. სინას მთის ,,წმ. ეკატერინეს“ მონასტერში უძველესი დროიდან მოღვაწეობდნენ ბერძნები, სირიელები, ქრისტიანი არაბები, ქართველები და სხვა. იქ დაცულია ბიზანტიური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია. მონასტერში შექმნილი უძველესი ქრისტიანული ხატები (VIს) შესრულების ტექნიკითა და გამოსახველობით ენათესავება ფაიუმურ პორტრეტებს. თითო-ოროლად ქართველი სინას მთაზე VI ს-დან ცხოვრობდა, ქართული სათვისტომო კი IX ს-ში დაარსდა. X ს-ში არაბთა ძალმომრეობით შეწუხებულმა და პალესტინის სავანეებიდან აქ გადახვეწილმა (საბა წმიდა, ბალავრა და სხვა) ქართველმა ბერებმა სინას მთაზე მწერლობის მძლავრი კერა შექმნეს. ისინი არსებითად პალესტინის ქართულ კულტურულ ტრადიციებს აგრძელებდნენ. იქ საქმიანობდნენ მწიგნობრები, პოეტები, კალიგრაფები, წიგნთა მმოსველები (იოანე მინჩხი, იოანე ზოსიძე, იოანე კუმურდოელი, მიქაელ კათამონელი, კვირიაკე მიძანძორელი, ეზრა ქობულეანისძე და სხვა) მათი ერთობლივი მოღვაეწობის შედეგად შეიქმნა უაღრესად მდიდარი და მრავალფეროვანი წიგნსაცავი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს იქაურ ქართველთა მრავალფეროვან ინტერესებს. X ს-ში მათ ჰქონდათ არა მხოლოდ ბიბლიოთეკა, არამედ სამკითხველო დარბაზი და სპეციალური კატალოგიც. სინას მთის ხელნაწერებიდან ზოგი დღესაც იქ არის დაცული, ზოგი კი თბილისში, ლენინგრადში, პრაღის, აშშ-ისა და სხვა ბიბლიოთეკებში ინახება.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:02
ჯვრის მონასტერი იერუსალიმში
შუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში. დაარსა ქართველმა მოღვაწემ გიორგი პროხორე შავშელმა საქართველოს სამეფო კარის მხარდაჭერითა და დახმარებით XI ს. 30-50-იან წლებში. მდებარეობდა იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით (ახლა ქალაქის გაზრდის გამო მის ფარგლებში). გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისაგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც თითქოს ქრისტე აცვეს. ჟვრის მონასტერი ქართულ სავანეთა აღიარებული ცენტრი გახდა. 1071 წ-ს იერუსალიმის აღებისას, მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს თურქ-სელჩუკებმა. XII ს-ში მეფე დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ად-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ (1187წ) მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213წწ) არაერთხელ გაუწიეს დახმარება, ხოლო 1192წ-ს საგანგებო ელჩობა მიავლინეს მისი მატერიალური და უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. საქართველოს სამხ. – პოლიტ და ეკონ. პოტენცია მნიშვნელოვნად განაპირობებდა ჯვრის მონასტრის პრივილეგიების შენარჩუნებასა და მის შემდგომ დაწინაურებას. 1273წ-ს მეფე დავით VIII-ის მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. მონასტერი აღადგინეს და განაახლეს. 1400 წ-ს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV ს-ში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა. მონასტერში აღმშენებლობითი საქმიანობა გააჩაღა სერაპიონ კუმურდოელმა. 1516 წ-დან მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობნრივ შეეკვეცა უფლებები. XVII ს-ში ქართველთა ყურადღება ჯვრის მონასტრისადმი გაიზარდა. 40-იან წლებში აქ დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა (ნიკიფორე ირბახი). სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის მატერიალური დახმარებით შეაკეთა მთავარი ტაძარი. მოახატვინა კედლები, გუმბათი და სხვა., 1684 დავალიანებული მონასტერი დაიხსნა ქართლის მეფე გიორგი XI-მ. XVII ს-ის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 წ. აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა, რომელიც 1908 წლამდე მოქმედებდა. ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს 1948-58 წწ-ში ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა მონასტრის ტერიტორიაზე.
1960 ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია.
ჯვრის მონასტერში დაარსებისთანავე გაიშალა ლიტერატურულ-საგანმანათლებლო მუშაობა, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი-პროხორემ წამოიწყო. აქ მოღვაწეობნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: მიქაელ დვალი, იოანე დვალი. შავი იოანე, გაბრიელ საყვარელი (XIს), მიქაელ გვირგენის ძე (XIIს). გადმოცემით, აქ მოღვაწეობდა შოთა რუსთაველიც (მთავარ ტაძარში სვეტზე შემონახულია მისი ფრესკული პორტრეტი, XII-XIII სს. მიჯნ.). ჯვრის მონასტერში შეიქმნა უცნობ ავტორთა ჰაგიოგრაფიული თხზულებანი ,,პროხორეს ცხოვრება“, ,,ლუკას წამება“, ,,ნიკოლოზ დვალის მარტვილობა“ და სხვა. შედგა კრებულები, გამრავლდა ხელნაწერები.
ჯვრის მონასტერი მაღალი ზღუდით შემოვლებული ხუროთმოძღვრული კომპლექსია. ზღუდის შიგნით სამ და ოთხსართულიანი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებია. მთავარი ტაძრის გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტზე ამოყვანილ თაღებს.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:02
ვანის ქვაბები
ვანის ქვაბების გამოქვაბულთა კომპლექსი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშია. იგი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ვანის ქვაბები მეუდაბნოეობის ხანაშია დაარსებული. ამ უძველეს ქვაბთა ჯგუფში დღემდე დაცული ეკლესია VIII საუკუნით თარიღდება.
IX-XI საუკუნეებში უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ტაძარი და ქვაბსენაკების ახალი ჯგუფი გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნეში, 1191 წლამდე, ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი იყო. 1191-1204 წლეებსი ვანის ქვაბები მეფის ხელში გადავიდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213წწ.) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლეებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმინდა გიორგის ტაძარი, მის გვერდით ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბებს 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიპიკონი “ვაჰანის ქვაბთა განგება”. 1256-1283 წლებში ააშენეს წმინდა გიორგის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა. XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა დაარბიეს ეს ადგილები, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა.
ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები, და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია სამი ტრასის წყალსადენი და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები.ოვალური კლდის უბეში ტერასულადგანლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიდა ეზოს ქმნიან, კომპლექსის ცენტრია წმინდა გიორგის გუმბათოვანი ტაძარი, მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვეა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. იმავე ტერასაზე, კარიბჭის ჩრდილოეთით, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასაზე, ქვაბსამარხი და ქვის სახლები სამ სართულადაა განლაგებული. სამონასტრო ანსამბლში, სამონაზვნო სენაკებს შორის, სემორჩენილია შემდეგდროინდელი საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე სადგომები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიგრაფიკული ძეგლები, მათ შორის იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა. ვანის ქვაბების დასავლეთით, მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. აღსანიშნავია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნამუშევრები, მათ შორის სამი ვერცხლის თასი.
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. კლდეში ჩაშენებული პატარა ეკლესიის ბოლო სართულის კედლებზე შემორჩენილია XV საუკუნის მეორე ნახევარში აქ შეხიზნულ ქალთა მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები, რომელთა ავტორები არიან: გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი და სახვანი. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება ლექსებიც. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძველი ქართული პოეზიის ნიმუშები: ფრაგმენტი “ვეფხისტყაოსნიდან”- ორი სტროფი ნესტანის წერილისა და “როსტომიანის” ერთი სტროფი (ამ ნაწარმოებთა უძველესი ნიმუშები), სასულიერო და საერო ხასიათის პოეზია, აქვეა ლირიკული და ხალხური ლექსებიც. წარწერებში აღბეჭდილია იმჟამინდელ ქართველთა ლიტერატურული და კულტურული დონე.
AL|CaPoNe
Jul 2 2007, 13:03
ნეკრესი
ნეკრესის მონასტერი ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, მთის ფერდობზე მდებარეობს. ისტორიული ქალაქი მეფე ფარნაჯომმა დააარსა (ძველი წელთაღრიცხვით II-I საუკუნეები). IV საუკუნეში კი მეფე ორდატმა აქ ეკლესია ააგო, სადაც VI საუკუნეში ერთერთი ასურელი მამა აბიბოსი დამკვიდრდა. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. ნეკრესს იმთავითვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიის მთიანეთზე.
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ხუროთმოძღვრების რამდენიმე ეგლს აერთიანებს. IV საუკუნის მეორე ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათა შორის. მონასტრის დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, რომელიც გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის საკურთხეველი სამნაწილიანია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთითა და სამხრეთით გვერდითი შესასვლელებია. VII-IX საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებებით გამოირჩევა. გიორგი ჩუბინიშვილი, ვაჩნაძიანთ ყველეწმინდის მსგავსად, მას სამეკლესიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს მხოლოდ ერთი შვერილი, გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდა აქვს. ეკლესიას სამი მხრიდან გარშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთითა და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. VII-IX სს-ში აგებული ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (ახალი ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.
ნეკრესის მოწესენი ლიტერატურულ ასპარეზზე მოღვაწეობდნენ. უცნობი ნეკრესელის დაწერილი უნდა იყოს ,,აბიბოს ნეკრესელის წამების“ მეტაფრაზული რედაქცია (XII ს.). აქ მოღვაწეობდა მღვდელმთავარი იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), რომელმაც ხელნაწერები გაამრავლა, ხოლო დოსითეოზ ჩერქეზიშვილი თარგმნიდა ფილოსოფიურ თხზულებებს და ხელნაწერებსაც ამრავლებდა. მან ნეკრესში პირველდაწყებითი სკოლაც დააარსა. ამავე ხანის ნეკრესის მოღვაწეთაგან გამოირჩევა მღვდელმთავარი ამბროსი მიქაძე, რომელმაც შეთხზა ლექსები, შეადგინა კრებულები, დაწერა ქადაგებანი.