Help - Search - Members - Calendar
Full Version: ქართველი წმინდანები
GeoTorrents.com > საერთო ფორუმი > რელიგია
Pages: 1, 2
AL|CaPoNe
მოციქულთასწორი ნინო, ქართველთა განმანათლებელი (IV ს.)

ხსენება 14 (27) იანვარი

წმიდა ნინო დაიბადა, კაბადოკიის ქალაქ კოლასტრეში 308 წელს. ნინო სახელგანთქმული მშობლების, რომის მხედართმთავრის ზაბულონის და იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის დის, სოსანას (მათი ცხოვრება იხ. 20 (2. VI) მაისს) ერთადერთი ასული იყო. როდესაც ნინოს თორმეტი წელი შეუსრულდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადასახლდნენ. წმიდა ქალაქში მისვლის შემდეგ ნინოს მამამ, ზაბულონმა მონაზვნად აღკვეცა გადაწყვიტა, გამოემშვიდობა ოჯახს და იორდანის უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქმრის წასვლის შემდეგ სოსანა იერუსალიმის პატრიარქმა იუბენალმა დიაკონისად აკურთხა, ნინო კი აღსაზრდელად მისცა მოხუც ქალს, სარა ნიაფორს. აღმზრდელი ქრისტიანულად ზრდიდა ნინოს, უამბობდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრებისა და წამების ამბავს. უამბო ცხოველმყოფელი ჯვრის შესახებ, რომელიც იერუსალიმში იყო დამარხული და რომლის ადგილსამყოფელიც იმ დროისათვის არავინ იცოდა. უამბო იესუ ქრისტეს კვართის შესახებ, რომელიც "ხუდა წილითა მით ჩრდილოელთა მცხეთელთა მოქალაქეთა".

ეფესოდან იერუსალიმში ჩამოსული ელენე დედოფლის მსახური ქალისგან შეიტყო წმიდა ნინომ რომ დედოფალს "აქუს დიდი წადიერება ქრისტეს სჯულისა და ნათლობისათვის" და გადაწყვიტა დედოფლათან წასულიყო რომში და შემდგომ ქართლის ქვეყანაშიც განემტკიცებინა ქრისტეს სარწმუნოება.

პატრიარქმა იუბენალმა აღსავლის კარებთან დააყენა დისწული, ხელი დაადო თავზე და უფალს შეჰღაღადა: "უფალო, ღმერთო მარადისობისაო, შეგავედრებ ობოლსა შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ მას ქადაგებად ღვთაებისა შენისათა, რათა ახაროს აღდგომა შენი და სადაც სასურველი იყოს შენთვის მიმოსვლა და ქადაგება მისი, ექმენ, ქრისტე ღმერთო, მას მეგზურად, ნავთსადგურად, მოძღვრად და ენის შემაცნებელად ისე, ვითარცა იქმოდი ამას წინამორბედთა, მოშიშთა სახელისა შენისათა მიმართ".

რომში ჩასული ნინო შეხვდა მეფის ნათესავს რიფსიმეს და მის დედამძუძე გაიანეს, რომლებიც ქრისტეს სჯულზე მოაქცია. ამ დროს რომის იმპერატორი იყო ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი დიოკლეტიანე. მას მოეწონა რიფსიმე და გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი. ქალწულები მიხვდნენ, რომ ეს მტრის ფარული ხრიკები იყო, კერპთა თაყვანისმცემელი მეფე ვერ იქნებოდა შესაფერი მეუღლე ქრისტიანი ქალისა.

წმიდა ნინო, რიფსიმე, გაიანე და მათთან ერთად ორმოცდაათი ქალწული სომხეთში გაიქცნენ. დიოკლეტიანემ მალემსრბოლები აფრინა ლტოლვილთა მოსაძიებლად, შემდეგ თრდატ სომეხთა მეფეს გაუგზავნა ეპისტოლე და უბრძანა: "მოიძიე იგი და რა იპოვნო, მხლებელნი მისნი სიკვდილით მოაკვდინე, ხოლო თვით ის, სახელად რიფსიმე, მე გამომიგზავნე. და თუ შენ გთნდეს, შენთვის დაიგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა მსგავსი იონთა ქვეყანაში”.

თრდატ მეფემ იპოვა ქალები, მოიხიბლა რიფსიმეს სილამაზით და მისი ცოლად შერთვა განიზრახა. წმიდანი არ დაემორჩილა მეფის სურვილს, რისთვისაც თრდატმა აწამა იგი დედამძუძე გაიანესა და სხვა ორმოცდაათ ქალწულთან ერთად. წმიდა ნინო ვარდის ბუჩქებში დაიმალა. უფალი სხვა ღვაწლისთვის ამზადებდა მისი სიყვარულით ანთებულ ქალწულს.

წმიდა ნინო მცხეთისაკენ გამოემართა, ივნისის თვე იყო როცა წმიდანი ფარვანის ტბას მიადგა. "ხოლო მოხედნა რა მუნით და იხილა მთანი ჩრდილოსანი: რამეთუ დღეთა მათ ზაფხულისათა იყვნეს სავსენი თოვლით და ჰაერითა სასტიკითა". ნინომ მეთევზურთაგან ითხოვა საზრდელი და გაიცნო მწყემსები, რომლებიც არმაზისა და ზადენის კერპებს აღუთქუმიდეს შესაწირავთა: "ოდენ მოვიდეთ მშვიდობით", "რომლისა სოფლისანი ხარ"? ჰკითხა მათ ნინომ, მწყემსებმა ახლო სოფლები დაუსახელეს დილისა ქალაქისა მცხეთისანი, სადა ღმერთები ღმერთობენ და მეფენი მეფობენ... ერთმა მათგანმა "ესრეთ-ოდენ აუწყა, რომელ მდინარე გასდის ტბასა ამას მცხეთის მისვლად".

წმიდა ნინომ მდინარის სათავესთან "დაიდო ლოდი სასთუმალად დაწვა და დაიძინა". ჩვენებაში წმიდანმა იხილა კაცი რომელმაც მას წიგნი მიაწოდა და ჰრქუა: "მიართუ ესე მცხეთის მეფეს მას წარმართთასა" შეშინებულმა ნინომ უარი შეჰკადრა, მაგრამ დარწმუნდა რა რომ "ზეცით იყო ჩუენებით იგი, და აღიხილა ზეცად და ხვალისაგან ითხოვა შეწევნაი მისი".

წმიდა ნინო მდინარეს გამოჰყვა _ "მიუდგა გზათა ძნელთა და ფიცხელთა, ნახნა ჭირნი დიდნი გზათაგან და შიში დიდი მხეცთაგან", ნინომ ურბისამდე მოაღწია "სადა-იგი იხილა ერი უცხოთა თესლთა ღმერთთა მსახური; რამეთუ ცეცხლსა, ქვათა, და ძელთა ღმერთად თაყუანის-ცემდეს". ნინო იქ მცხოვრებ ებრაელებთან დარჩა მთელი თვე. შემდეგ ნინო თან გაჰყვა მცხეთაში სავაჭროდ და "ზორვად წინაშე არმაზ ღმრთისა მათისა" წასულ ხალხს.

მცხეთაში ნინომ იხილა მოგვთა სიმრავლე და ხალხის ცთომა "და ტიროდა ნინო წარწყმედასა მას ზედა მათსა".

საშინელი სანახაობა დახვდა იქ წმიდანს: მეფე, მთავარნი და ყოველი ერი შიშით ძრწოდა კერპთა წინაშე. შეწუხდა ქალწული: "უფალო, მოხედენ წყალობით ამათ ზედა ნათესავთა…, რათა ყოველმან ერმან მხოლოსა ღმერთსა თაყვანის გცენ იესოს მიერ ძისა შენისა",_ შეჰღაღადა მან ღმერთს. დაბერა საშინელმა ქარმა, წამოვიდა სეტყვა და შეიმუსრა კერპები. შეშინებული ხალხი სხვადასხვა მხარეს გაიფანტა.

წმიდა ნინო სამეფო ბაღში დასახლდა, ბაღის მცველის უშვილო ოჯახს წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა შვილი მიჰმადლა. გახარებულმა ცოლ-ქმარმა აღიარა ქრისტე და დაემოწაფა წმიდანს. ქალაქის ზღუდის გარეთ, სადაც დღეს მცხეთის სამთავროს დედთა მონასტერია ნინომ იპოვა მაყლოვანის დიდი ბუჩქიდა იქ დასახლდა.

ნინო ხშირად დადიოდა ებრაელთა უბანში "რათამცა ცნა საქმე კუართისა მის" აქ მან გაიცნო ებრალეთა მღდელი აბიათარი და მისი და სიდონია, რომლებმაც სხვა ექვს ებრაელ დედებთან ერთად აღიარეს ქრისტე, მაგრამ რაკი ქალაქში ქრისტიანი მღდელი არ იპოვებოდა მათ ნათლისღება არ მიუღიათ.

ურიებმა აბიათარის ქვით ჩაქოლვა განიზრახეს, მაგრამ მეფე მირიანმა დაიცვა აბიათარი. ნინო კვლავინდებურად "ილოცვიდა დაუცხრომელად საყუდელსა მას თვისსა მაყუალთა მათ ქუეშე. და დაკვირვებულ იყვნენ წარმართნი იგი ლოცვასა მისსა და მღვიძარებასა". სამი წლის განმავლობაში ნინომ მრავალი მოწაფე გაიჩინა, ურიები და მოგვები ვერ ბედავდნენ ქრისტეს მოსავთა დევნას, რადგან მირიან მეფე უთანაგრძნობდა ქრისტიანებს. "ხოლო ნანა დედოფალი გულფიცხელ იყო უმეტეს და შეურაცხჰყოფდა ქადაგებასა მას".

ერთხელ ნანა დედოფალი სასიკვდილოდ დასნეულდა, სასოწარკვეთილი დედოფლის მსახურნი წმიდა ნინოსთან მივიდნენ, აუწყეს ყოველივე და სახლში გაყოლა ìთხოვეს. "არა ბრძანებულ არს ჩემდა, რათა განვიდე, სადა შვება ჩვენი არა არს, არამედ დედოფალი მოვედინ საყოფელსა ამას ჩემსა და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა" - უპასუხა წმიდანმა. ნანა დედოფალი დამორჩილდა მოციქულთასწორის ბრძანებას. წმიდა ნინომ ილოცა, ჯვარი გადასახა და განკურნა დედოფალი. ამის შემდეგ ნანამ აღიარა ქრისტე. უამრავი სასწაულებრივი კურნებები აღესრულებოდა ნინოს ლოცვით, მცხეთაში იმდენად გამრავლდნენ ნინოს მოწაფეები რომ მოგვები და ურიები ყოველნაირად ცდილობდნენ მეფის წინაშე სახელი გაეტეხათ ქრისტეს მიმდევრებისთვის.

ერთხელ მეფე მირიანი სანადიროდ წავიდა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ჯვარცმული ქრისტეს მოსავნი, მათ შორის თავად ნანა დედოფალიც, თუ ის არ დატოვებდა ქრისტეს სჯულს. ნადირობისას მოულოდნელად მზე დაბნელდა. მარტო დარჩენილი მირიან მეფე დიდხანს ამაოდ უხმობდა შემწედ კერპებს. როცა იმედი გადაუწყდა, ქრისტეს შეევედრა: "ღმერთო ნინოსაო, განმინათლე ღამე ესე და მაჩვენე საყოფელი ჩემი და აღვიარო სახელი შენი, აღვმართო ძელი ჯუარისა და თაყვანის-ვსცე მას, აღვაშენო სახლი სალოცველად ჩემდა და ვიყო მორჩილ ნინოსა სჯულსა ზედა ჰრომთასა”. მაშინვე გამობრწყინდა მზე. გახარებულმა მირიანმა მადლობა შესწირა ქვეყნიერების შემოქმედს. მცხეთაში დაბრუნებულმა მეფემ ინახულა წმიდა ნინო და აუწყა განზრახვა.

ნინოს რჩევით მირიან მეფემ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე დიდთან გაგზავნა მოციქულები, ნინომ წერილიც გაატანა ელენე დედოფალთან და "ითხოვნეს მოსწრაფებით მღდელნი ნათლისღებისათვის... ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდეს ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩუენებდეს გზასა ჭეშმარიტსა სასუფევლისასა" მღვდლების ჩამოსვლამდე მირიან მეფემ ნინოს ჰკითხა თუ სად ჯობდა "აღშენებად სახლსა ღმრთისასა" ნინომ თავმდაბლად უპასუხა: "სადაცა მეფეთა გონება მტკიცე არს". მირიანმა მაყვლოვანის ბუჩქთან ინება ეკლესიის აშენება და გადაწყვიტა მის ბაღში მდებარე საუკეთესო ნაძვის ხეები მოეჭრა მშენებლობისათვის. ბაღის ერთ-ერთი უმშვენიერესი ნაძვის ხისგან მეფის ბრძანებით ეკლესიის შვიდი სვეტი შეამზადეს. მათ შორის ყველაზე დიდი "რომელი საკვირველ იყო ხილვითა. საშუელ ეკლესიისა შესაგდემელად განმზადებული, ვერ შეუძლეს აღმართებად მისა". ხალხი გაკვირვებული იყო ამ სასწაულით, დამწუხრდა მირიან მეფეც, "ხოლო წმიდა ნინო... სანატრელი იგი გოდებდა სეუტსა მას ზედა და ადიბებდა ცრემლთა მისთა..., იმ ღამეს წმიდა ნინოსთან მყოფმა დედებმა ჩვენებით იხილეს რომ დაინგრა არმაზისა და ზადენის მთები, რომელმაც შეაგუბა მტკვარი და დატბორა ქალაქი. ნინო გულმხურვალედ ლოცულობდა "რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე".

დილით როდესაც ყველას ეძინა ხელაპყრობით მლოცველ წმიდა ნინოს "ზედა მოადგა ჭაბუკი ერთი ყოვლად ნათლითა შემკობილი და ჰრქუა რამე სამნი სიტყვანი... და ჭაბუკმან მან შეჰყო ხელი სუეტსა მას და აღმართა და წარიღო სიმაღლესა შინა, სუეტი ცეცხლისებრ ბრწყინუალებით გარდამოვიდა და დაადგრა მეფის ბაღში მოჭრილ ნაძვის ხის ძირს. მეფე-დედოფალი და მთელი ერი შეიკრიბა ამ სასწაულის სახილველად "და იქმნეს სასწაულნი დიდნი მას დღეთა შინა".

საბერძნეთში ჩასული ქართველი მოციქულები სიხარულით შეიწყნარა კონსტანტინე დიდმა და თან იოვანე ეპისკოპისი გამოაყოლა ორი მღდელითა და სამი დიაკონით. მცხეთაში ჩამოსულ ბერძენ სამღდელოებას მიეგება მეფე-დედოფალი და მთელი ერი.
მეფე მირიანის მიმრქუმელად თვითონ წმიდა ნინო დადგა _ "ნათელ იღო მეფემან ხელსა ქუეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან შვილთა მათთა ხელსა ქუეშე მათ მღდელთა და დიაკონთა. და შემდგომად ამისა აკურთხეს მდინარე, მტკუარი და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი და ეწოდა ადგილსა მას მთავართა სანათლო. ხოლო ქუემოთ მისსა, მდინარისავე პირს, ორგან, ორნი იგი მღდელნი და დიაკონნი ნათელს სცემდეს ერსა".

წმიდა ანდრია მოციქულის დაფუძნებული ეკლესია, აღორძინდა და სახელმწიფოებრივ აღმსარებლობად იქცა წმიდა ნინოს ღვაწლით. ამიტომაც საქართველოს ეკელსია წმიდა ნინოს მოციქულთასწორს უწოდებს. წმიდა ნინოს მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული, მტკვრისა და არაგვის შესართავს ზემოთ მთაზე დღევანდელი ჯვრის მონასტრის ადგილას, თხოს მთაზე და უჯარმაში სასწაულთმოქმედი ჯვრების აღმართვა.

წმიდა ნინო და ეპისკოპოსი იოვანე მხნედ ქადაგებდნენ სარწმუნოებას მთელს ქართველურ ტომებში. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, კახეთში დაბა ბოდინში (ახლანდელი ბოდბე) წმიდა ნინო დასნეულდა. მეფე-დედოფალი და ეპისკოპოსი იოვანე ევედრებოდენ მცხეთაში სამეფო სასახლეში დაბრუნებულიყო, მაგრამ წმიდა ნინომ არ ინება. "მაშინ წარვიდა თვით მეფე და სიმრავლე ერისა, და შეკრბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა, რამეთუ ხედვიდა ყოველი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსსა ზეცისა ანგელოზისასა, და მოსწყუედდიან ფესუსა სამოსლისა მისისასა, მიიღებდეს და ემთუხუეოდის სარწმუნოებით".

იოვანე ეპისკოპოსმა აზიარა წმიდა ნინო და "შევედრა სული თვისი მეუფესა ცათასა ქართლად მოსლვისაგან მისით მეთოთხმეტესა წელსა, ქრისტეს ამაღლებითგან სამას ოცდათურამეტსა წელსა და ანდერძისაებრ "დამარხეს ძლევით მოსილი გუამი მისი... დაბასა ბოდბისასა"
AL|CaPoNe
ღირსნი მამანი ევაგრე, ელია დიაკონი და სხვანი

ღირსი ევაგრე იყო ციხედიდის მთავარი. კეთილმსახურ და მორწმუნე მშობელთა შვილი, სიყრმიდან საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე, სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო დარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც ფრინველი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: „კაცი ვარ უცხო¡ და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა შინა მცირესა, რათა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა”. საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: „ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა”. წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა თავისი გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოეობის სიმძიმეს ვერ იტვირთებდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: „დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო”.

ღირსმა შიომ კვერთხი მისცა ევაგრეს და უბრძანა: "კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკóარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ მელად, და წარვედ სახად შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი’’. ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და მშვიდობით გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.

სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულ და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.

ღირსმა შიომ ღვთის მიერ მინიშნებულ ადგილას ეკლესია ააგო. მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი სპასპეტის მონაზვნად აღკვეცა, ძალიან ეწყინა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევაგრე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლòებინა, მაგრამ ევაგრემ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: „ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე’’. ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვაბული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვირველი ბერის წინაშე დაიჩოქა.

ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და თავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა ოთხი დაბა, ლიტრა ოქრო, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა საჭურჭლე შესწირა ღირსი შიოს მონასტერს. შესაწირავთა შორის იყო აგრეთვე წმიდა ვახტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარებაც.

ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა ქართლმა გაიგო, მრავალნი ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და მონასტრებში მიდიოდნენ სამოღვაწეოდ.

როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: „გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხორებისა თქუენისათ¢ს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღმესა შინა, რომელი შევმზადე საყოფელად და საფლავად ჩემდა”. ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენას, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.

მშვიდსა და გულით მდაბალ ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა: `ვერ შემძლებელ ვარ ჯერისაებî სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინïცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა”, _ შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: `უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადò სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკ¢დრო დიდებასა მას უხილავსა”. ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს. აღესრულა მშვიდობით.

წმიდა ელია დიაკონი იყო წმიდა იოვანე ზედაზნელის (ხს. 7 (20) მაისი) უახლოესი მოწაფე და მასთან ერთად მოღვაწეობდა ზედაზნის მთაზე. ზედაზენი ტყიანი და უწყლო ადგილი იყო, მრავალი განსაცდელების დათმენა და წინააღმდეგობების გადალახვა მოუხდათ წმიდა მამებს. მკაცრ მარხვასა და განუწყვეტლივ ლოცვასთან ერთად მათ მძიმე ფიზიკური შრომაც უწევდათ. ელია დიაკონს ყოველდღე ამოჰქონდა არაგვიდან წყალი ერთ დღეს ჭურჭელი გაუტყდა. იოვანეს ლოცვით ღმერთმა მათ საცხოვრისთან ახლოს წყარო აღმოაცენა. `დღესა ერთსა ნეტარი ელია დიაკონი მივიდა წყაროსა მას ღმრთივმოცემულსა მოღებად წყლისა და მუნ დგა წყაროსა მის თანა დათვი... და შეეშინდა ფრიად ნეტარსა ელიას და გარე-იქცა და უთხრა დიდსა იოვანეს~. იოვანეს ლოცვით დათვი მოშინაურდა და ნეტარი ელიას თანამსახურად იქცა. მამების სიწმიდემ მხეცთა ბუნებაც კი შესცვალა. გადმოცემით ამის შემდეგ ზედაზნის ტყეში მცხოვრები დათვები აღარ ვნებენ შინაურ პირუტყვს და არც არავინ ნადირობს დათვებზე ზედაზნის ტყეში.

ზედაზნის მთაზე მცხოვრები მამების სიწმიდემ და მათ მიერ აღსრულებულმა სასწაულებმა უამრავი ადამიანი მიიზიდა მონასტერში. წმიდა ელია დიაკონი სიცოცხლის ბოლომდე ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა და მშვიდობით აღესრულა, სულიერი მოძღვრის წმიდა იოვანე ზედაზნელის გარდაცვალების შემდეგ.

ასე დაედო საფუძველი საქართველოში ზედაზნის და შიომღვიმის სახელით ცნობილ პირველ მონასტრებს. მხოლოდ ღმერთმა უწყის იქ მოღვაწე წმიდა მამათა რიცხვის და ღვაწლის შესახებ.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია ღირსი ევაგრესა და წმიდა ილია დიაკვნის სახით მეოხებას ითხოვს ასურელ მამათა თანამოღვაწე და მათი წმიდა საქმის გამგრძელებელი ყოველი ღირსი და ღმერთშემოსილი მამისაგან.
AL|CaPoNe
მოწამე აბო ტფილელი (+786)

ხსენება 8 (21) იანვარი

მოწამე აბო ტფილელი არაბეთში დაიბადა 750 წლის ახლო ხანებში, მისი მშობლები დახელოვნებული იყვნენ ნელსაცხებელთა დამზადებაში და წმინდა აბოც ამ ხელობას დაეუფლა. "იყო ხელოვან კეთილად შემზავებელი სუნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრობათა სარკინოზთათა".

ამ დროს არაბებს დაპყრობილი ჰქონდათ საქართველო და ყოველ ღონეს ხმარობდნენ ქართველთა დასათრგუნად. მტერი ქართველთა განადგურებისა და გადაგვარების საუკეთესო საშუალებად ქრისტიანული სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა, ბევრი გადადრიკეს კიდეც ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. შიშისაგან განლეული ქვეყანა ირყეოდა, "ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა”. სამღვდელოება და ერის საუკეთესო შვილები ეძებდნენ გამოსავალს.

766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. აჯანყების ხელმძღვანელობა ქართლის ერისთავს ნერსეს დაბრალდა. არაბთა ამირა, მუმნი აბდილამ ის ბაღდადში იხმო. სამი წელი გაატარა ნერსემ არაბთა ტყვეობაში. მან იქ გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც განთავისუფლების შემდეგ თან წამოჰყვა ერისთავს. მიუხედავად ერის უბედურებისა, აბო გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით; იგი სწავლობდა ქართულ ენას, დადიოდა ეკლესიაში, ესაუბრებოდა სამღვდელოებას, ლოცულობდა მათთან ერთად და მარხულობდა. აბო მთელი სულით ცდილობდა ქრისტიანობის მიღებას და ნერსესთან ერთად ხაზარეთში ყოფნისას მოინათლა კიდეც. აბო თან გაჰყვა არაბთა რისხვას განრიდებულ ერისმთავარს აფხაზეთში. იგი მადლობდა ღმერთს, რომ იხილა ადგილი, სადაც ყველა ქრისტიანი იყო. შემდგომმა მოვლენებმა ნერსეს საშუალება მისცა, ისევ ქართლს დაბრუნებოდა. აფხაზთა მეფემ სთხოვა აბოს, დარჩენილიყო აფხაზეთში: "მეშინის მე შენთუის, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა ნებსით, გინა უნებლიეთ და ესოდენი შრომა შენი წარწყმიდო”, — უთხრა მან აბოს. "განმიტევე მე, რაiთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანობა ჩემი ქრისტეს მოძულეთა მათ”, — უპასუხა ნეტარმა. სამი წელი მოღვაწეობდა აბო თბილისში. ძველმა თანამემამულეებმა დაასმინეს იგი და სატუსაღოში ჩააგდეს, მაგრამ სტეფანოზ ერისთავის თხოვნით, მალე გაათავისუფლეს.

თბილისში ახალი ამირა დასვეს. ქრისტიანებმა გაიგეს, რომ ამირა შეპყრობას უპირებდა ნეტარ აბოს, გააფრთხილეს და ურჩიეს, დამალულიყო, მან კი, გახარებულმა, ასე უპასუხა: "მე არა ხოლო ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტესთვის, არამედ სიკუდიდცა.”

ამირას მსახურებმა შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულს წარუდგინეს. ამირამ წმიდანს ქრისტეს დაგმობა და მამა-პაპათა სჯულზე დაბრუნება შესთავაზა. ყოველნაირად ეცადნენ აბოს გადაბირებას, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით, აბოს ხელ-ფეხზე ბორკილი დაადეს და საპყრობილეში ჩასვეს. ქრისტესთვის დათმენილმა ჭირმა კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აღავსო ნეტარი, მან ìთხოვა ქრისტიანებს, გაეყიდათ მისი სამოსელი, ეყიდათ სანთელ-საკმეველი და ქალაქის ეკლესიებისათვის შეეწირათ.

წამების დღეს წმიდა აბომ დაიბანა პირი, იცხო ზეთი, მიიღო წმიდა ზიარება და ასე სადღესასწაულოდ განემზადა საწამებლად. "ნუ სტირთ ჩემ ზედა, არამედ გიხაროდენ, რამეთუ მე უფლისა ჩემისა მივალ, ლოცვით წარმგზავნეთ და მშვiდობამან უფლისამან დაგიცვენინ თქუენ”, - ამხნევებდა იგი მისი მოსალოდნელი სიკვდილით დამწუხრებულ ქრისტიანებს.

წმიდა აბომ დაიწყო გულზე ხელები და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს. ჯალათებმა სამჯერ მსუბუქად დაჰკრეს მახვილი იმ იმედით, რომ სიკვდილის შიშით წმიდანი უარყოფდა ქრისტეს, მაგრამ აბო ბოლო წუთებშიც მხნედ და უდრეკად იდგა. უსჯულოებმა თავი მოჰკვეთეს წმიდანს, სხეული ტანსაცმლებთან და მისივე სისხლით გაჟღენთილ მიწასთან ერთად ტომარაში ჩადეს, ქალაქიდან გაიტანეს და მტკვრის პირას დაწვეს. ქრისტიანებმა წმიდანის ნეშთი მასზე ზეციური ნათელის გარდამოსვლით იპოვეს.
AL|CaPoNe
წმიდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი (IV)

ხსენება 15 (28) იანვარი

წმიდა სალომე უჯარმელი სომეხთა მეფის თრდატის ასული იყო. ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა სპარსელებზე გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური მოსაზრებით "დაამოყურნა თრდატ და მირიან, და ამზახნა ურთიერთას, რამეთუ მისცა თრდატ ასული თვისი, რომელსა ერქუა სალომე, ძესა მირიანისასა ცოლად, რომელსა ერქვა რევ". მირიანმა რევს და სალომეს "მისცა საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასუა იგი უჯარმას... და ცხონდებოდნენ ისინი უჯარმას.

"მას ჟამსა მოსრულ იყო წმიდა და ნეტარი დედა და ემბაზი ჩუენი ნინო" რომლის მოღვაწეობით მირიან მეფემ მიიღო ქრისტიანობა.

წმიდა სალომემ სიხარულით შეიწყნარა ქრისტეს სჯული და ყოველმხრივ ცდილობდა შეწეოდა წმიდა ნინოს მის მოციქულთასწორებრივ მოღვაწეობაში.

ზეგარდამო გამოცხადებითა და წმიდა ნინოს ლოცვით მცხეთის სასწაულმოქმედი სამი ჯვარიდან ერთი მიეცა "სალომეს მხევალსა ქრისტესსა" რათა "აღმართოს უჯარმას ქალაქსა".

როდესაც სალომემ წმიდა ნინოს დასნეულების შესახებ შეიტყო, იგი სასწრაფოდ წავიდა ბოდბეში მოციქულთასწორის სანახავად, და თან მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას აცნობა ყოველი.

სალომე სხვა დედოფლებთან ერთად გვერდიდან არ შორდებოდა წმიდა ნინოს, სარწმუნოებით "ემთხუეოდა ფესუსა სამოსლისა მისისასა", ცხარედ ტიროდა "განშორებისათვის მოძღურისა მათისა და მოღუაწებისა".

დედოფლებს შორის იყო, ქართლის ერისმთავრის მეუღლე წმიდა პეროჟავრა სივნიელი. მათ თხოვეს წმიდა ნინოს მოეთხრო მისი ცხოვრების შესახებ, "და იწყო სიტყუად წმიდა ნინო, ხოლო იგინი წერდეს" და ამ წერილშია დაცული სულიერი სახე ამ ორი წმიდა დედოფლისა რომელსაც ასე მიმართავს წმიდა ნინო: "ასულნო სარწმუნოებისანი, მახლობელნო დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქუენ, ვითარცა პირველთა მათ დედათა, ყოველთა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა... რათა უწყოდიან შვილთაცა თქუენთა სარწმუნოებად თქუენი, და შეწყნარებაი ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვიან".

წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა ჩაიწერეს პირველად წმიდა ნინოს ცხოვრება, მათ მიაბარეს ბოდბის მიწას წმიდანი და მხნედ გააგრძელეს მოციქულთასწორის მიერ კურთხეული წმიდა საქმე _ იბერიის ერთიან სახელმწიფოში, ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის განმტკიცება.

სალომე უჯარმელის წერილობითი აღთქმა მეფე მირიანის მემკვიდრე მეფე ბაქარისადმი _ "ვიდრემდის იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსა ეძლოს პყრობაი მეფობისა, მისი იყოის მეფობა, და არაოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისათა" _ საუკეთესოდ ადასტურებს წმიდა სალომეს ნამდვილ დედოფლურ ხედვასა და სარწმუნოებას.

წმიდა სალომე და პეროჟავრა მშვიდობით აღესრულენ IV-სს მეორე ნახევარში.
AL|CaPoNe
მოწამე გიორგი გურჯი (XVIII ს.)

ხსენება 2 (15) იანვარი

მოწამე გიორგი გურჯი დაახლოებით 1700 წელს დაიბადა საქართველოში. ბავშვობაში იგი მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელად "სალი" დაარქვა. გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო. მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა ერთ-ერთ დუქანში და ძველმანებით ვაჭრობდა. გიორგი მარტოხელა ცხოვრებას ეწეოდა, იგი არ დაოჯახებულა.

სამოცდაათი წლის ასაკში გადაწყვიტა ქრისტეს რწმენაზე დაბრუნება. თავისი ნებით ისე, რომ არავის დაუძალებია. მივიდა თურქ მსაჯულთან და განუცხადა: "დავიბადე ქრისტიანთა ოჯახში, ობოლი ბიჭი ბატონმა მაიძულა გავმხდარიყავი მუსულმანი. ახლა ვაცხადებ, რომ მსურს მოვკვდე, როგორც ქრისტიანი".

მსაჯული და ყველა მასთან მყოფნი იცნობდნენ სალის, როგორც კარგ, პატიოსან ადამიანს. როგორ წარმოიდგენდნენ, რომ ეს პატივსაცემი მოხუცი, თავისი თეთრი წვერით, "ჭკუას დაკარგავდა" და მოითხოვდა ქრისტესთვის სიკვდილს? თვალცრემლიანმა მოხუცმა კვლავ აღიარა ქრისტეს სჯული და მოითხოვა მოწამეობრივი სიკვდილი, თავისი ცოდვების აღსახოცად.

გიორგი მოსაფიქრებლად და მათი აზრით ჭკუაზე მოსასვლელად ერთ ოდაში ჩაკეტეს, სადაც მას ლანძღავდნენ, ემუქრებოდნენ და აწვალებდნენ. მეორე დღეს ის მიიყვანეს სასამართლოში. სამი დღე გრძელდებოდა დაკითხვა და წამება, გიორგი კი პირიქით უფრო ძლიერდებოდა რწმენაში. ბოლოს გადაწყვიტეს მისი ჩამოხრჩობა.

ჩამოხრჩობის ადგილამდე მიმავალს უმოწყალოდ სცემდნენ, ის კი წამებას უსიტყვოდ იტანდა. კისერში მარყუჟი წაუჭირეს და ახალებდნენ, რომ წარმოეთქვა სიტყვა "სალავატი", რაც მუსულმანობის აღიარებას ნიშნავს, მაგრამ ნეტარი მთელი ძალ-ღონით კუმავდა პირს, რომ ეს სიტყვა არ ეთქვა. ცემით და ტანჯვით მთელი ბაზარი მოატარეს. ბოლოს მიიყვანეს ჩამოსახრჩობ ადგილზე, რომელსაც "პარმაკკაპუ" ერქვა. ჯერ დანით დაუწყეს ჩხვლეტა და აიძულებდნენ თითი გაეშალა, რითაც ერთ ღმერთს აღიარებდა (ალაჰს), მაგრამ მას ორივე მტევანი მაგრად ჰქონდა მოკუმშული. შემდეგ ბაწარზე ჩამოკიდეს და ისევ ჩამოხსნეს, იქნებ ასე მაინც შეშინებოდა. ბოლოს, როცა დარწმუნდნენ, რომ თავის აზრს იგი არაფრით შეიცვლიდა, ჩამოახრჩვეს. ასე დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი და დაიდგა მოწამეობრივი გვირგვინი 1770 წელს.
AL|CaPoNe
ღირსი ალექსი (შუშანია) (+1923)

ხსენება 18 (31) იანვარი

ღირსი ალექსი მღდელ-მონაზონი (შუშანია) (+1923); წმიდა ალექსი (შუშანია) დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს, სენაკის მაზრის სოფელ ნოქალაქევში, ღრმად მორწმუნე ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკში ალექსი სკოლაში შეიყვანეს. აქ მან დიდი ნიჭიერება გამოიჩინა, მაგრამ მალე მძიმედ დაავადდა, სწავლა ვეღარ გააგრძელა და მამამ ოზურგეთში წაიყვანა, სადაც თავად ვაჭრობდა.

ალექსის 1868 წელს გარდაეცვალა მამა. სიკვდილის წინ მან დალოცა შვილი და ანდერძად დაუბარა, ეზრუნა ოჯახისათვის. ამ დროს მომავალი მღდელ-მონაზონი 16 წლისï იყო. ამავე წელს ალექსი იერუსალიმში გაემგზავრა. შემდეგ კი კონსტანტინეპოლში ჩავიდა ბიძასთან, ისლამ შუშანიასთან, რომელიც იყო დიდვაჭარი და, ამასთან, ფრიად განსწავლული კაცი, მცოდნე მრავალი აღმოსავლური ენისა, დიდად ღმრთისმოსავი. ბიძასთან ყოფნის ჟამს ალექსი შეეჩვია ვაჭრებს და იმდენად მოეწონა ეს ხელობა, რომ თავადაც ვაჭრად გახდომა მოუნდა, მაგრამ ღვთის განგებამ სხვა გზა უჩვენა.

ალექსიმ ბიძას გამოართვა წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ხატი, თავის ოთახში განმარტოვდა და დაეწყო დიდი შინაგანი ბრძოლა: ცალკე საერო ცხოვრება იზიდავდა თავისი ახალგაზრდული სიამოვნებით, დედის, ძმის და ტოლ-სწორებისადმი სიყვარულით, ცალკე კი უხილავი ძალა მოუწოდებდა წმიდა და მაღალი ცხოვრებისაკენ. ასეთ ბრძოლაში გავიდა რამდენიმე საათი. ბოლოს ალექსიმ იკითხა: "რა ვუყო მამის ანდერძს, მან ხომ ოჯახი ჩამაბარა, რა ვუყო ჩემს ვალდებულებას?" უხილავმა მოძღვარმა კითხვითვე უპასუხა: "ეხლა რომ მოკვდე, ვინ გაარიგებს შენს საქმეს?” ალექსიმ მიუგო: "ღმერთი! " კვლავ გაისმა ხმა: "მაშინ შენც მოკვდი ღვთისათვის საწუთროისაგან და ღმერთს მიანდევი ყოველივე შენი საქმე და იგი გაარიგებს." ამის შემდეგ ალექსი საოცრად გამოიცვალა: თითქმის გამუდმებით, თვეობით იჯდა თავის ოთახში, კითხულობდა საღმრთო წიგნებს და მკაცრად მარხულობდა.

ალექსის ამგვარმა ყოფამ ბიძამისს კონსტანტინეპოლზე გული აუცრუა და მალე ყველანი საქართველოში დაბრუნდნენ. შინ დაბრუნებულმა ალექსიმ ოჯახს განუცხადა, რომ მონაზვნად აღკვეცის აღთქმა დადო. დები და ძმა დიდად შეწუხდნენ, დედამ კი მადლობა შესწირა ღმერთს და დალოცა შვილი. ალექსი თეკლათის დედათა მონასტერში ავიდა, საერო სამოსელი განიძარცვა და ბერული მოღვაწეობის გზას შეუდგა. ამ დროს ალექსი 20 წლის იყო. იმ დღიდან მან მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო. დადიოდა სოფლებში, უვლიდა ჭლექით, ქოლერით და სხვა მძიმე ავადმყოფობებით დასნეულებულებს, მარხავდა უპატრონო მიცვალებულებს.

განვლო რამდენიმე წელმა. ერთხანს ალექსი სალოსურ მოღვაწეობასაც ეწეოდა. იგი ძლიერი მქადაგებელი იყო ღმრთის სიტყვისა. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილი მაგალითი იყო მრავალთათვის. მისი ქადაგების გავლენით მალე მონაზვნად აღიკვეცნენ დედამისი ელენე, უმცროსი და სალომე და ძმა ბესარიონიც. ბესარიონმა მოილოცა იერუსალიმის სიწმიდენი, იქ რამდენიმე წლის განმავლობაში იღვწოდა, შემდეგ კი მარტვილის მონასტერში მღვდლად ეკურთხა, მიიღო სქემაც და ბოლოს, აღესრულა. თავად ალექსიმაც იღვაწა ათონზე, გადაწერა მრავალი წიგნი. ათონიდან მობრუნებულმა დიდი სასოებით მოილოცა კიევის მღვიმეთა მონასტერი, საქართველოში დაბრუნდა და კვლავ განაგრძო თავისი ჩვეული მოღვაწეობა ლოცვით, მარხვით და კეთილი საქმეებით.

დაახლოებით 1885 წელს ალექსი დაემკვიდრა გელათის მონასტერში, სადაც მრავალი საღმთო წიგნი შეისწავლა და გადაწერა. 1886 წელს იგი ეკურთხა დიაკვნად, ხოლო 1888 წელს კი – მღდელმონაზვნად.

1890 წელს ალექსი ბერი ავადმყოფობის გამო თეკლათის მონასტერში დაემკვიდრა თავის მონაზონ დედასთან და დებთან ერთად.

1891 წელს ალექსი ბერმა სენაკის მშენებლობა დაიწყო მენჯში, მთავარანგელოზთა გორაზე. ღვთისნიერ ადამიანთა დახმარებით ნელ-ნელა გამოიკვეთა ძველი, სანახევროდ დანგრეული მთავარანგელოზთა ტაძარი. შემოიკრიბა მოწაფეები და შეუდგა ამ სავანეში დაყუდებულ მოღვაწეობას. მამა ალექსის ჯანმრთელობაც ისე გამოუკეთდა, რომ წირვა-ლოცვის შესრულება შეეძლო. შემოწირულ თანხას იგი სამ ნაწილად ჰყოფდა: ერთ ნაწილს გადადებდა პირადი საჭიროებისათვის, მეორეს – ეკლესიისა და სტუმართათვის, მესამეს კი – დავრდომილთა და გლახაკთათვის.

1898 წლიდან ალექსი ბერმა დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. სენაკში მას ჰქონდა კაცის სიმაღლის ხის ჯვარი, რომელსაც ლოცვის დროს ზურგით იპყრობდა ხოლმე, რადგანაც, როგორც თვითონ ამბობდა, ჯვრის ასე პყრობა გოლგოთაზე ამავალ ქრისტეს აგონებდა. მნახველთა მისაღებად მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდა. მიუხედავად მკაცრი, ასკეტური ცხოვრება-მოღვაწეობისა, ის მაინც საოცრად ახლოს იყო ხალხთან, ახერხებდა მათთან სულიერ სიახლოვეს. წერდა ლექსებს, წერილობით ამხნევებდა მის მრევლს და ამხელდა იმ დროს გავრცელებულ ათეისტურ და მატერიალურ ცრუ მსოფლმხედველობას. ხანგრძლივი მოღვაწეობით დამაშვრალი ბერი 1923 წლის 18 იანვარს მიიცვალა. გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში ალექსი ბერი ყოველდღე ეცხადებოდა სქòმმონაზონ ფასტოს, რომელიც თავის დასთან, სქიმოსან აკეფსიმასთან ერთად მამა ალექსის სავანეში დარჩა სამოღვაწეოდ. ქრისტესმოძულე მთავრობის მიერ სავანის მოსალოდნელი დარბევის შიშით დებმა, ფასტომ და აკეფსიმამ, წმიდა ბერი თეკლათის დედათა მონასტერში დაკრძალეს, თვითონ კი მთავარანგელოზების მონასტერში დარჩნენ.

1960 წლის 8 იანვარს ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ეფრემის ლოცვა-კურთხევით ალექსის უხრწნელი გვამი თეკლათის დედათა მონასტრიდან თავის სავანეში გადაასვენეს და დაკრძალეს ტაძრის აღმოსავლეთის კედლის მახლობლად.
AL|CaPoNe
ღირსი ეფრემ მცირე, ფილოსოფოსი (+1101)

ხსენება 18 (31) იანვარი

ღირსი ეფრემ მცირე, დაიბადა, 1025 წლის ახლო ხანებში, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ იგი გვარად კარიჭისძე იყო, ტაოელი დიდგვაროვნის ვაჩეს შვილი.

1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი "ზემო ქვეყანათა", ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.
აზნაურთა შორის იყვნენ "ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე". მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩე კარიჭისძისა. ეფრემმა კონსტანტინეპოლში მიიღო ბერძნული განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდგომ ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

შავ მთაზე მისული ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის "მოსახსენებელში" ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა "ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტუირთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვის სწავლა იღუაწა ჩემთუის ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სვიმეონ საკუირველთმოქმედისა". როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: "ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა". გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად. ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს.

განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა დარგს. ეფრემმა შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს: 1.თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა; 2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება; 3.თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომელშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.

დედნის აზრის შესაგნებლად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა "მცირე სასუენად, ორწერტილს განსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა".

ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის "ასკეტიკონი", ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იოანე დამასკელის "წყარო ცოდნისა" და უამრავი სხვა.

ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა "უწყება მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების". XI საუკუნის მეორე ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ ცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, "მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლის მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან" ერთად შეკრიბა, დაიცვა და დაასაბუთა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება.

ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მიღების თარიღს. ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.

AL|CaPoNe
ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) (+1944)

ხსენება 20 (2.02) იანვარი

ღირსი ექვთიმე აღმსარებელი (ესტატე კერესელიძე) დაიბადა 1865 წელს რაჭაში, სოფელ სადმელში, სოლომონ და მართა კერესელიძეების კეთილმორწმუნე ოჯახში. სამრევლო სასწავლებლის დასრულების შემდგომ რაჭაში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობების გამო თხუთმეტი წლის ყმაწვილი ესტატე გაემგზავრა ჯერ ქუთაისში, შემდგომ _ თბილისში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროს მზარეულის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. აქ მან გაიცნო წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხაზინადარი და მოურავი, მაქსიმე როსტომის ძე შარაძე. მათ სხვა მორწმუნე ახალგაზრდებთან ერთად თბილისში დააარსეს უფასო 'საღმრთო წიგნთ-საკითხავი", რომლის მიზანი მოსახლეობაში მართლმადიდებელი სარწმუნოების განმტკიცება და ძველი ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა და გავრცელება იყო. "საღმრთო წიგნთ-საკითხავს" სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა წმიდა მღვდელმთავარი ალექსანდრე ოქროპირიძე (+1907).

ძველ ქართულ საეკლესიო გალობას საძმოს წევრები სწავლობდნენ ცნობილი მგალობლის, თავად მელქისედეკ ნაკაშიძისაგან, რომელიც ათონის წმიდა მთის ქართველთა სავანეში იყო განსწავლული.

1890 წლიდან მაქსიმე შარაძემ და ესტატე კერესელიძემ წმიდა ილია მართლის შუამდგომლობით შეიძინეს სტამბა, რომლის საშუალებითაც ინტენსიურად შეუდგნენ საღმრთო წიგნების ბეჭდვასა და გავრცელებას. მაქსიმეს და ესტატეს მიმოწერა ჰქონდათ ათონის წმიდა მთაზე ქართველთა სავანის ბერებთან და მათგან ივერთა მონასტრის წიგნთსაცავიდან გადმოწერილ წმიდანთა ცხოვრებასა და ქადაგებებს ღებულობდნენ, ბეჭდავდნენ და უფასოდ ავრცელებდნენ. მათ თავიანთი სტამბის საშუალებით ოცდახუთი წლის განმავლობაში დასტამბეს ოთხი ათასამდე სასულიერო შინაარსის სხვადასხვა გამოცემა. ხალხი სამართლიანად უწოდებდა მათ სტამბას "ბერების სტამბას", რადგან იქ მომუშავე ადამიანები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და წმიდა ცხოვრებით.

1891 წელს მაქსიმესა და ესტატეს ცნობილმა მომღერალმა და მუსიკოსმა ფილიმონ ქორიძემ ევროპული სანოტო დამწერლობა შეასწავლა. ესტატე კერესელიძეს განსაკუთრებული ნიჭი და ლამაზი კალიგრაფია აღმოაჩნდა და ამიტომ ფილიმონ ქორიძე მას ანდობდა საგალობელთა სანოტო ხელნაწერების გადათეთრებას.

XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ძალადობით გაუქმებას სავალალო შედეგები მოჰყვა: იძარცვებოდა და ნადგურდებოდა საქართველოს უძველესი ეკლესიის ფასდაუდებელი საუნჯე. ქართული საეკლესიო გალობაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე დადგა. საჩქაროდ უნდა გამონახულიყო ქართული საეკლესიო კილოების დაფიქსირების გზა და საშუალება, რადგან ძველი საგალობო დამწერლობის მცოდნენი დღითიდღე მცირდებოდნენ და ეს მრავალსაუკუნოვანი მუსიკალური საგანძური სამუდამოდ იკარგებოდა. წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) თაოსნობით 1884 წელს ქუთაისში დაარსებულმა ქართული გალობის აღმდგენმა კომიტეტმა შეკრიბა ძველი ქართული გალობის მცოდნე სასულიერო პირები და ერისკაცნი. ფილიმონ ქორიძემ ათასობით საგალობელი გადაიტანა ნოტებზე, რომლის დაბეჭდვა საკუთარი ხარჯებით თავს იდეს ესტატე კერესელიძემ და მაქსიმე შარაძემ.

1907 წელს, წმიდა ილია მართლის აღსასრულიდან ექვსი თვის თავზე გარდაიცვალა მაქსიმე შარაძე. დაღონებულ ესტატეს განსაცდელი უერთგულესი მეგობრის დაკარგვისთანავე ეწვია - მარტოდ დარჩენილ მოღვაწეს სტამბისა და მისი ქონების გაყოფას სთხოვდნენ; მისდა სავალალოდ, ქონების ჩამონათვალში უძვირფასესი ხელნაწერებიც შედიოდა, რომელთა ნაწილი ჩამოართვეს და უცნობი მიმართულებით წაიღეს. საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ სანოტო კრებულები საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წიგნთსაცავში მოხვდა, რომლის ხელმძღვანელი იმხანად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) იყო.

ესტატე კერესელიძემ მალე ჟურნალ "შინაური საქმეების" რედაქტორის, მღვდელმოწამე სვიმონ მჭედლიძის დახმარებით სტამბა და ხელნაწერები ქუთაისში გადაიტანა. სამწუხაროდ, არსებული მძიმე ვითარების გამო მათი თანამშრომლობა ვერ მოხერხდა. ქუთაისში ესტატემ კვლავ სცადა სანოტო კრებულების დაბეჭდვა, მაგრამ უბინაობის გამო გაიძარცვა ყუთები, სადაც დაბეჭდილი ფურცლები ინახებოდა და დამწუხრებულმა მხოლოდ რამდენიმე მათგანს მიაგნო ქუთაისის ბაზარში ხორცის გამყიდველთან. მალევე, ბახმაროში ყოფნისას, გარდაიცვალა დიდი მოღვაწე ფილიმონ ქორიძე. მთელი ოცდაათი წლის ნაშრომი - ათეულობით ხელნაწერი - ევსტატეს პასუხისმგებლობაში დარჩა. მხოლოდ მან იცოდა ამ საგანძურის ნამდვილი ფასი.

ესტატე კერესელიძემ საბოლოოდ აირჩია მონაზვნობის გზა, რომლისთვისაც სიყრმიდანვე განიმზადებდა თავს. მას სულიერ ხელმძღვანელობას უწევდა იმ დროის უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია.

1912 წლიდან იმერეთის ეპისკოპოს გიორგი ალადაშვილის კურთხევით ესტატე კერესელიძე მორჩილად განწესდა გელათის მონასტერში, ხოლო ამავე წლის 23 დეკემბერს ღირსი ექვთიმე მთაწმიდელის სახელზე მონაზვნად აღიკვეცა. 1913 წლის მაისიდან იგი იეროდიაკონია. ამ დროიდან იწყება მამა ექვთიმეს ყველაზე დაძაბული მოღვაწეობა. გელათი იყო ის ადგილი, სადაც ჯერ კიდევ ტიპიკონის სრული წესების დაცვით სრულდებოდა ღმრთისმსახურება. მამა ექვთიმემ გადაწყვიტა, ზედმიწევნით მოეწესრიგებინა ფილიმონ ქორიძის ნოტებზე გადატანილი საგალობლები და ტიპიკონის მიხედვით გაეწყო. ამისათვის მრავლად შეიძინა სანოტო ფურცლები და შეუდგა უმძიმეს და უდიდეს საქმეს - ხელნაწერი ნოტების მოწესრიგებასა და გადათეთრებას.

1917 წელს ექვთიმე იმერეთის ეპისკოპოს გიორგის მიერ ხელდასხმული იქნა მღვდელმონაზვნად. დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, მისი ავტორის - კოტე ფოცხვერაშვილის თხოვნით, 1918 წელს მამა ექვთიმემ დასტამბა.

1921 წელს ქუთაისში კომუნისტური ხელისუფლების მოსვლისთანავე მამა ექვთიმე დააპატიმრეს, როგორც ახალი წყობისათვის არასაიმედო პიროვნება. საბედნიეროდ, ბრალდების არქონის გამო რამდენიმე თვეში იგი გაათავისუფლეს. ეს იყო უმძიმესი პერიოდი დევნისა და შევიწროებისა; გელათის ბერები ყოველდღე ელოდნენ შეურაცხყოფასა და დარბევას. მღვდელ-მონაზონი ექვთიმე ამ წლებშიც კი აგრძელებდა საგალობელთა კრებულებზე მუშაობას. "მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესი საუკუნო საუნჯეა!.. მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქროსმჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ: ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი ამაში ხელს ურევ!" - ამბობდა წმიდა მამა.

1923 წელს მთავრობის მიერ გელათის მონასტერი გაუქმებულად გამოცხადდა. მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნესტორ ყუბანეიშვილს, მისცეს რამდენიმე დღის ვადა, რათა ბერებს დაეტოვებინათ მონასტერი. მამა ექვთიმემ იმის შიშით, რომ საგალობელთა ხელნაწერები არ განადგურებულიყო, ორმოცამდე უზარმაზარი კრებული ქუთაისში საიმედო ოჯახში გადამალა.

1924 წელს კომკავშირლებმა საძირკვლამდე დაანგრიეს წმიდა მეფის, დავით აღმაშენებლის, სახელობის საკათედრო ტაძარი. იმავე წელს უღმრთოთა ხელით დახვრეტილ იქნა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი ერთგულ სასულიერო პირებთან ერთად. ხს. სასულიერო პირთა დევნა-განადგურების ისტერიამ პიკს მიაღწია.

მამა ექვთიმე იძულებული გახდა დაეტოვებინა გელათი და ხელნაწერები შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაეტანა. განსაცვიფრებელია, ასეთ დროს, როდესაც თბილისი-ქუთაისის გზაზე სრულიად უმიზეზოდ მოიკლა ათასობით ადამიანი, როგორ მოახერხა მამა ექვთიმემ ერთი ურემი ხელნაწერების ქუთაისიდან მცხეთაში მარტოდ-მარტომ გადატანა. ამ პერიოდიდან მღვდელ-მონაზონი ექვთიმე განწესებულ იქნა სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც საგულდაგულოდ გადამალა სასწაულებრივად გადარჩენილი ხელნაწერები. 1925 წელს, როდესაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წმიდა ამბროსი (ხელაია) მეტეხის ციხეშია დატყვევებული, ხოლო საქართველოს ეკლესიის უკლებლივ ყველა მსახური საშინელ დევნას განიცდის, საღმრთო განგებულებით, მამა ექვთიმე კვლავაც აგრძელებს საეკლესიო გალობის იშვიათი ნიმუშების გადარჩენას. სვეტიცხოვლის ტაძრის წიგნთსაცავში მან მიაკვლია ძლისპირთა უძველეს ნევმირებულ კრებულს. ძველი ქართული სამუსიკო დამწერლობის საუკეთესო მცოდნე მოღვაწემ ეს საგალობლებიც ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე გადაიტანა.

1929 წლიდან ექვთიმე ზედაზნის მონასტერში განაწესეს. მან ახლა იქ აიტანა ქართული გალობის ხელნაწერები და დიდ რკინის ყუთებში საიმედოდ დაცული მიწაში დაფლა. თბილისის "მეტეხის" მუზეუმის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბეთანიის წმიდა ბერებთან _ არქიმანდრიტ იოანე მაისურაძესა და გიორგი მხეიძესთან საუბრისას მწუხარება გამოთქვა ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი ძველი ქართული საგალობლების დაკარგვის გამო და როდესაც მათგან შეიტყო, ხსენებული ხელნაწერები ზედაზნის მონასტერში იღუმენ ექვთიმესთან ინახებაო, იმავე დღეს ზედაზნის მონასტრისკენ გაეშურა.

შეიქმნა კომისია, რომელმაც ამ ხელნაწერების განსაკუთრებული ფასეულობა და დიდი ისტორიული მნიშვნელობა დაადასტურა. მამა ექვთიმემ 1935 წლის ნოემბერში სახელმწიფო მუზეუმს გადასცა 34 სანოტო კრებული, რომელიც 5532 საგალობლისა და რამდენიმე სასულიერო შინაარსის ხელნაწერისაგან შედგებოდა. ყველა ეს საგალობელი ამჟამად დაცულია კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტში.

1944 წლის ზამთარში ზედაზნის მონასტერში მარტო მცხოვრები მამა ექვთიმეს სანახავად ასულ სამთავროს მონასტრის დედებს წმიდანი უკვე სასიკვდილოდ დასნეულებული დახვდათ, მამა ექვთიმემ დალოცა დედები და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. იგი დაკრძალეს ზედაზნის მონასტრის ეზოში, საკურთხეველთან

AL|CaPoNe
ღირსი იოანე ჭიმჭიმელი, ფილოსოფოსი (XIII)

ხსენება 10 (23) თებერვალი

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის შესახებ მეტად მწირი ცნობები მოგვეპოვება: იგი იყო XII-XIII საუკუნეების მიჯნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, მთარგმნელი და ფილოსოფოსი.

"ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი წერს, რომ წმიდა დემეტრე მეფის "დიდებითა, სიმხნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოაჩენს იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა _ მითხრობა". იოანეს განათლება პეტრიწონის სალიტერატურო სკოლაში მიუღია. აქ უთარგმნია რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება:

1) "თარგმანება ეკლესიასტისა" მიტროფანე სმირნელისა;
2) "თარგმანება ეკლესიასტისა" ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა;
3) "თარგმანება მარკოზის სახარებისა" თეოფილაქტე ბულგარელისა;
4) მისივე "თარგმანება ლუკას სახარებისა".

ღირსი იოანე ჭიმჭიმელის თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის.

ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვარის მონასტერში. XVIII ს-ის ცნობილი მოღვაწე, ტიმოთე (გაბაშვილი) თავის "მიმოსვლაში" აღწერს ჯვარის მონასტრის ფრესკებს და შარავანდედითა და გვირგვინით გამოხატულ წმიდა მამათა და მოწამეთა შორის ღირს მამას - იოანე ჭიმჭიმელსაც ასახელებს.

მოსე ჯანაშვილი "საქართველოს ეკლესიის ისტორიაში" აღნიშნავს, რომ ჭიმჭიმელს კახეთში ქალაქ გრემში სალიტერატურო სკოლა ჰქონდა, სადაც იგი ფილოსოფიას, ღვთისმეტყველებას, ბერძნულ, ასურულ და არაბულ ენებს ასწავლიდა.
AL|CaPoNe
ღირსი არსენ იყალთოელი (+1127)

ხსენება 6 (19) თებერვალი

ღირსი არსენ იყალთოელი ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მოღვაწე, მთარგმნელი, ენციკლოპედისტი, ჰიმნოგრაფი და ფილოსოფოსი დაიბადა 1050 წლის ახლო ხანებში. წერილობითი წყაროები მას ვაჩესძედ იხსენიებს. როგორც დავით რექტორი (1745-1824) წერს: "ესე არსენ იყო გვარად ვაჩნაძე, იბადის ძე, კაცი ბრძენი და მეცნიერი და ელინურისა ენისა ზედმიწევნილი. აქუნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიერო დავით აღმაშენებელისა მეფისა".

ღირსი მამის ცხოვრება დაწვრილებით არ შემონახულა, ვიცით მხოლოდ, რომ ის იყო უმცროსი თანამედროვე ღირსი ეფრემ მცირისა. მას საფუძვლიანი და ღრმა განათლება კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ მანგანის აკადემიაში მიუღია, სადაც უთარგმნია თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, გიორგი ჰამარტოლის "ხრონოგრაფი", რომელიც ცხრა წიგნისაგან შედგება და მოგვითხრობს ისტორიას ადამიდან თეოდოსი დიდის (379-395) მეფობამდე. აქვე, მანგანის მონასტერში დაიწყო თარგმნა არსენმა დოგმატურ-პოლემიკური ხასიათის კრებულისა, რომელსაც ქართულ მწერლობაში "დოგმატიკონი" ეწოდება. იგი შემდგომ შიომღვიმის მონასტერში განასრულა და თანდათან შეივსო სხვადასხვა პირთა მიერ ნათარგმნი თხზულებებით. როგორც თვითონ არსენი ამბობს ეს წიგნი "ნამდვილი წინამძღვარი არს წმიდისა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა და თუალი, რომლითა ხედავს, და პირი, რომლითა ზრახავს, და სასმენელი რომლითა ესმინ ღმერთშემოსილთა მამათა უცთომელნი მოძღურებანი, და საყნოსელი, რომლითა იყნოსს სულნელებასა ღმრთივსულიერთა წერილთა ყუავილისასა..." შემდეგ არსენი ანტიოქიაში წავიდა შავ მთაზე და მოღვაწეობა ღირსი ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით დაიწყო. ეფრემის გარდაცვალების შემდეგ არსენმა დატოვა შავი მთა, ისევ მანგანის მონასტერში დაბრუნდა და გააგრძელა მთარგმნელობითი მოღვაწეობა.

1114 წელს არსენი, მეფე დავით აღმაშენებლის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა შიო მღვიმის მონასტერში დაემკვიდრა, არსენმა როგორც უდიდესმა ღმრთისმეტყველმა და მეცნიერმა მოღვაწეობა დაიწყო გელათის აკადემიაში. აქ ყოფნისას თარგმნა მან "დიდი სჯულისკანონი". გელათის მონასტრის ერთ-ერთ ნუსხის გადამწერი ვინმე გრიგოლ ჩახრუხაისძე ამბობს: "გულმოდგინებითა გადავწერე თუისითა ხელითა ქრისტიანეთა წინამძღუარი, დიდი ესე სჯულის კანონი, საუკუნოდ მოხსენებულისა და ჩუენ ქართველთათუის ფრიად ჭირთა თავსმდებელისა არსენი იყალთოელის თარგმნილი". შემდეგ არსენი კახეთში გადავიდა და იყალთოს მონასტერთან დააარსა უმაღლესი სკოლა-აკადემია. არსენი ესწრებოდა დავით აღმაშენებლის თაოსნობით მოწვეულ კრებას. დავითის ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ მოუწოდა "არსენ იყალთოელსა, თარგმანსა და მეცნიერსა ბერძენთა და ქართველთა ენისასა და განმანათლებელსა ყოველთა ეკლესიათასა".

არსენი შეესწრო დავით აღმაშენებლის გარდაცვალებას. "ხელმწიფის კარის გარიგებით" ცნობილია, რომ მას დაუწერია ეპიტაფია წმიდა კეთილმსახური მეფისა.

მეფე დავით აღმაშენებლის მოძღუარი სამეცნიერო და მთელ ქრისტიანულ სამყაროში ღმრთისმეტყველებითა და სიწმიდით ცნობილი არსენი, თარგმანების თუ ორიგინალური თხზულებების ანდერძ-მინაწერებში თავს "უღირსს და მდაბალ მონაზონად და უუნდოეს ყოველთა დაბადებელად" მოიხსენიებს და შენდობას ითხოვს თუ რაიმე ნებსითი ან უნებლიე შეცდომა იპოვებოდა მის ნაშრომში.

"ღვთისმეტყუელი, ფილოსოფოსი, ფიზიკოსი, ანატომოსი, ალიღორიულთა შეთხზვათა შინა ქებული, უცხო და მაღალი მესტიხე და საეკლესიო ტიპიკონთა მეტყუელი" არსენ იყალთოელი გარდაიცვალა დაახ. 1127 წელს, დაკრძალულია იყალთოში, მონასტრის დამაარსებლის, წმიდა ზენონის გვერდით.
AL|CaPoNe
მოწამე მეფე აშოტ დიდი კურაპალატი (+829)

ხსენება 29 (11.02) იანვარი

წმიდა მეფე აშოტ კურაპალატი ქართლის ერისმთავარის ადარნერსეს ძე იყო. 786 წელს როდესაც აშოტი ქართლის ერისმთავარი გახდა, ამ დროს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა, აღმოსავლეთი – კახთა მთავარს, გრიგოლს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველო კი, ღმრთის ნებით იქცა სამკვიდრებლად აშოტ კურაპალატისა და მისი შთამომავლობისა. ერისმთავრად დადგინების დღიდანვე დაიწყო აშოტმა ბრძოლა საქართველოს გაერთიანებისათვის, ისარგებლა არაბთა დაუძლურებით და თბილისიდან განდევნა აგარიანნი. "თბილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი, თუინიერ ალი შუაბის ძისა", ქართლის შემომტკიცების შემდეგ ბარდავიც ქართლს შეუერთა აშოტმა და სამი წლის მანძილზე მის "სახლად იყო ტფილისი და ბარდავი". ამასობაში ხალიფას ტახტზე ახალი მბრძანებელი ავიდა, "განძლიერდა ხელმწიფება აგარიანთა და იწყეს ძიება აშოტისა და ვერ უძლო წინააღდგომა მათდა აშოტ და ილტოდა მათგან". თბილისი კვლავ არაბებმა ჩაიგდეს ხელში. აშოტმა გადაწყვიტა, საბერძნეთში გახიზნულიყო ცოლ-შვილთან და მცირერიცხოვან სპასთან ერთად.

ჯავახეთს მიწევნული ლტოლვილები ფარავნის ტბასთან შეჩერდნენ დასასვენებლად. მძინარეებს სარკინოზთა ლაშქარი დაესხათ თავს. მცირეîიცხოვანი მხედრობა სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ "შეეწია ღმერთი აშოტ კურაპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა, მოსცა ძლევა მას ზედა და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი". ერისმთავარმა ამ გამარჯვებაში ღმრთის ნიშანი განსჭვრიტა, საბერძნეთში წასვლა გადაიფიქრა და შავშეთ-კლარჯეთში დარჩენა გადაწყვიტა.

ამ დროს სამხრეთ საქართველო საცოდავ მდგომარეობაში იმყოფებოდა. უსჯულოთაგან დარბეული ხალხის გაჭირვებას ქოლერის ეპიდემიაც დაემატა და "მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ". სასომიხდილმა და უბედურებისაგან ქანცგაწყვეტილმა მოსახლეობამ სიხარულით და სიყვარულით მიიღო აშოტ კურაპალატი. იგი შეუდგა დანგრეული ქვეყნის აღდგინებას, "რომელნიმე სოფელნი მის ქვეყანასანი მოიყიდნა საფასოთი, ზოგნი ოერნი აღაშენა და განამრავლა სოფლები აშოტ კურაპალატმან ქვეყანათა მათ შინა".

აშოტ კურაპალატმა აღადგინა წმიდა კეთილმსახური მეფის, ვახტანგ გორგასლის მიერ აშენებული არტანუჯის ციხე, რომელიც მურვან-ყრუს მიერ იყო აოხრებული, მის მახლობლად ქალაქი გააშენა და კლარჯელ ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა იგი, ააგო წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია. "მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურაპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლასა შინა".

კლარჯეთი ახალ სიცოცხლეს იძენდა. სრულიად საქართველოს პოლიტიკურ ცენტრად ქცეული მხარე სულიერადაც მტკიცდებოდა და ძლიერდებოდა. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელისა და მისი თანამოსაგრეების ძალისხმევით უდაბნო დაბა-სოფლებად იქცა, ïაშენდა ეკლესია-მონასტრები, ÷ჩამოყალიბდა ლიტერატურული სკოლები, ერის საუკეთესო შვილები მიდიოდნენ კლარჯეთში და ღმერთშემოსილი მამების გვერდით საქართველოს ხვალინდელ დღეს ჭედდნენ. საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი მეფე აშოტ დიდი ღვთის მოშიში და მოყვარული იყო. მან დიდი პატივით ისტუმრა სასახლეში მამა გრიგოლი, "ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი". ღირსმა მამამ აკურთხა ხელმწიფე: "არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა ქუეყანათა ამათ უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე".

აშოტ კურაპალატი ღირსი გრიგოლის კეთილ საქმეს მატერიალურადïú შეეწია. "შესწირა ადგილნი კეთილნი და შატბერდისა ადგილი აგარაკად ხანძთისა". მეფის შვილებმაც _ ადარნერსემ, ბაგრატმა და გუარამმაც, დიდძალი საფასე გაიღეს კლარჯეთის უდაბნოთა გასაშენებლად.

ბრძოლათა შეუდრეკელი აშოტი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ეკლესიის მსახურებს. ერთხელ სიძვის ეშმაკი შეუჩნდა ზნეკეთილ მეფეს, "გარდარეული სიყóარულით" შეუყვარდა ვიღაც დიაცი, დაივიწყა ღირსებაც, პატივიც, მოვალეობაც ღმრთისა და ერის წინაშე და დედოფლისთვის აღდგენილ არტანუჯის სასახლეში მიიყვანა იგი. ღირსმა გრიგოლმა შეიტყო "საქმე იგი სულისა გამხრწნელი", "შეწუხდა ფრიად", ეახლა მეფეს და ამხილა მისი უღირსი საქციელი. შეცბუნებულმა აშოტმა აღუთქვა განტევება ქალისა, მაგრამ სიტყვა ვერ შეასრულა, "რამეთუ დაემონა გულის-თქუმასა". ღირსმა გრიგოლმა აშოტ კურაპალატის დაუკითხავად დედაკაცი სასახლიდან წაიყვანა და მერეს დედათა მონასტერში წინამძღვარ წმიდა àებრონიას მიჰგვარა. მეფემ დედა àებრონიას ქალის გაშვება სთხოვა, რაზეც დედა àებრონიამ მკაცრი უარი უთხრა. ხორციელად ძლიერმა ხელმწიფემ თავი დადრიკა "სულით ძლიერი" დედის წინაშე და ოხვრით წამოსცდა: "ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს". ღვთისმოშიშ მეფეს, "მამხილებელად აქუნდა თუისი გონება" და, როცა ცოდვა განეშორა, აშოტმა სულით გაიხარა და აქებდა "წმიდათა მას მძლავრებასა", "სიხარულით წარვიდა, რამეთუ გულითა წმიდითა აქუნდა ნეტართა მათ პატივი, ვითარცა სულისა მისისა საუკუნოდ გუირგუიინოსან-მყოფელთა".

ღმრთისა და ქვეყნის მოყვარული მეფე მთელი ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ემზადებოდა, მაგრამ "მოვიდა ხალილ იაზიდის ძე არაბი და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი". აშოტ მეფე საბრძოლველად მოემზადა, მალემსრბოლნი გაგზავნა ლაშქრის შესაკრებად, მაგრამ, სანამ ჯარი შეიკრიბებოდა, "დაესხნენ სარკინოზნი უცნაურად და აოტეს იგი". ხელმწიფემ ნიგალის ხევს მიჰმართა და "იწყო ძებნად ერისა, რათამცა ვითა განიმრავლა ლაშქარი თუისი". საუბედუროდ, წვეულთა შორის მოღალატენიც აღმოჩნდნენ. მეფე ძალიან გვიან მიხვდა ღალატს. მან თავი ტაძარს შეაფარა, მაგრამ იუდას ცოდვით დამძიმებულებმა იქაც შეაღწიეს და მოკლეს მეფე "მახუილითა საკურთხეველსა ზედა". "დაკლეს იგი, ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისò დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს", — წერს სუმბაü დავითის ძე თავის წიგნში "ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა".

ასე მოწამეობრივად აღესრულა პირველი ბაგრატოვანი ხელმწიფე, "კეთილად მორწმუნე, რომლისï გამო დაემტკიცა ქართველთა ზედა მთავრობა მისი და შვილთა მისთა".

ქართველებმა მტერს არ შეარჩინეს საყვარელი ხელმწიფის სისხლი. დოლისყანას მყოფებმა გაიგეს, რომ "მოიკლა მათი უფალი აშოტი", დაედევნენ მკვლელებს, ჭოროხის მიდამოებში დაეწივნენ და ისე ამოწყვიტეს, რომ ამბის წამღებიც არ დარჩენილა.

წმიდა აშოტ დიდის ნეშტი დაკრძალეს მის მიერ აშენებულ პეტრე და პავლე მოციქულთა ეკლესიაში
AL|CaPoNe
წმიდა დავით აღმაშენებელი
მეფე ყოვლისა საქართველოისა (+1125)

ხსენება 26 (8.02) იანვარი

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი დაიბადა 1073 წლის 24 იანვარს, იგი საქართველოს მეფის გიორგი II-ის ძე იყო. ამ დროს საქართველო ფიზიკური და სულიერი კატასტროფის წინაშე იდგა. თურქ-სელჩუკების სულთანმა მალიქ-შაჰმა დაიპყრო სამშვილდე, შეიპყრო მისი მმართველი იოანე ლიპარიტის ძე, მეფე გიორგი II-ის ცალკეული გამარჯვების მიუხედავად, აიღო და დაარბია ქუთაისი, არტანუჯი, კლარჯეთის უდაბნო. ქართველებმა მიატოვეს სამკვიდრებელი და მთებსა და ტყეებს შეაფარეს თავი. დაცარიელებული ქვეყანა უსჯულოებმა დაიპყრეს, ააოხრეს ეკლესია-მონასტრები, ამოხოცეს მოსახლეობა. ერთ დროს ქრისტესმოყვარე ერი უსჯულოებამ და ცოდვამ მოიცვა... "ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა". აღდგომის დღეს "მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქვეყანა საფუძვლითურთ". საშინელმა მიწისძვრამ ყველაფერი დაანგრია.

ასეთი გაჭირვებისა და უბედურების ჟამს "იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელთა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისაგან და თუით სამეოცდამეცხრამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით". საქართველოს იმედად და პატრონად მოევლინა განსწავლული, ბრძნადმეტყველი, ღვთისმოშიში, დავრდომილთა ხელისამპყრობელი, ქვრივ-ობოლთა განმკითხავი, სამართლიანი მსაჯული, დაუმარცხებელი მეომარი, მახვილი მესიისა - წმიდა დავით აღმაშენებელი.

1089 წელს გიორგი II უარი თქვა მეფობის პატივსა და სიმძიმეზე და თავის 16 წლის "მარტოშობილ ძეს... დაადგა გუირგუინი მეფობისა". "თუით მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თუისი და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას"... უფალმა წყალობითა და ჭეშმარიტებით შემოსა მოწყალე და გლახაკთა მფარველი მეფე, "უზესთაესჰყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა". წინ იყო ბრძოლის, შრომის, აღმშენებლობის, მოღვაწეობის 36 წლიანი გზა.

უპირველეს ყოვლისა, დავით მეფემ დიდი თურქობის დროს გაქცეული და მიუვალ ადგილებს შეხიზნული ქართველების დაბრუნება დაიწყო ძველ ნამოსახლარზე, აზნაურებს მოუყარა თავი და მათთან ერთად შეუდგა ერის შეკრებას.

გავიდა ოთხი წელი. მოკვდა სულთანი მელიქ-შაჰი. ლიპარიტ ბაღვაშმა, რომელიც პირველ ხანებში ერთგულად ედგა მეფეს გვერდით, "იწყო მამურ-პაპურთა კუალთაï სვლა... დაღათუ ქრისტეანე იყო სახითა, გარნა ორგულება და სიძულვილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა... დადგა ყოველსა გზასა არაკეთილსა".

მეფემ მისი მობრუნება განიზრახა და რამდენიმე ხნით შეიპყრო. კლდეკარის ერისთავმა მტკიცე ფიცი და ერთგულების პირობა დადო. მეფემ შეუნდო, მაგრამ როცა დარწმუნდა, რომ "კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს", კვლავ შეიპყრო, ორი წელიწადი საპყრობილეში ამყოფა, შემდეგ კი, პატივაყრილი, საბერძნეთს გაგზავნა. ასევე წარმატებით დათრგუნა დავითმა სხვა ურჩი დიდებულებიც. ამასობაში იერუსალიმი და ანტიოქია ჯვაროსნებმა აიღეს. ამით ისარგებლა დავით მეფემ და თურქებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა.

ღვთივგანბრძíობილმა მეფემ თავისი გონიერი მზერა საქართველოს ეკლესიას მიაპყრო. მან მოიწვია საეკლესიო კრება "ღვთისმოყუარეთა მონაზონთა, დაყუდებულთა და მეუდაბნოეთა სანახებთა ქართლისათა, მახლობåლად ორთა საეპისკოპოსოთა - რუისა და ურბნისისა". კრებამ აღადგინა და გააძლიერა ეკლესიის ავტორიტეტი, აღკვეთა თავგასულ ფეოდალთა და უღირს სასულიერო პირთა თავნებობა. კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სარწმუნოების სასიცოცხლო მნიშვნელობა. "არა გეცრუვნეთ შენ, სიწმიდით მშობელო ჩუენო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუეენო მართლმადიდებლობაო, რომლისა არცა განგცემელ ქმნილ ვართ, ვინაიდგან შემეცნებასა შენსა ღირს ქმნილ ვართ, მოწამე არს ჭეშმარიტება", - ვკითხულობთ ამ კრების ძეგლისწერაში.

დავით მეფე აქტიურად შეუდგა საქართველოს სრულ გაერთიანებას და უპირველესად კახეთ-ჰერეთს მიმართა. თურქები და მოღალატე ფეოდალები ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებდნენ. ღმრთის წყალობას მინდობილი ლაშქარი ერწუხთან უშიშრად შეება თურქთა უზარმაზარ მხედრობას. რიგითი ჯარისკაცივით იბრძოდა მეფეც, მეომრებს ლომივით შეუძახებდა, გრიგალივით დაჰქროდა. სამი ცხენი მოუკლეს ამ ბრძოლაში, მეოთხეზე ამხედრებულმა დაასრულა ბრძოლა საკვირველი გამარჯვებით. რამოდენიმე წელი ქვეყნის შიდა პოლიტიკის რეფორმას და აღმშენებლობას მოახმარა კეთილმსახურმა დავითმა, შემდგომ კი შეუდგა თურქთაგან საქართველოს სრულ განწმენდას.

თურქთა სულთანმა მუჰამედმა 100 ათასიანი ლაშქარი დაძრა საქართველოსკენ. როცა მტრის შემოსვლა შეიტყო, თავად მეფე ათას ხუთასი კაცით თრიალეთისაკენ წავიდა. განთიადისას შეება ერთმანეთს უთანასწორო მხედრობა. "შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი თურქთა". თავზარდაცემული მომხდურები ისე გაიქცნენ, რომ კარვების მოხსნა და საქონლის გარეკვაც ვერ მოასწრეს. ამასობაში მეფის აღმზრდელმა და მოძღვარმა წმიდა გიორგი ჭყონდიდელმა რუსთავიც წაართვა დამპყრობლებს. 1115 წელს მტკვრის ხეობა მთლიანად შეუერთდა საქართველოს. ერთი წლის შემდეგ კი კარნიფორსა და ბასიანს შორის დაბანაკებული თურქებიც განიდევნა.

სიმდიდრით და დიდებით აივსო სამეფო. იმავე წელს დავითმა თავისი ასული კატა¡ ბერძენთა იმპერატორს, ალექსი კომნენს მისცა სძლად, მეორე ასული კი შირვანს გაგზავნა დედოფლად, "რათა ვითარცა ორნი მნათობნი — ერთი აღმოსავლეთს, მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი".

"ძლევანი საკვირველნი" გრძელდებოდა, წმიდა მეფე ახალ-ახალი დიდებით იმოსებოდა. სწორუპოვარ მამას გვერდით ედგა ღირსეული შვილი, "სიბრძნითა, სიწმიდითა, ახოვნებითა და სიმხნევითა უმჯობეს მამისა" - დემეტრე (ღირსი დამიანე, დემეტრეყოფილი; ხს. 23 მაისს). მიუხედავად წარმატებისა, დავით აღმაშენებელი კარგად ხედავდა, რომ მცირერიცხოვან ქართულ მხედრობას საქართველოს ქალაქებისა და ციხეების უსაფრთხოების დაცვა და იმავდროულად მუდმივმოქმედ არმიაში ყოფნა გაუჭირდებოდა. საჭირო იყო მუდმივი ლაშქრის შექმნა. ბრძენმა მეფემ განიზრახა, ყივჩაღთაგან შეექმნა ასეთი არმია. ის კარგად იცნობდა ამ ხალხს, იცოდა მათი ომის ხელოვნების და მხნეობის ამბავი. მისი მეუღლე, გურანდუხტ დედოფალიც ხომ ყივჩაღთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული იყო. ათრაქამ სიხარულით მიიღო სახელოვანი სიძის წინადადება. ყივჩაღთა მშვიდობიანი გზის უზრუნველსაყოფად მეფე და მისი აღმზრდელი, გიორგი ჭყონდიდელი ოსეთს წავიდნენ. ოსეთში გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი, "აღმზრდელი პატრონისა და თანაგამკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა". დამწუხრებულმა მეფემ ორმოცდღიანი გლოვა გამოაცხადა მთელ სამეფოში.

დავითმა ყივჩაღთაგან შექმნა 40 000-იანი არმია. ამას 5000 ქართველიც მიემატა და იმ დღიდან საქართველოს განმგებლობაში მუდმივად იყო 45 000 კაცისაგან შემდგარი ლაშქარი.

დავითმა საქართველოში და მის მახლობლად მცხოვრები თურქების ნავარდობას ბოლო მოუღო. წმიდა მეფე დღითი დღე ამტკიცებდა, ჰკრავდა და აძლიერებდა ქვეყანას. მტრები ვერ ბედავდნენ ღვთივკურთხეულ მეფესთან შებმას. "ესევითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი" სულთან მაჰმუდს ეახლნენ ბაღდადში. გლოვისა და გაჭირვების ნიშნად შავად შეიღებნენ და ასე აუწყეს ამიერკავკასიაში მიმდინარე ამბები. სულთანმა არაბთა მეფე დურბეიზს უხმო, მისცა თავისი ძე, მალიქი, 60 000-იანი არმია შეკრიბა და საქართველოსაკენ დაძრა.

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, "თუით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა". უშიშარმა მეფემ წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო მხედრობა. ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: "ეჰა, მეომარნო ქრისტესნო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომú მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შეუტიოთ"... უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. "ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თუისითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა".

პირველსავე ბრძოლაში მტერმა დიდი ზარალი ნახა. ბაღდადის მმართველი ილ-ღაზი მძიმედ დაიჭრა, სახელგანთქმულ სარდალს დურბეიზ სადაყას ძეს ისე ახლოს მიეჭრნენ ქართველები, რომ გულიდან ოქროს ძვირფასი მანიაკი ჩამოგლიჯეს და შემდგომ დიდგორთან მოპოვებული გამარჯვების პატივსაცემად ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირეს.

მომდევნო, 1122 წელს თბილისი აიღო დავით აღმაშენებელმა და 400 წლიანი ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი სამშობლოს დაუბრუნა. 1123 წელს დავითმა დმანისიც შემოიერთა და ამით საქართველოს გაერთიანება საბოლოოდ განასრულა.

გამარჯვება გამარჯვებას მოსდევდა. უფალი შეეწეოდა ღვთის მადიდებელ მეფეს. ჯერ კიდევ 1106 წელს დაიწყო დავით მეფემ თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის - გელათის მონასტრის მშენებლობა. "მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა¡ გარდაართხა ტაძარი ყოვლადწმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა". ეს ტაძარი ყველა დანარჩენებზე მშვენიერი იყო. დავითმა მას დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა, ამასთანავე "შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თუისთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეეყანისა კიდეთათ, სადაცა ესმა ვიეთმე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძია, მოიყვანნა და დაამკუიდრნა მას შინა". ასე დაედო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს - გელათის აკადემიას. მართლსარწმუნოებისა და სიბრძნის კერა იქცა "ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხუად ათინად".

დავითის მზრუნველი ხელი დაეტყო საქართველოს საზღვრებს გარეთ მრავლად არსებულ ქართულ სავანეებს. კაცთმოყვარე მეფემ სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა. სიუხვით და წყალობით სავსე თვითონაც ხშირად ნახულობდა ავადმყოფებს, ამხნევებდა მათ, მამასავით ეპყრობოდა. დავითს ყოველთვის თან დაჰქონდა ქისა მოწყალების გასაცემად.

განსწავლული და მწიგნობარი მეფე თავისუფალ დროს საღმრთო წერილისა და სხვა მეცნიერებათა წვდომას ანდომებდა. დავითს წიგნები ომშიც თან დაჰქონდა, ჯორებით და აქლემებით დაატარებდა ბიბლიოთეკას. როცა კითხვით გადაიღლებოდა, სხვას აკითხებდა, თვითონ კი ყურადღებით უსმენდა. ყველაზე უფრო წმიდა წერილის კითხვა უყვარდა. დავით მეფის ცხოვრების აღმწერი ამბობს: "წინადïიდვა ოდესმე წიგნი სამოციქულო წარკითხვად და რაჟამს დაასრულის, ნიშანი დასუის ბოლოს წიგნისასა. ხოლო მოქცევასა წელიწადისასა მით ნიშნითა აღვთუალეთ: ოცდაოთხჯერ წარეკითხა". საოცარი მწიგნობარი მეფე სწორუპოვარი ჰიმნოგრაფიც იყო. მისი "გალობანი სინანულისანი" თავისი ღრმა სულიერებით უტოლდებოდა ეკლესიის უდიდესი ჰიმნოგრაფების ნაწარმოებებს.

ქართველ მეფეთა შორის ყველაზე უშიშარმა, ძლევამოსილმა და მართალმა, შთამომავლობას დაუტოვა თავისი სულის საოცარი აღსარება, სადაც მწარე გოდებით მოიხსენია ყველა ცოდვა, ნებსით თუ უნებლიედ ქმნილი და შეწყალება გამოსთხოვა ყოვლისმპყრობელ მსაჯულს: "ჟამი რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშნვათა წარმოდგეს, ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს, შუებანი უქმ იქმნნენ, ყუავილოვნება დაჭნეს, სხუამან მიიღოს სკიპტრა, სხვასა შეუდგენ სპანი, მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემო!"

1125 წელს, როცა "დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა" წარმართვაზე ფიქრობდა, ანდერძი დაწერა ღვთივგვირგვინოსანმა მეფემ, თავისი ხელით დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, დაადგა გვირგვინი, მახვილი შემოარტყა წელზე და "დაულოცა ცხოვრება წარმართებული და განგრძობა დღეთა ბედნიერებით". თვითონ კი 53 წლის ასაკში აღესრულა "სახელგანთქმულ, ვითარცა ნებროთ გმირთა შორის; ახოვან, ვითარცა ისო წინამბრძოლთა შორის; მოშურნე, ვითარცა ფინეზ მღვდელთა შორის; მხნე, ვითარცა სამფსონ მსაჯულთა შორის; ბრძენ, ვითარცა სოლომონ მეფეთა შორის; მშვიდ, ვითარცა დავით ცხებულთა შორის; მხურვალე, ვითარცა პეტრე მოწაფეთა შორის; კაცთმოყვარე, ვითარცა ჩემი იესუ ღმერთთა შორის; ბუნებით ღმერთი მადლით ღმერთქმნულთა შორის; საყვარელ, ვითარცა იოანე მეგობართა შორის; მკვირცხლ, ვითარცა პავლე მოციქულთა შორის; სახის დასაბამ უცთომელისა ქრისტიანობისა, ვითარცა დიდი კონსტანტინე თუით-მპყრობელთა შორის; სიმტკიცე კეთილად მსახურებისა, ვითარცა თევდოსი სკიპტრისმპყრობელთა შორის".

წმიდა დავით აღმაშენებელი დაკრძალეს მის მიერ აგებული და სამეფო საძვალედ დადგენილი გელათის მონასტრის შესასვლელში. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია კეთილმსახური მეფის უკანასკნელი სურვილი: "ესე არს განსასუენებელი ჩემი უკუნითი უკუნისამდე, ესე მთნავს: აქა დავემკვიდრო მე
AL|CaPoNe
წმიდა ილარიონ ქართველი (XVIII-XIX)

ხსენება 14 (27) თებერვალი

ღირსი ილარიონი (ერობაში – იესე ყანჩაველი) დაიბადა 1776 წელს ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრის სოფელ ლოსიათხევში. ღვთისმოსავი აზნაურების, ხახული და მარიამ ყანჩაშვილების ოჯახში. ექვსი წლის იყო წმინდანი, როცა ბიძამ განდეგილად მოღვაწე ბერდიაკონმა სტეფანემ, ღმრთის ჩაგონებით, თავისთან წაიყვანა.

მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ, იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა, მაგრამ როცა თბილისში სასულიერო სასწავლებლის გახსნის შესახებ შეიტყო, ქართლისკენ გაეშურა. გზად ლოცვა–კურთხევისათვის ნიქოზის ეპისკოპოსთან შეიარა. ამ უკანასკნელმა კი, იესეს მადლიანი ლოცვით დამტკბარმა, ურჩია: "შვილო ჩემო, შენ სასწავლებელში ისეთს ვერაფერს გასწავლიან, რაც უდაბნოში გისწავლია. ასე რომ, დაბრუნდი შენს სახლში. უფალი ღმერთი, რომელმაც ლოცვა გასწავლა, აგრეთვე შენი ბერის ლოცვები, ისეთ მდგომარეობაში მოგიყვანენ, როცა ღვთის ეკლესიისა და შენი ერისთვის სასარგებლო იქნები."

შინ დაბრუნებული ყმაწვილი, მამამ მალე ქუთაისის სასახლეში მიიყვანა და მეფე სოლომონ II კარზე მიაბარა აღსაზრდელად. მეფემ გადაწყვიტა სისპეტაკით და ღვთისმოსაობით გამორჩეული იესე მღვდლად ეკურთხებინა, რომ მისი სახით ჰყოლოდა მოძღვარი და მრჩეველი. იესემ ცოლად შეირთო თავადის ასული, სახელად მარიამი. მალე იესე აკურთხეს და მეფის კარის ეკლესიის პრესვიტერად დაადინეს.

1801 წელს ქართლ–კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიას შეუერთდა, რუსეთის მთავრობამ იმერეთის მეფესთან დაიწყო მიმოწერა მისი სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე. სოლომონ II–მ მოიწვია დიდებულთა საბჭო და დაადგინეს, რადგან მეფეს არ ჰყავდა ტახტის მემკვიდრე, მის გარდაცვალებამდე იმერეთს შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და ერთმორწმუნე რუსეთთან ძმურ ურთიერთობაში ყოფილიყო, მეფის სიკვდილის შემდეგ კი იმერეთში უნდა ემოქმედა იმპერიის კანონმდებლობას.

ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის ფონზე, თავი იჩინა სამეფო ტახტის სიმტკიცის შერყევითა და სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეულმა შურმა, ანგარებამ და ღალატმა. მალე მეფე სოლომონს ისეთი პირობები შეუქმნეს, რომ ის იძულებული გახდა დაეტოვებინა სამეფო. მეფის წინაშე ორი არჩევანი იდგა, ან რუსეთში "საპატიო" მდგომარეობაში ცხოვრება, რისთვისაც ძალიან დიდი თანხები იყო გამოყოფილი რუსეთის მიერ, ან თურქეთში გაქცევა და იქიდან სამეფოს დაბრუნებაზე ზრუნვა. დიდი შინაგანი ბრძოლის შემდეგ, მეფემ გადაწყვიტა თურქეთში გადასულიყო. დაიწყო უკანასკნელი, უსიხარულო ეტაპი მისი ცხოვრებისა. პროტოპრესვიტერმა იესე ყანჩაველმა არც ამ განსაცდელში მიატოვა მეფე – მცირე ხანში მანაც არზრუმს მიაშურა და სოლომონ II–ის ყველა ჭირსა და ტკივილს იზიარებდა.

სოლომონ II თურქეთში აღესრულა 1814 წელს. მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს. ამის შემდეგ მამა იესემ შესძლო, მეფის ამალაში მყოფი დიდებულებისთვის რუსეთის წყალობა გამოეთხოვა ყველას დაუბრუნდა ადრინდელი წოდებები და მამულები. თავად იესე მშობლიურ კუთხეში აპირებდა დაყუდებულ ცხოვრებას. მაგრამ დედოფალმა მარიამმა მოსკოვში უხმო. მამა იესემ მარიამს იმერეთის მეფის უკანასკნელი დღეების შესახებ მოუთხრო, შემდეგ კი დედოფლის თხოვნით, სასახლის კარზე დარჩა. მან მოსკოვში ჩაიტანა უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი, რომელიც მეფე სოლომონის საკუთრება იყო. დედოფალმა იგი სასახლის ეკლესიაში მოათავსა.

რუსეთის იმპერატორის კარზე გამეფებულმა ფუფუნებამ და განცხრომამ ძალიან დაამძიმა მამა იესეს ღმრთისმოყვარე სული. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეიცვალა და 1819 წელს ათონის მთას მიაშურა.

ათონელ ბერებს იესე სიწმიდეთა დასათვალიერებლად ჩასულ ღარიბ ქართველად გაეცნო. მან ჯერ ივერიონი მოილოცა, შემდეგ კი დიონისეს მონასტერში გადავიდა.

1821 წელს იესე აღიკვეცა და ილარიონი ეწოდა. აღკვეცისას მას ახალი სამოსი მოუმზადეს, მაგრამ ითხოვა, ისევ დაკონკილი ძონძებით შეემოსათ. მამა ილარიონი სიყვარულით ასრულებდა მძიმე მორჩილების საქმეებს. მას მხოლოდ ის აწუხებდა, რომ ბერძნულის უცოდინარობის გამო ღმრთის სიტყვის სმენას მოკლებული იყო, ამიტომ იღუმენისგან ითხოვა კურთხევა, ქართული წიგნების გამოსათხოვად ივერონში წასულიყო. ივერიის ღმრთისმშობლის ხატის წინ ლოცვისას მამა ილარიონი დაინახა ბერძენმა არქიმანდრიტმა, რომელმაც იგი ჯერ კიდევ მოსკოვში გაიცნო, ხელებზე ეამბორა, თან გაიძახოდა: "მამა იესე! მამა იესე! წმიდა მოძღვარი! მეფის მოძღვარი!" მალე მთელს ათონს მოეფინა ხმა იმის შესახებ, რომ მონასტერში უბრალო ბერის სამოსით მეფის მოძღვარი მოღვაწეობდა. ამიერიდან მას ყველგან თან სდევდა საერთო პატივისცემა. ამგვარი მოპყრობით შეწუხებული მამა ილარიონი დიონისეს მონასტრის ახლოს, უდაბნოში გადასახლდა. იმ ხანებში მთელს საბერძნეთში საშინელი სისხლისღვრა იყო გაჩაღებული: თურქები დაუნდობლად ჟლეტდნენ აჯანყებულ ბერძნებს. 1822 წელს აბდულ რობუტ–ფაშა მრავალრიცხოვანი ლაშქრით ათონის საზღვართან, კუმიცაზე დაბანაკდა და ბრძანა, ყველა მონასტრის წინამძღვარი ხლებოდა. დიონისეს მონასტრის წინამძღვრის ნაცვლად ურჯულოს წინაშე მოწამეობის სურვილით ანთებული მამა ილარიონი წარდგა სხვა ორ ბერთან ერთად. როცა ფაშამ შეიტყო, რომ მამა ილარიონი ქართველი იყო, გაიხარა, აღმოჩნდა, რომ თვითონაც ქართველი ყოფილა აფხაზეთიდან. ბავშვობაში თურქებს მოეტაცათ და გაემაჰმადიანებინათ. მან წმიდანს მოუწოდა, დაეტოვებინა ათონი, სანაცვლოდ კი საცხოვრებლად საკუთარ სასახლეს სთავაზობდა თესალონიკში. მამა ილარიონმა მტკიცე უარით უპასუხა და ამხილა ქრისტეს უარმყოფელი.

ათონზე დაბრუნებული მამა ილარიონი წუხდა, რომ ღმრთისმგმობელი ფაშა განაგრძობდა ქრისტიანთა წამებასა და ხოცვა–ჟლეტას. მან წინამძღვრისაგან კურთხევა გამოითხოვა. ხელახლა ეახლა ფაშას. მამა ილარიონმა უთხრა მას: "შენ ქრისტიანის მშობლების შვილი ხარ და ასე სასტიკად, ჭეშმარიტად მხეცურად იმიტომ იქცევი, რომ ჩაახშო ქრისტესაგან განდგომით გამოწვეული სინდისის ქენჯნა". ფაშამ სიცილით უპასუხა: "პირიქით, მე იმდენად მოხარული ვარ სასაცილო ქრისტიანული რწმენის თავიდან მოშორებით, რომ როცა ჩემთან მოვიდა ის, ვინც მშობლებს მომტაცა და თურქებს მიმყიდა, ბაქშიში (ჯილდო) ვუბოძე. თქვენი რწმენა ჭეშმარიტი და ღვთის სათნო რომ იყოს, ღმერთი მტრების ხელში არ ჩაგაგდებდათ. და ისინი არ დაგჩაგრავდნენ ყველგან და ყოველთვის". წმინდანმა მიუგო: "ფაშა, შენ ყველაფერი მცდარად გესმის. განა მამა არ მოიმარჯვებს წკეპლას ცელქი შვილის დასასჯელად? მაგრამ ამას იმიტომ კი არ სჩადის, რომ გულიდან ამოიგდოს შვილი, არამედ გამოსასწორებლად. როცა მას გამოსწორებულს დაინახავს, გადატეხავს წკერპლას და ცეცხლს მისცემს". თქვენც ჩვენი ცოდვების გამო მოგიშვათ ჩვენზე ღმერთმა, თქვენ წარმოადგენთ კვერთხს ღვთის ხელში, მაგრამ როცა გამოსწორებულს გვიხილავს, ამ უსარგებლო ნივთს ცეცხლში მოისვრისო... წმიდანი სამი დღე ზედიზედ მიდიოდა და ცდილობდა ფაშასგან სასიკვდილო განაჩენის გამოტანით მოწამეობრივად დაესრულებინა სიცოცხლე. მეოთხე დღეს მამა ილარიონი კვლავ ეახლა ფაშას და მუსულმანობისა და თვით მისი დამაარსებლის, მუჰამედის სიცრუეზე დაიწყო საუბარი. ფაშამ სიცილით იკითხა: "როგორ ფიქრობ, სად წავალთ ჩვენ?" მამა ილარიონმა ირგვლივ შემოკრებილი სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე უამრავი ადამიანის წინაშე გაბედულად განაცხადა, მხოლოდ მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის წიაღში შობილი ჭეშმარიტი მორწმუნენი გადარჩებიანო. მაშინ ყველა ირგვლივ მყოფმა ერთად შესძახა: "სიკვდილი მაგას!" და ფაშაც იძულებული გახდა, მისი სიკვდილით დასჯის ბრძანება გაეცა. მამა ილარიონი სიხარულით გაჰყვა ბრბოს დასჯის ადგილისკენ, მაგრამ ორმა წარმოშობით ქართველმა კარისკაცმა ფაშასგან კვლავ მისი გათავისფლების ნებართვა გამოითხოვა: თავი მოგვეჭრება, ერთი თანამემამულე ძლივს შეგვხვდა და ისიც რომ მოვკლათო.

წმიდანს ათონზე დაბრუნება უბრძანეს, მაგრამ მან მოყვასის სიყვარულის გამო ტუსაღთა მსახურების ღვაწლი იტვირთა: ექვსი თვის მანძილზე თავგანწირვით ემსახურებოდა თესალონიკის ციხეში გამომწყვდეულ პატიმრებს. მამა ილარიონმა ბევრი პყრობილი გადაარჩინა აშკარა სიკვდილს, ბოლოს კი, ღმრთის ჩაგონებით, დატოვა თესალონიკი და ათონის გზას დაადგა.

მთაზე დაბრუნებული მამა ილარიონი სამი წელი ცხოვრობდა გამოქვაბულებში, შემდეგ კი, უფრო მძიმე ღვაწლი იტვირთა – წმ. პავლეს მონასტრის გოდოლში დაეყუდა. აქ მისი ცხოვრების წესი ასეთი იყო: პარასკევობით არაფერს ჭამდა, სხვა დღეებში წვრილყელიან ხაპში ჩაყრილი დანამცეცებული ორცხობილიდან იმდენს იღებდა, რამდენიც ერთ პეშვს ამოყვებოდა და ამას სჯერდებოდა. წყალსაც ცოტას სვამდა – ერთ ჭიქას დღეში. ხშირად დემონები საზარელი სახით ეცხადებოდნენ წმიდანს. ერთხელ მომლოცველთა ჯგუფმა დაყულდებული ბერის ნახვა მოიწადინა. მათ ცოცხალი კიბის გაკეთება გადაწყვიტეს. ერთმანეთზე შედგნენ, რომ როგორმე სარკმელს მისწვდომოდნენ. ბერმა, დატოვა სენაკი და ტყეში მიიმალა. ძლიერმა ასკეტურმა მოღვაწეობამ ფიზიკურად ისე დაასუსტა წმიდანი, რომ იძულებული გახდა, დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. მეგობრის, ქართველი ბერის, ბენედიქტეს ზედამხედველობით წმიდანი თანდათან მომჯობინდა. ამის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ივერონში, დიონისეს მონასტერში, რუსიკში...

ივერონში მან წიგნთსაცავს მიხედა. შეადგინა კატალოგი, შემდეგ წიგნებიდან და ხელნაწერებიდან ამონაწერები გააკეთა, რაც თორმეტ ტომად მოამზადა სათაურით "ყვავილნარი". წიგნებში, ძირითადად, წმინდანთა ცხოვრება იყო აღწერილი, ეს კრებული გადაეცა ზოგრაფის იღუმენს, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა. მან გამოსცა თორმეტივე ტომი ქართულ ენაზე, შემდგენლის მიუთითებლად. სიცოცხლის მიწურულს ილარიონი მძიმედ დასნეულდა, რისთვისაც ღმერთს მადლობდა. "დიდება უფალს! მსურდა მოწამეობა, მაგრამ ღმერთმა არ მაღირსა, ახლა კი ავადმყოფობა მომივლინა. ეს მოწამეობის ტოლია, თუ მოთმინებით და ღმრთის ნების ერთგულებით გადაიტან". სიკვდილის წინ მამა ილარიონს თავისი მოწაფისთვის, მამა საბასთვის უთხოვია, მისი ნეშტი მალულად დაეკრძალა.

მამა ილარიონი გარდაიცვალა რუსიკის სავანეში წმიდა გიორგის სახელობის სენაკში 1864 წლის 12 თებერვალს. მამა საბა გარემოებებმა აიძულა, საიდუმლო გაეცხადებინა. 1867 წელს, ამაღლებისწინა ღამისთევის ლოცვისას ბერებმა ამოასვენეს მამა ილარიონის წმიდა ნაწილები, რომლებიც საოცარ კეთილსურნელებას გამოსცემდა. ერთ მეუდაბნოეს სწორედ ამ დროს მამა საბას სენაკის თავზე უხილავს მზის მსგავსი მნათობელი სფერო, რომელიც სხივებს აფრქვევდა: სიცოცხლეშივე სასწაულებით გაბრწყინებული წმიდანი უფალმა სიკვდილისშემდგომი სასწაულებითაც ადიდა.
AL|CaPoNe
წმიდა მეფე სოლომონ II
სამშობლოსათვის თავდადებული (+1815)

ხსენება 7 (20) თებერვალი

წმიდა მეფე სოლომონ II (გამეფებამდე დავით არჩილის-ძე) დაიბადა 1772 წლის 2 (20) თებერვალს. მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის (+1784) ძმა იყო. დედა _ ელენე კი ქართლ-კახეთის ერეკლე II (+1798) ასული. დავითი ძირითადად დედულეთში იზრდებოდა. ბიბლიური დავითის მსგავსად უფალმა ისიც ბავშვობაში გამოარჩია და უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი.

დავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე. სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო დავითი, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავითის არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისაებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის-ძე დაესვათ. სამწუხაროდ ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში, მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე _ წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის გრიგოლ დადიანის და მარიამ კაცის ასული, მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა. წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი იყო წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილებები. სარწმუნოებრივი და სახელმწფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს, დაუმტკიცა იერუსალიმის ეკლესიას იმერეთში მამულები და გადასახადები, განუახლა გუჯარი ბიჭვინთის ეკლესიას...

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით, სოლომონი ცდილობდა თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთ შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I ბრძანებით 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.

წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1810 წლის იმერეთს აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადვიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადვიდა სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: "შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება", მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი იესე ყანჩაველი _ (წმ. ილარიონ ქართველი) ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც რა თქმა უნდა ამ ქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის მიერ წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.


AL|CaPoNe
თეოდორე აჭარელი (XVIII-XIX)

ხსენება 17 (1.03) თებერვალი

მღდელმოწამე თეოდორე დაიბადა აჭარაში 1775 წლის ახლო ხანებში. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალებმა უკვე თითქმის დაასრულეს საქართველოს ამ კუთხის ძალად გამუსულმანების პროცესი, თითქმის მთლიანად ამოხოცეს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც უარი თქვეს მაჰმადიანობის მიღებაზე და დაიწყეს იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მიუხედავად მუსულმანური სარწმუნოების გარეგნული აღიარებისა, მაინც საეჭვოდ ითვლებოდნენ დამპყრობლების თვალში. ზოგმა თვითონ დატოვა მშობლიური კუთხე და სულის გადარჩენის მიზნით უცხოობაში არჩია ცხოვრება. ერთ-ერთ ასეთ ოჯახში დაიბადა წმიდა თეოდორეც, ის თვალნათლივ ხედავდა ძალად გამუსულმანებული ქართველი მოსახლეობის გარეგნული მუსულმანური ტრადიციების იძულებით მორჩილებასა და მათ ფარულ ქრისტიანულ ცხოვრების წესს. წმინდანის ცხოვრებიდან არ ჩანს, თუ რა მიზეზით აღმოჩნდა მათი ოჯახი ტრაპეზენტში, ან მათმა რამდენმა თაობამ იცხოვრა სამშობლოს გარეთ. თეოდორე როდესაც წამოიზარდა უარი ეთქვა მუსულმანობაზე. და ფარულად მოინათლა, რაც იმ დროისათვის უეჭველ სიკვდილს ნიშნავდა. თეოდორემ თავი შეაფარა ქალაქ სმირნაში (იზმირი) არსებულ ერთ-ერთ ქართულ მონასტერს და მონაზვნად აღიკვეცა. თეოდორემ მისი ძმისშვილიც მოაქცია ქრისტიანობაზე. მალე თეოდორე ამ მონასტრის პროიღუმენიც გამხდარა.

1822 წელს თეოდორემ ათონზე ქართველთა მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. როგორც ცნობილია ამ დროისათვის ოსმალეთი ცდილობდა სისხლში ჩაეხშო ბერძენთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი გამოსვლები. ოსმალთა ჯარებით იყო გარშემორტყმული ათონის მთაც. სწორედ ოსმალებს შეუპყრიათ ათონს მიმავალი ბერი და ქრისტიანობის გამო მოუკლავთ, მოწამის გვამი კი ზღვაში გადაუგდიათ.
AL|CaPoNe
წმიდანი ლაზი მოწამენი სარწმუნოებისა და
საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათას
მოწყვეტილნი (XVII-XVIII)

29(12.05) აპრილი

ლაზეთი კოლხური წიაღის განუყოფელი ნაწილია. იგი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ძარღვი და ჩვენი კულტურის უძველესი კერაა. ანდრია მოციქულმა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქართველი ერის მოქცევა სწორედ აქედან დაიწყო.


ბიზანტიის და ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ (1453) ოსმალები მთელი სამი საუკუნის მანძილზე ცდილობდნენ აღმოეფხვრათ ლაზებში ქრისტიანობა და ეროვნული ცნობიერება. თავის მხრივ რომმა გააძლიერა ამ მხარეში მისიონერების მოღვაწეობა. ამ ორ ცეცხლს შუა მომწყვდეული ლაზები მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლობას, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგმა კათოლიკებსა და მონოფიზიტებს "`შეაფარეს" თავი, რომელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ შემდგომში მთლიანად დაკარგა სამრწმუნოებრივ-ეროვნული ცნობიერება. ძალად გამუსლუმანებულმა ქართველებმა შეინარჩუნეს ენა, ეროვნულ-კულტურული ტრადიციების ნაწილი, ხსოვნა მათი წინაპრების ქრისტიანობის შესახებ.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით საფუძველი ჩაეყარა თურქეთში მცხოვრებ ლაზებისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის მკვიდრთა შორის შეხვედრებისა და ურთიერთობების ტრადიციას. ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუბრუნდნენ საქართველოში მაცხოვრებელი ლაზები. მათ წარუდგინეს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს მასალები XVII-XVIII სს-ში სარწმუნოებისა და საქართველოსთვის ათასობით ლაზის, მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1600-1602 წლებში მომხდარი ორი მოვლენა: უსჯულოთა მიერ ლაზების ძალად გამუსლიმანების წინააღმდეგ აჯანყებული, ერთ-ერთ მთაზედ დაბანაკებული სამასი ლაზი მეომარი მტერმა შეიპყრო. ტყვეებს მტერმა ქრისტიანობის უარყოფის სანაცვლოდ თავისუფლება და სხვადასხვა მიწიერი პატივი აღუთქვა. ბრძოლებში სიმამაცითა და სიმხნევით განთქმულმა ლაზებმა უდიდესი სარწმუნოებრივი სიმტკიცე გამოიჩინეს. სამასივე მეომარს მოჰკვეთეს თავი და მდინარეში გადაყარეს, რის შემდეგ ამ ადგილს დუდუკვეთა (თავისკვეთა) უწოდეს. დუდუკვეთა ეწოდა მოწამეთა სისხლით შეღებილ მდინარესაც.


ანალოგიურად აღესრულნენ მეორე მთაზე მდებარე მამათა მონასტერში მყოფი სასულიერო პირები. მათ მრავალფერი ტანჯვისა და წამების შემდეგ თავები მოჰკვეთეს. ამ მთას ხალხმა პაპათას (სამღდელოთა) მთა უწოდა.


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54899 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
მოწამენი ცხრანი ყრმანი კოლაელნი
მტკვრის სათავესთან ქვით ჩაქოლილნი (VI)

ხსენება 22 (6.03) თებერვალი

მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა სოფელი კოლა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.

ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როცა სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად.
ეკლესიაში ვერ შედიოდნენ წარმართი მშობლების ბავშვები. „თქუენ შვილნი ხართ მეკერპეთანი და არა ჯერ-არს შემოსლვაი თქუენი სახლსა ღმრთისასაი ეუბნებოდნენ ეკლესიასთან მისულ ყრმებს. ქრისტიანები ყრმებს ჭეშმარიტ ღმერთს აცნობდნენ და ეუბნებოდნენ: "უკუეთუ გნებავს შემოსლუად ჩუენ თანა ეკლესიად, გრწმენინ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ნათელ-იღეთ სახელისï მიმართ მისისა და ეზიარენით საიდუმლოთა მისთა და შეგუერთენით ქრისტეანეთაი.

ერთ დღეს ყრმებმა გადაწყვიტეს და სიხარულით აღუთქვეს ქრისტიანებს, რომ მოინათლებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. მღდელი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლავად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ.

მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში. ბავშვებმა გმირულად აიტანეს ყოველგვარი შეურაცხყოფა და ტანჯვა-წამება, შვიდი დღე-ღამე მშიერ-მწყურვალნი მუდამ ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არა ჯერ-არს, ვითარმცა ვჭამეთ და ვსუთ ნაგები კერპთაი. ვერც მოფერებამ, ვერც ლამაზმა ტანსაცმლებმა, ვერც სხვა სიკეთეთა აღთქმამ ვერ მოხიბლა ქრისტეშემოსილი ყრმები. „ჩუენ ქრისტიანენი ვართ და არარაი გვიხმს თქუენგან, არამედ განგუეტევენით და წარვიდეთ ქრისტეანეთა თანა”, _ ითხოვდნენ ისინი.

შვილების სიმტკიცით განრისხებული მშობლები მთავართან მივიდნენ და ყოველივე აუწყეს. მთავარმა მათ უთხრა: „შვილნი თქუენნი არიან, ხელმწფება გაქუს, უყავთ, რაიცა გნებავს”. წარმართებმა მთავრისგან ბავშვების ქვით ჩაქოლვის ნებართვა ითხოვეს, მდინარის სათავესთან, იქ, სადაც ყრმებმა ნათელიღეს, დიდი ორმო ამოთხარეს და ბავშვები შიგ ჩაყარეს. „ჩუენ ქრისტეანენი ვართ და მისთ უისცა მოვსწყდებით და მოვკუდებით, რომლისა მიმართ ნათელ-ვიღეთ”,_ ეს იყო ყრმათა უკანასკნელი სიტყვები. უსჯულო მშობლებმა პირველებმა აიღეს ქვები, შემდეგ თავმოყრილმა ხალხმაც მიჰბაძა მათ და მალე ორმო ქვებით ამოავსეს. წარმართებმა სიკვდილის პირას მიიყვანეს სოფლის ხუცესიც, გაძარცვეს და ნაძარცვი თვითონ დაინაწილეს. ეს ამბავი მოხდა VI საუკუნის სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.
AL|CaPoNe
ღირსი იოვანე ხახულელი
(ოქროპირად წოდებული) (X-XI)

10 (23) მარტი

ღირსი იოვანე ხახულელი დაიბადა 980 წლის ახლო ხანებში. როგორც ჩანს იოვანე ქართველ დიდგვაროვანთა წრიდან იყო და საკმაოდ საფუძვლიანი განათლება მიუღია ბავშვობიდანვე. მისი ოჯახი საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის კარზე საკმაოდ დაახლოებული და პატივდებული ყოფილა.

წმიდა იოვანე მონაზვნად აღკვეცილა, მისი სულიერი მოძღვარი ყოფილა ცნობილი საეკლესიო მოღვაწე ღირსი იოვანე გრძელის-ძე. სიწმიდითა და განათლებით გამორჩეული მოღვაწისათვის მალევე დაუსხამთ ხელნი მღდელმონაზვნად და მონასტრის წინამძღვრობა ჩაუბარებიათ.
ქართლის კათოლიკოსის კურთხევითა და მეფე ბაგრატ III-ის თხოვნით მღდელმონაზონ იოვანეს ეპისკოპოსობის მძიმე და საპატიო ჯვარი აუღია და ხახულის საეპისკოპოსო კათედრა ჩაუბარებია სამწყსოდ, თუმცა მისი სული უფრო განდეგილი მოღვაწეობისკენ იყო მიდრეკილი.
წმიდა იოვანე მისი დროის ცნობილი სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას როგორც მჭერმეტყველ მქადაგებელს, "ოქროპირი" უწოდეს.

დაახლოებით 1019 წელს იოანემ ხახულის კათედრას თავი დაანება და არსენ ნინოწმინდელთან ერთად ათონის მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: "ლოცვა ყავთ ნეტარისა ბერისა იოვანე გრძელიძისა და სულიერი შვილისა მისისა იოვანე ოქროპირისთვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა". ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმიდა ექვთიმე ათონელს და გულითად მეგობრობას უწევდა მას. "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან" ჩანს, რომ ღირსი იოვანე ხახულელი ათონზევე აღსრულებულა.
AL|CaPoNe
მღვდელმოწამე კირიონ II – სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი (XX)

27 (10.07) ივნისი

მღვდელმოწამე კირიონ II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.

გიორგი ჯერ ანანურის საერო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღმრთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883-1886 წლებში წმიდანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, სკოლებთან ქმნიდა წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე. 1886 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღმრთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწეობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.

კირიონმა, რომელიც მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი იყო, 1898 წელს გამოსცა ლიახვის ხეობის ისტორიულ ძეგლთა აღწერილობა, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბევრი აქ აღწერილი ძეგლი მომდევნო ხანებში განადგურდა.

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხაულით შეხვდა.

კირიონი საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV –ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო.

1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისთვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს: 1903 წელს იგი ხერსონში გაამწესეს, 1904 წელს – ორიოლში, 1906 წელს – სოხუმში. სოხუმში კირიონმა ბევრი იღვაწა ქართული ეკლესია-მონატრების აღდგენისათვის. მალე იგი კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს.

1907 წლის სექტემბერში კირიონს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა.

1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი იყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. 1955 წელს ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მეთაურობით მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვს ოფოციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მთავრობა იძულებული შეიქნა, ფორმალურად მაინც დაენიშნა პეტერბურგში სპეციალური სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო აღნიშნული საკითხი. ეპისკოპოსმა კირიონმა სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება:

1) რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე;

2) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. კირიონი ასაბუთებდა, რომ ეკლესიური მონობა ყოველგვარ მონობაზე უარესია. ფორმალურად დანიშნულმა კომისიამ უარყო ქართველი სამღვდელოების სამართლიანი მოთხოვნები, რის შემდეგაც დაიწყო კირიონის დევნა-შევიწროება.

წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომელი მკვლევარიც იყო. მას ეკუთვნის წიგნად გამოცემული ორმოცზე მეტი მონოგრაფია.

კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობა დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი კი უფლისგან მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: ,,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია"

მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს. წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. ჯერ კიდევ XIX ს-ის 90 –იან წლებში, როცა ქართული ენა ოფოციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.

1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და ამავე წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს. 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.

სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა თქვა: ,,სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: ,,არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა" (მთ.20, 28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, რამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი" .

კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ, მაგრამ დასაბუთებულად გადმოსცემდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას.

საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. 1918 წლის 26 ინვისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.
AL|CaPoNe
მღვდელმოწამე კირიონ II – სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი (XX)

27 (10.07) ივნისი

მღვდელმოწამე კირიონ II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.

გიორგი ჯერ ანანურის საერო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღმრთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარის ინსპექტორის თანაშემწედ.

1883-1886 წლებში წმიდანი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, სკოლებთან ქმნიდა წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს, გამოკვლევებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე. 1886 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღმრთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწეობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.

კირიონმა, რომელიც მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი იყო, 1898 წელს გამოსცა ლიახვის ხეობის ისტორიულ ძეგლთა აღწერილობა, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ბევრი აქ აღწერილი ძეგლი მომდევნო ხანებში განადგურდა.

1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხაულით შეხვდა.

კირიონი საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV –ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო.

1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისთვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობამ გამოსავალი იმაში გამონახა, რომ ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდნენ ეპარქიებს: 1903 წელს იგი ხერსონში გაამწესეს, 1904 წელს – ორიოლში, 1906 წელს – სოხუმში. სოხუმში კირიონმა ბევრი იღვაწა ქართული ეკლესია-მონატრების აღდგენისათვის. მალე იგი კოვნოს ეპარქიაში გადაიყვანეს.

1907 წლის სექტემბერში კირიონს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა.

1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი იყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის. 1955 წელს ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) მეთაურობით მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვს ოფოციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მთავრობა იძულებული შეიქნა, ფორმალურად მაინც დაენიშნა პეტერბურგში სპეციალური სხდომა, სადაც უნდა განხილულიყო აღნიშნული საკითხი. ეპისკოპოსმა კირიონმა სხდომაზე წაიკითხა ორი მოხსენება:

1) რა აიძულებს ქართველებს იმეცადინონ თავისი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაზე;

2) ეროვნული პრინციპი ეკლესიაში. კირიონი ასაბუთებდა, რომ ეკლესიური მონობა ყოველგვარ მონობაზე უარესია. ფორმალურად დანიშნულმა კომისიამ უარყო ქართველი სამღვდელოების სამართლიანი მოთხოვნები, რის შემდეგაც დაიწყო კირიონის დევნა-შევიწროება.

წმიდა მღვდელმთავარი დაუცხრომელი მკვლევარიც იყო. მას ეკუთვნის წიგნად გამოცემული ორმოცზე მეტი მონოგრაფია.

კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობა დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილი ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი კი უფლისგან მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: ,,ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია"

მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ დართეს. წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება. ჯერ კიდევ XIX ს-ის 90 –იან წლებში, როცა ქართული ენა ოფოციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.

1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და ამავე წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს. 1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.

სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა თქვა: ,,სამშობლო საყვარელო, ღმრთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებისასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა სცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომიპყარ: ,,არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა" (მთ.20, 28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, რამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი" .

კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებლურ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ, მაგრამ დასაბუთებულად გადმოსცემდა საქართველოს ეკლესიის ისტორიას და მოითხოვდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობას.

საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. 1918 წლის 26 ინვისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.
AL|CaPoNe
მღვდელმოწამე გაბრიელ მცირე (+1802)

17 (30) მარტი

მღდელმოწამე გაბრიელ მცირე დაიბადა დაახლოებით 1745-1755 წლებში. "ესე ნეტარი გაბრიელი იყო მცხოვრები თფილისით მოქალაქეთაგანი და ხელოვნებითა მკერავი, რომელმან დაუტევა ღმრთისა სიყვარულისათვის სახლი, დედა და ძმანი და მეგობარნი თვისნი და ყოველი მონაგები და წარვიდა მონასტერსა და აღიკვეცა და იქმნა მონაზონ".

ღირსი გაბრიელი დაახლოებით 1772-1773 წლებში აღიკვეცა მონაზვნად გარეჯას მრავალმთის წმიდა იოვანე ნათლისმცემლის მონასტერში და იქ მოღვაწეობდა მოწამეობრივ აღსასრულამდე."ისწავლნა საღმრთონი წერილნი შეწევნითა და ნიჭითა სულისა წმიდისაითა და ფრიად ღუაწლსა და მარხვასა შინა, რომელსაცა სათნოებანი არცღა თუ რიცხვითა შესაძლებელ არს აღწერად". ცნობილია რომ მან "იმარხვა ორმეოცი დღე, რათა ჰპოვოს ხატი ღვთაებისა წმიდისა ანტონის მარტყოფის მონასტრისა".

გაბრიელ მცირემ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული საეკლესიო მწერლობის ისტორიაში, მას როგორც საუკეთესო კალიგრაფს მრავალი ხელნაწერი აქვს გადაწერილი, შედგენილი აქვს სხვადასხვა წმიდა მამათა გამონათქვამების კრებული: "გვირგვინი", "სამოთხის ყვავილი", "სამასეული", "`ოქროს წყარო", "კლიტე", "`სუფევა", "`მანანა"... შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებებიც, მათ შორის:
1) მღდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაი სახისმეტყუელებითი, ვითარმედ ყოველსავე მღდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს;
2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის;
3)სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყუარეთანი;
4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა სქემოსან ონისიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პორფირისათვის. მისი ძირითადი შრომები გაერთიანებულია კრებულში "ჯვართშემოსილი".

მიუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა. ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში თბილისელი მთავარდიაკონი ჩავიდა. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. გაბრიელი თან გაჰყვა დიაკონს " ხოლო წარსრულნი მუნით, მივიდენ მრავალწყაროსა ხევსა შინა და მუნ დახვდნენ ლეკთა მხედრობანი; ხოლო ესე წმიდაი მამაი მათ მიერ მოიკლა და შეირაცხა იგი რიცხვსა წმიდათა მღდელმოწამეთასა... ხოლო გუამი ნეტარისა მამისა მის მოიღეს ძმათა მის მონასტერისათა და დაფლეს მუნვე მონასტერსა შინა, რომლისაცა სუფევს ქრისტეს ღმრთისა თანა და მეოხ არს სულთა ჩუენთათვის".

გაბრიელის ზეწოდება: "მცირე" აღებულია მისი ერთ-ერთი წერილიდან რუსთველ-ნინოწმიდელი მიტროპოლიტ სტეფანესადმი, სადაც ის თავის თავს გაბრიელ მცირედ მოიხსენიებს.


AL|CaPoNe
ღირსი ეფრემ მცირე, ფილოსოფოსი (+1101)

ხსენება 18 (31) იანვარი

ღირსი ეფრემ მცირე, დაიბადა, 1025 წლის ახლო ხანებში, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ იგი გვარად კარიჭისძე იყო, ტაოელი დიდგვაროვნის ვაჩეს შვილი.

1027 წელს, საქართველოს მეფის, ბაგრატ IV-ის ტახტზე ასვლისას, საბერძნეთში საცხოვრებლად წავიდნენ ტაოელი აზნაურები. მათი სამშობლოდან აყრის მიზეზი იყო საქართველოსა და ბიზანტიას შორის ჩამოვარდნილი შუღლი "ზემო ქვეყანათა", ანუ ტაო-კლარჯეთის მიწების გამო და ის შინააშლილობა, რაც ამ პოლიტიკურ დაძაბულობას მოჰყვა.
აზნაურთა შორის იყვნენ "ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოზი იოანე". მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ეფრემ მცირე იყო ძე ვაჩე კარიჭისძისა. ეფრემმა კონსტანტინეპოლში მიიღო ბერძნული განათლება და ზედმიწევნით შეისწავლა ბერძნული ენა, შემდგომ ანტიოქიის მახლობლად მდებარე შავ მთას მიაშურა სამოღვაწეოდ. იმ დროს იქ სამოცამდე ქართველი ბერი ცხოვრობდა და დიდი ლიტერატურული მოღვაწეობა იყო გაჩაღებული.

შავ მთაზე მისული ეფრემი თავდაპირველად იქაურ ქართველ მოღვაწეებს დაემოწაფა. თავის "მოსახსენებელში" ღირსი ეფრემი ამბობს, რომ შავთელმა საბა თუხარელმა "ქრისტეს მიმსგავსებულითა სახიერებითა მიტუირთა ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა და სხუათავე ქველისმოქმედებათა თანა ესეცა აჩუენა ჩემზედა, რომელ ბერძულისაცა წიგნთა კითხვის სწავლა იღუაწა ჩემთუის ადგილსა შინა ჯეროვნად მომზავებულსა, რომელ არს მონასტერი წმიდისა სვიმეონ საკუირველთმოქმედისა". როგორც ჩანს, ეფრემმა საბა თუხარელისაგან შეისწავლა საეკლესიო წიგნების კითხვის წესი. საკმაოდ დავალებულად მიიჩნევს თავს ეფრემი იოანე ფარაკნელისაგანაც. ერთ ანდერძში ნეტარი გვაუწყებს: "ვიდრეღა იგი ჯერეთ ჩუენ თანა იყო ნეტარი იგი და ყოვლად რჩეული მოღუაწეთა შორის ბერი იოვანე ფარაკნელი, მან განკვეთილობის ნიშნების გამოყენება მასწავლა". გაბრიელ მღვდელი არჩევდა წიგნებს ეფრემის სათარგმნელად. ეფრემის ანდერძ-მინაწერები მადლიერებით იხსენიებს შავ მთაზე მოღვაწე მამებს: საბა თუხარელს, ანტონ ტბელს, ეფრემ ოშკელს, არსენ იყალთოელს, სტეფანე ჭულეველს, იოანე ფარაკნელს, მღვდელ გაბრიელს და სხვებს.

განუზომელია ეფრემის ღვაწლი ქართული სასულიერო და ფილოსოფიური მწერლობის წინაშე. მისი შრომების რიცხვი ასამდე აღწევს და ეხება საეკლესიო მწერლობის თითქმის ყველა დარგს. ეფრემმა შექმნა საკუთარი თეორია მთარგმნელობისა, რომელიც საფუძვლად დაედო შემდეგი დროის ქართულ მწერლობას. ამ თეორიას სამი არსებითი ნიშანი ახასიათებს: 1.თხზულება უნდა ითარგმნებოდეს აუცილებლად თავდაპირველი დედნიდან, იმ ენიდან, რომელზედაც იგი შეიქმნა; 2. შესრულებული თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზედაც ძეგლი ითარგმნება; 3.თარგმანზე დართული უნდა იყოს სპეციალური კომენტარები, რომელშიც განხილული იქნება თხზულებასთან დაკავშირებული ისტორიულ-გრამატიკულ-ტექსტოლოგიური საკითხები.

დედნის აზრის შესაგნებლად და გასაადვილებლად ეფრემ მცირემ შეიმუშავა პუნქტუაციის ხმარების საკუთარი წესიც. როგორც თავად წერს, იგი წერტილს იყენებდა "მცირე სასუენად, ორწერტილს განსაკუეთელად სიტყვისა და სამწერტილს დიდად სასუენად და ექუს წერტილს სრულიად დასაბოლოებლად და ახლად დასაწყებლად სიტყვისა".

ეფრემს უთარგმნია დიონისე არეოპაგელის სახელით ცნობილი ხუთი თხზულება, ბასილი დიდის და ეფრემ ასურის "ასკეტიკონი", ეპისტოლეთა და ფსალმუნთა კომენტარები, იოანე დამასკელის "წყარო ცოდნისა" და უამრავი სხვა.

ეფრემ მცირის ორიგინალურ ნაშრომთაგან გამოირჩევა "უწყება მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების". XI საუკუნის მეორე ნახევარში ანტიოქიისა და შავი მთის ბერძენი ბერები საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას არ ცნობდნენ. სხვა მიზეზთა შორის ასახელებდნენ იმას, რომ თითქოს საქართველოში ქრისტიანობა არც ერთ მოციქულს არ უქადაგია. საჭირო გახდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის უფლების დაცვა-დადასტურება. იქაურ ქართველ მოღვაწეებს ეფრემისათვის დაუვალებიათ ამ საქმის მოგვარება. ეფრემმა საგანგებოდ შეისწავლა ბერძნული წყაროები, "მცირედი სიტყუანი, ვითარცა თესლის მკრებელმან, მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან" ერთად შეკრიბა, დაიცვა და დაასაბუთა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის უფლება.

ბერძნული წყაროებით ასაბუთებს ეფრემი ქართველთა შორის წმიდა ნინოს ქადაგების ფაქტს, კათოლიკოსთა ხელდასხმისა და მირონის კურთხევის ნებართვის მიღების თარიღს. ღირს ეფრემ მცირეს არასოდეს დაუტოვებია შავი მთა. 1091 წლის ახლო ხანებში ის კასტანას მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ღირსი ეფრემი გარდაიცვალა 1101 წლის ახლო ხანებში. რუის-ურბნისის კრების (1103 წ.) აქტები მას მიცვალებულთა შორის იხსენიებს.


AL|CaPoNe
წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1927)

ხსენება 16 (29) მარტი


წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ერისკაცობაში - ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს, მარტვილის რაიონში. პირველდაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1885 წელს. ბესარიონი დაოჯახდა და სოხუმის ეპარქიაში დაიწყო მოღვაწეობა, იგი დიაკვნად აკურთხა სოხუმის ეპისკოპოსმა. სიწმიდითა და განათლებით გამორჩეულ დიაკონ ბესარიონს მალე მღვდლად დაასხეს ხელი. ის რვა წელი მოძღვრობდა სოხუმში, სკოლებში ასწავლიდა ქართულ ენას, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებებს; 1896 წელს გარდაეცვალა მეუღლე და მარტომ იტვირთა შვილების აღზრდა. 1897 წელს ბესარიონმა სწავლა დაიწყო შევიდა ყაზანიì სასულიერო აკადემიაში.

ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. ყაზანში მყოფი, თვალ-ყურს ადევნებდა საქართველოს ლიტერატურულ-კულტურულ ცხოვრებას, ქართველთა ბრძოლას ეროვნული თვითგამორკვევისათვის; ჩვენი ისტორიის პირველწყაროებზე მუშაობდა და მომზადებული ჰქონდა რამდენიმე ისტორიული თუ სხვა ხასიათის ნარკვევი. Mმისმა საკანდიდატო დისერტაციამ "ქრისტიანობის ბრძოლა ისლამთან საქართველოში" ისეთი ყურადღება დაიმსახურა, რომ პროფესორს უთხოვია, შეევსო ზოგიერთი თავი და წარედგინა მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად. მამა ბესარიონი 1901 წელს სწავლა დაამთავრა, იმავე წელს მონაზვნად აღიკვეცა და უწოდეს სახელად ამბროსი.

სამშობლოში დაბრუნებული ღირსი მამა, ერის სხვა საუკეთესო შვილებთან ერთად დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ამის გამო 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს. სამშობლში კვლავ დაბრუნების შემდეგ ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა დაევალა.

ჭელიშის მონასტერი თავის დროზე მთელი რაჭის საღმრთო სწავლა-განათლების კერა იყო, მაგრამ გავიდა ჟამი და მონასტერს შემოაკლდა მოწაფეები, შემდეგ კი თანდათან გაუდაბურდა. Mმამა ამბროსიმ იმერეთის ეპისკოპოსის, ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით მონასტერში დაიწყო სემინარიელების მომზადება. ისწავლებოდა გალობა, საღმრთო წერილის კითხვა. მამა ამბროსიმ ბევრი იღვაწა ოდესღაც უმდიდრესი Qჭელიშური ხელნაწერების მოსაძიებლად და აღსადგენად. Eერთხელ ეკლესიის ეზოში არგნით გამოსული წინამძღვრის ყურადღება მიიპყრო ყრუ ხმამ, რომელიც მიწის სიღრმიდან ამოდიოდა, გაათხრევინა ის ადგილი და უძველესი სახარება აღმოაჩინა. Dშემდგომ მუშაობდა თბილისში, სინოდალური კანტორის წევრად, მოკლე ხანში კი ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი გახდა.

1908 წელს მამა ამბროსის საშინელი ცილი დასწამეს: ბრალად დასდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთში გადაასახლეს. გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ გაატარა. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელსყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ბოლოს, 1917 წელს, წმიდა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში და კვლავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა.
1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.

1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღმრთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ამბროსი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი აფხაზეთის მიტროპოლიტად გაამწესეს.

1921 წელს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს კვლავ დაედგა მძიმე მონობის უღელი. საბჭოთა ხელისუფლებამ ცეცხლითა და მახვილით მოედო ეკლესიებს, დაანგრია და გააუქმა 1200 ტაძარი, დაატუსაღა და დახვრიტა მრავალი სასულიერო მოღვაწე.

ერის სულიერმა მამამ და მწყემსმა 1922 წლის 7 თებერვალს გენუის კონფერენციის წარმომადგენლებს გაუგზავნა მემორანდუმი, რომლის თითოეული სიტყვა სამშობლოს სიყვარულითა და ჭირისუფლობით არის განმსჭვალული, მასში წინასწარმეტყველურად არის დანახული ქრისტიანული სათნოების გარეშე დარჩენილი ერისა და სახელმწიფოს ბედი, მისი უნუგეშო მომავალი.
გენუის კონფერენციაზე მემორანდუმის გაგზავნა უპრეცედენტო შემთხვევა იყო. მალე წმიდა ამბროსი დააპატიმრეს. სასამართლო პროცესზე პატრიარქთან ერთად საკათოლიკოსო საბჭოს წევრებიც განისჯებოდნენ. მათ ბრალად დასდეს გენუის კონფერენციისადმი მემორანდუმის გაგზავნა, საქართველოს ეკლესია-მონასტრების საგანძურის გადამალვა, სამხედრო ტაძრის კომკავშირისათვის გადაცემისა და სატრაპეზოს დაშლის პროცედურაში საპატრიარქოს წარმომადგენლის გამოუცხადებლობა.

სამსჯავროზე წმიდა ამბროსი თამამად ამხელდა მთავრობას ბოროტებაში, უსამართლობაში, მკრეხელობაში. ერთ-ერთ დაკითხვაზე პატრიარქმა თქვა: "სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება. დევნულობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც, საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზოგადო კანონებიდან".

სასამართლო პროცესის ბოლოს, მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვაში წმიდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა: "სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით". სასამართლომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 1924 წლის ბოლოს გამოცემული ამნისტიით ამბროსის და საკათოლიკოსო საბჭოს წევრებს სასჯელი მოუხსნეს, მაგრამ უკვე ხანში შესულ და ჯანგატეხილ ერის მამას დიდხანს აღარ უცოცხლია: იგი სამი წლის შემდეგ, 1927 წელს გარდაიცვალა.


AL|CaPoNe
ღირსი ზოსიმე II ეპისკოპოსი კუმურდოელი (XVI)

ხსენება 1 (14) მარტი


ღირსი ზოსიმე კუმურდოელი დაიბადა 1885 წლის ახლო ხანებში. ქართველ დიდგვაროვანთა ოჯახში. მისი საერო სახელი იყო ზებედე, იგი ქართლის მეფე გიორგი VIII–ის (+1466) ასულმა ქეთევანმა აღზარდა და შესაბამისი განათლებაც მიაღებინა.

ზებედე 1515 წელს მონაზვნად აღკვეცილა და მისთვის ზოსიმე დაურქმევიათ. ამავე წელს ვარაუდობენ მის ეპისკოპოსად ხელდასხმასაც. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს კუმურდოს ტაძრის მინაშენზე არსებული წარწერა: "ზოსიმე კუმურდოელსა შეუნდოს ღმერთმან ამინ". წმიდა ზოსიმე კუმურდოელის სახელთანაა დაკავშირებული ხელნაწერთა კრებული (A1737) რომელიც შეიცავს ლოცვებს, ჰომელიებსა და სხვადასხვა საკითხავებს. ხელნაწერს თან ერთვის წმიდანის ორი ანდერძი.

ეპარქიაში სამღდელმთავრო, საგანმანათლებლო, და აღმშენებლობითი მოღვაწეობის გარდა აღსანიშნავია წმიდა ზოსიმეს უდიდესის ღვაწლი იერუსალიმის წმიდა მიწაზე. როგორც ცნობილია, XV–XVI–სს მიჯნაზე განსაკუთრებულად იყო გამწვავებული ბრძოლა გოლგოთის გარშემო, ისტორია მოგვითხრობს თუ რა დიდი ჯაფა გადახდათ ქართველებს იერუსალიმის წმიდა მიწაზე მოპოვებული უფლებების დასაცავად. სწორედ ამ დროს ჩასულა იერუსალიმში წმიდა ზოსიმე და თავისი წვლილი შეუტანია კათოლიკებისაგან გოლგოთის გამოხსნის საქმეში, რის გამოც მის სახელზე ორი სამუდამო კანდელი დაუკიდიათ გოლგოთასა და ჯვრის ტაძარში.

კუმურდოს საეპისკოპოსი საყდარი ყოველთვის იყო საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთიანობის იდეის დამცველი ქვეყანაში სარწმუნოებრივ–ეროვნული ცნობიერების ქვაკუთხედი.


AL|CaPoNe
წმინდა ცოტნე დადიანი -
საქართველოსთვის თავდადებული და აღმსარებელი (XIII)

ხსენება 30 (12.08) ივლისი


წმინდა ცოტნე დადიანი - "კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლასა შინა სახელოვანი" ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მეცამეტე საუკუნეში. იგი დაიბადა 1200 წლის ახლო ხანებში.

ხობის მონასტრის ფრესკაზე გამოსახულია ათიოდე წლის ცოტნე დადიანი და მისი მშობლები: "ერისთავთ-ერისთავი შერგილ დადიანი და დეოფალთ-დეოფალი ნათელი". როგორც ცნობილია შერგილ დადიანს მეცამეტე საუკუნის დასაწყისში განუახლებია ხობის მონასტერი, რომელიც მათი საგვარეულო კუთვნილება იყო.

წმიდანის მშობლები ზრუნავდნენ საქართველოს გარეთ არსებულ ქართულ სავანეებზეც და უხვ შეწირულობებს უგზავნიდნენ. იერუსალიმის ჯვარის ქართველთა მონასტრის აღაპებში მოხსენიებულნი არიან ცოტნეს მშობლები: შერგილ დადიანი და ნათელ აფაქიძე. დადიანებს ჯვარის მონასტერში საგანგებოდ ჰყავდათ მივლინებული სასულიერო პირები, აქ მოღვაწეობდა ცოტნეს დედის ძმა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იოვანე.

იერუსალიმის ჯვარის ქართველთა სავანის მატიანეებში ცოტნე დადიანი სამჯერ მოიხსენიება - დედასთან, ცოლთან და ცალკე (მისი გარდაცვალების გამო დაწესებულ აღაპში).

ცნობილია, რომ შერგილ დადიანის ოჯახში ინახებოდა წმიდა მეფე თამარის გულსაკიდი ჯვარი. შერგილ დადიანს თამარის ჯვარისათვის საგანგებოდ შეუქმნია ხატი და ამ ხატის ამოკვეთილ გულში ჩაუსვე-ნებია თამარის გულზე საკიდი ჯვარი. ხატს აქვს შემდეგი წარწერა: "ქ. ჰოი ხატო არსებისაო უცვალებელო, მეოხ და მფარველ ექმენ აქა და საუკუნესა ერისთავთ-ერისთავ[სა] დადიან[სა] შერგირ[ს], და მეუღლე ჩემით დეოფალთ-დეოფალით ნათელით, ძითურთ ჩემით ცოტნეთურთ".

პავლე ინგოროყვას გამოკვლევით ცოტნე დადიანს ცოლად ჰყავდა ვეფხისტყაოსნის გენიოსი ავტორის შოთა რუსთაველის ძმის - ტბელი გრიგოლის ძის შვილი - ბორენა. მკვლევარი ვარაუდობს, რომ სწორედ ბორენას გამოატანეს მზითევში ჰერეთის ბაგრატიონთა კარის ეკლესიის წმიდა გიორგი მთავარმოწამის ხატი, ტბელი გრიგოლის ძის წარწერით. ხატი დადიანთა საგვარეულო ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებთან ერთად დააბრძანეს. ცნობილია, რომ მონასტერში ინახებოდა ღმრთისმშობლის კვართი, დიდმოწამე მარინეს, კვირიკესა და ივლიტას წმიდა ნაწილები, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და მრავალი სხვ. ცოტნეს მეუღლეს ბორენა დედოფალს მიაკუთვნებენ ლენჯერში დაცული ღმრთისმშობლის ხატის ზურგზე წარწერილ იამბიკოს: "რომელმან ეგე ევას მიუზღე ვალი/ ჰრქვი რაი გაბრიელს: "ვარ უფლისა მხევალი" - /მაშინ ისტუმრე ქვეყანად მოუვალი; /დაემხო ძალი, პირველვე სისხლ-დამთვრალი!/ ქალწულო, მიხსენ ბორენა ჭირ-მრავალი".

მკვლევარის აზრით შოთა რუსთაველისა და ცოტნე დადიანის ოჯახებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი იყო "ვიდრე ოჯახური და ხორციელი ნათესაობა, მათ აკავშირებდათ სიყვარული სამშობლოსი. ისინი ერთად ყოფილან ქტიტორები იერუსალიმის ჯვარის ქართული სავანისა. ჯვრის მონასტრის მხატვრობა 1245-1250 წლებში ერთად განუახლებიათ ცოტნე დადიანის მიერ წარგზავნილ გრიგოლ დრანდელს და შოთა რუსთავლის მიერ წარგზავნილ ანტონ ალავერდელს".

ცოტნე დადიანი მამის გარდაცვალების შემდეგ 1225 წლების ახლო ხანებში ოდიშის ერისთავთ-ერისმთავარია, 1242-1248 წლებში ცოტნე ლიხ-იმერთა დასავლეთ სადროშოს მხედართმთავრობს. 1245 წელს რუსუდან მეფის გარდაცვალების შემდეგ მონღოლებმა საქართველოს მთავრებს უმძიმესი ხარკი დაუწესეს და თან მონღოლთა მიერ სხვა ქვეყნების დამპყრობელ ლაშქრობებში მონაწილეობაც დაავალეს. ქვეყნის მდგომარეობა იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საქართველოს მთავრებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს. კოხტასთავს დადგენილ შეკრებაზე მთავრებმა "დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა". ცოტნე დადიანი, "კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა", და რაჭის ერისთავი ლაშქრის შესაკრებად წავიდნენ. როგორც კი თათრებმა ქართველთა მთავრების ფარული შეკრების შესახებ გაიგეს, მაშინვე კოხტასთავს გამოემართნენ, იქ შეკრებილი ყველა ქართველი დიდებული დაატყვე-ვეს და ანისის ქვეყანაში, შირაანში წაასხეს. შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და, მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს, თან ყოველდღე შეკრების მიზეზს ეკითხებოდნენ.

დათქმულ დროს ცოტნე გამოცხადდა თავისი ლაშქრით და შეიტყო მომხდარი, "მწუხარე იქმნა უზომოდ, და თუისად სიკუდილად და სირცხუილად შეჰრაცხა საქმე იგი, და წარავლინა ლაშქარი თუისი, და ორი-თა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თუისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისასა". ცოტნემ იხილა სასიკვდილოდ განწირული მოძმეები, ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა, თვითონ შეიკრა ხელ-ფეხი და გვერდით მიუჯდა მათ. გაკვირვებულმა მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. "ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ - ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძუირისმოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თუინიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო", - უპასუხა ცოტნემ. ცოტნე დადიანის ასეთმა თავდადებამ იმდენად იმოქმედა მონღოლებზე, რომ მათ ქართველების განთავისუფლება გადაწყვიტეს. "ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ", - უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

1258 წელს ცოტნე დადიანს მანდატუხუცესობა უბოძეს. 1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის ცოტნე დადიანი უკვე გარდაცვლილი იყო.


AL|CaPoNe
წმიდა აღმსარებელნი: იოვანე (მაისურაძე)
და გიორგი-იოანე (მხეიძე) (+1960)

ხსენება 8 (21) სექტემბერი


არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დახლოებით 1882 წელს. ვასილს ბავშვობიდანვე კარგად ეხერხებოდა ყოველგვარი საქმის კეთება. იგი თორმეტიოდე წლის ყმაწვილი თავდაუზოგავად ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის წინამძღვარს მღვდელმონაზონ სპიროდონს (კეთილაძე) რომელმაც 1894-96 წლებში დიდი გაჭირვებით მოაწყო და აღადგინა სავანე.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში. უბრალოებით, ძმათა მომსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება. ღვთის უსაზღვრო სიყვარულითა და მოყვასისადმი უანგარო მსახურებით აღჭურვილი წმიდა მამა ყოველნაირად ცდილობდა სათნოყოფოდა ღმერთს და მოყვასისთვისაც სასარგებლო ყოფილიყო მისი ცხოვრება. (უნდა აღინიშნოს, რომ ეს თვისება გაჰყვა მას მთელი სიცოცხლის მანძილზე, წმიდა ათონის მთიდან უკანონოდ გამოდევნისა და შემდგომში ათეისტური ხელისუფლებიდან სასიკვდილოდ განწირვის მიუხედავად წმიდა იოანე ყოველთვის საოცარ კაცთმოყვარეობას იჩენდა ყველასადმი).

წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა წმიდა მთა. საქართველოში დაბრუნებული წმიდა იოანე არმაზის მონასტერში დამკვიდრდა, სადაც ღვთისმებრძოლ ბოლშევიკების დევნის გამო მხოლოდ ერთი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ მონასტერში მისულმა შეიარაღებულმა ჩეკისტებმა ბერები ძალით წაიყვანეს, გზაში ხევის პირას ორივე ბერს ტყვია დაახალეს ზურგში. ხევში გადაცვენილი ბერები ჩეკისტებმა მკვდრად ჩათვალეს. ღვთის განგებით შედარებით მსუბუქად დაჭრილი ბერი დიდი გაჭირვებით მილასლასდა მცხეთამდის. იპოვეს ცოცხალმკვდარი იოანეც და სამთავროს დედათა მონასტერში მიიყვანეს.

გამოჯანმრთელებული მამა იოანე ბეთანიის მონასტერში წავიდა, სადაც ჯერ კიდევ ცხოვრობდა მისი ბავშვობის მოძღვარი მღდელმონაზონი სპირიდონი. სულ მალე სავანის წინამძღვრობა მამა იოანემ გადაიბარა.

ბავშვობიდან შრომას შეჩვეულმა იოანემ მალე მოაწყო მონასტრის მეურნეობა და მონასტერში სულიერი რჩევა-დარიგებისთვის მისულ ხალხს მშვენიერი ტრაპეზითაც უმასპინძლდებოდა. ხალხის დასანახად თვითონაც მხიარულობდა, ძალიან უყვარდა ბავშვები და ყოველთვის ჰქონდა ტკბილეული მათთვის, ბავშვები იმდენად შეთამამებული იყვნენ მასთან, რომ იოვანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს აიაზმის კურთხევის შემდეგ ბავშვებმა მთლიანად გაწუწეს ღირსი მამა. ახალგაზრდებთან ასეთი უშუალო ურთიერთობის მქონე მამა იოვანემ საოცარი პატივით მიიღო იმ დროს მოსკოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი სრულიას ახალგაზრდა ირაკლი ღუდუშაური. მამა იოანეს მაშინდელი აუხსნელი მოქმედება - სიხარულის დაუფარავი ცრემლები და სტუდენტისადმი გამოჩენილი უჩვეულო მოკრძალება გვაფიქრებს, რომ მან სტუდენტში საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მის მამათმთავრობასთან დაკავშირებული საქართველოს ეკლესიის აღორძინებაც განსჭვრიტა.

მამა იოანე ძალიან მკაცრად ცხოვრობდა, დღე და ღამე შრომასა და ლოცვაში ათენებდა, დასასვენებლად პატარა ფიცარი ჰქონდა და მასზე ისვენებდა ღამით. მასთან მყოფნი ვერ ხვდებოდნენ როდის ისვენებდა მამა იოანე და საიდან ჰქონდა მას ასეთი მხნეობა. მონასტერში ხშირად მიდიოდნენ ხელისუფლების წაქეზებითა თუ წაყრუებით გათამამებული ავაზაკები და ართმევდნენ ბერებს გაჭირვებით მოპოვებულ სურსათ-სანოვაგესა და პირუტყვს. თუმცა, მონასტერს მფარველებიც ჰყავდა მთავრობაში მოღვაწე ფარული ქრისტიანების სახით, რომელთა დახმარებით მამა იოვანე მაისურაძისა და მამა გიორგი მხეიძის მონასტერში ცხოვრება გაფორმებული იყო, როგორც ისტორიული ძეგლის დარაჯებისა და ბერები მცირეოდენ ხელფასსაც ღებულობდნენ.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა. მამა იოანემ და მამა გიორგიმ ლოცვით განკურნეს ყრუ-მუნჯი, მათთან მიჰყავდათ სხვადასხვა უკურნებელი სენით დაავადებულნი და ბეთანიაში რამდენიმე დღის დარჩენის შემდეგ ავადმყოფები იკრნებოდნენ. მამა იოანე მონასტრის ყველაზე მძიმე სამუშაოებს თვითონ ასრულებდა და ძალიან სწუხდა მამა გიორგიზე, რომელიც სუსტი ჯანმრთელობისა იყო. მაგრამ ამ ქვეყნიდან ის უფრო ადრე გავიდა. ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ 1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფელ სხვავაში დაახლ. 1887 წელს. თავადაზნაურთა წრეში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი რუსეთის იმპერიისგან საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე წმიდა ილია მართალთან (ჭავჭავაძე) მსახურობდა პირად მდივნად. ახლობლობდა ილიას მოძღვართან წმიდა ალექსანდრესთან (ოქროპირიძე), წმიდა ნაზართან (ლეჟავა) და ასევე ახლოს იცნობდა მისი დროის ყველა გამოჩენილ პიროვნებას.

მთელი სიცოცხლის ღმრთისათვის შეწირვის სურვილით გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, იგი მღდელმოწამე ნაზარიმ აღკვეცა მონაზვნად და მალე ბერ-დიაკვნადაც აკურთხეს.

უაღრესად განათლებული და თავდაბალი, დახვეწილი არისტოკრატული მანერებითა და მონაზვნური ასკეტიზმით საოცრად მშვენიერ იეროდიაკონ გიორგის მალე მღდელმონაზონად დაასხეს ხელი და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღმრთის სიყვარულითა და მამულისადმი თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწუნია ყოველი განსაცდელი, რაც იმ დროს თავს დაატყდა ჩვენ ქვეყანასა და ეკლესიას.

1924 წელს ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები, სასტიკად სცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ. ოჯახში დროებით თავშეფარებულს კი უფრო მტკივნეული წყენა მიაყენეს ათეისტური მსოფლმხედველობით მოწამლულმა საკუთარმა ძმებმა, რომლებმაც მძინარე ბერს ისევ შეაჭრეს წვერები. (შემდგომში ერთმა ძმამ თავი მოიკლა, მეორე კი ცოლთან ერთად დახვრიტეს). ამავე წელს ავიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დრიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ.

მამა გიორგი სუსტი ჯანმრთელობისა იყო და მონასტერში იგი შედარებით მსუბუქი სამუშაოებით - ფუტკრების მოვლითა და ბოსტნის დამუშავებით იყო დაკავებული. იგი საოცრად გულმოწყალე იყო და უსაზღვრო ხელგაშლილობით ზოგჯერ თითქმის საჭმელ-სასმელის გარეშეც რჩებოდა.

მაღალი, გამხდარი და მუდამ წელში გამართული მამა გიორგი გარეგნულად უფრო მკაცრი ჩანდა, ნაკლებად საუბრობდა მონასტერში მოსულ ხალხთან და იშვიათად გადიოდა მონასტრიდან.

მამა გიორგი წინასწარმეტყველებისა და კურნების ნიჭით იყო დაჯილდოებული, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა, გამჟღავნების შემთხვევაში კი ყოველმხრივ ცდილობდა ყოფითი მოვლენებით აეხსნა მომხდარი. ერთხელ მან სახელით უხმო მონასტერში მისულ უცხო კაცს და ამით გაოცებული სტუმარი დაამშვიდა, როცა გნათლავდნენ მეც იქ ვიყავი და იქიდან გიცნობო, ნათლობა კი ოცდაათი წლის წინ მომხდარა, როცა ის კაცი ორი თვის იყო. მამა გიორგიმ წინასწარ იგრძნო როცა მის ძმიშვილს მონასტერში მისი დები მიჰყავდა, რომლებიც გიორგის მთელი ორმოცი წელი არ ენახა. გიორგიმ წინასწარ გაამზადა მათთვის ტრაპეზი.

მამა გიორგის და იოანეს ლოცვით განიკურნა მონასტერში მიყვანილი მამა გიორგის ძმიშვილი, რომელიც ტვინის ანთებით იყო სასიკვდილოდ განწირული.

1957 წელს, მამა იოანეს გარდაცვალების შემდეგ, მამა გიორგიმ მონაზვნობის დიდი სქემა შეიმოსა და მას იოანე უწოდეს. მონასტერში მარტო დარჩენილ გიორგი-იოანეს მთელი სიმძიმე დააწვა და კიდევ უფრო შეურყია ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. გიორგის მოსავლელად ქალაქიდან ადიოდნენ სულიერი შვილები. მონასტერში ოციოდე წლის ქალიშვილი მისულა საშინელი თავის ტკივილებით, რომელიც მამა გიორგის ლოცვით განკურნებულა. მამა გიორგი-იოანეს რვა კილომეტრის მანძილზე უკან ამოუცილებია გოგონა.

მამა გიორგი-იოანეს მრავალჯერ ჰქონდა ღმრთისმშობლის გამოცხადება. პირველმოწამე თეკლამ ჩვენებით ყურძნის მტევანი მიართვა წმინდანს ძღვნად. აღსასრულამდე რამდენიმე დღით ადრე ქალაქში მყოფ იოანე-გიორგის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, სასწრაფოდ მონასტერში დაბრუნებულიყო და იქ დალოდებოდა ამ ქვეყნიდან გასვლას.

მამა გიორგი-იოანე მშვიდობით აღესრულა 1960 წელს. დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს
AL|CaPoNe
ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (+1118)

ხსენება 12 (25) სექტემბერი


ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი - "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმჭრიახი და ფრთხილი". დაიბადა მეთერთმეტე საუკუნის პირვენ ნახევარში, როგორც ვარაუდობენ წმიდანი სამეგრელოს მთავართა გვარიდან იყო. მის მრავალმხრივ მოღვაწეობიდან გამომდინარე შეიძლება დაზუსტებით ითქვას რომ გიორგიმ ბავშვობიდანვე მიიღო უმაღლესი საერო და სასულერო განათლება. ის ერთნაირი წარმატებით მოღვაწეობდა ორივე სფეროში, მაგრამ ღირსი გიორგი უპირველესად მაინც მონოზონი იყო. ღვთის დიდებასა და ქვეყნის სამსახურს შეწირული ხუცესმონოზონი, ჭყონდიდელი მღვდელმთავარი და მეფის პირველი ვეზირი.

წმიდა გიორგი ჭყონდიდელი იყო "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა". ის "ვითარცა მამა მეფისა, ეგრეთვე ყველა საურავი უმისოდ არ იქმნების". უმაღლესი სასულიერო მოღვაწოებითა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკით მუდმივად დაკავებული წმიდა მამა ამასთანავე იყო ყოველთა გაჭირვებულთა ნუგეში - "მართლმსაჯული უღონოთა და ქვრივთ ხელისმპყრობელი".

წმიდა გიორგი ჭყონდიდელის სიწმიდესა და სასულიერო განათლებაზე მეტყველებს 1104 წელს მოწვეული რუის-ურბნისის ცნობილი საეკლესიო კრება, რომლის დროს საქართველოს ეკლესიაში არსებული ყველა პრობლემა "გამოწულილვით განუხილავთ და გადაუწყვეტიათ. "ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს: კრების "ძეგლისწერა" წმიდა გიორგი ჭყონდიდელს "კრების თვალს" უწოდებს: "ღირსისა მეუფისა ჩვენისა და თუალად წმიდისა ამის კრების ცნობილისა გიორგი მონოზონისა და მწიგნობართა უხუცესისა მრავალმცა არიან წელნი".

წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხელმძღვანელობისა და გამჭრიახი მოქმედებებით ქართველებმა დაიბრუნეს თურქების მიერ დაპყრობილი ქალაქი სამშვილდე, ხოლო 1115 წელს გაანთავისუფლეს ქალაქი რუსთავი რასაც უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა.

1118 წელს ღირსი გიორგი ჭყონდიდელი თან ახლდა მეფე დავით აღმაშენებელს ყივჩაღებთან მეომრების ჩამოსაყვან მოგზაურობაში, რომელიც სამწუხაროდ მისი ბოლო ამქვეყნიური ღვაწლი აღმოჩნდა.

ღირსი გიორგი ჭყონდიდელი ოსეთში გარდაიცვალა და იქედან დიდი პატივით გადაასვენეს გელათის მონასტერში. "იგლოვა ყოველმან სამეფომან და მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე".

წმიდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივნისს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე.




ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54899 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
წმიდა მელქისედეკ I, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XI-ს.)

ხსენება 1 (14) ოქტომბერი


წმიდა მელქისედეკი საქართველოს სამოციქულო ეკლესიას მესაჭეობდა დაახლ. 1010-1030 წლებში, მეფეების: ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს. მელქისედეკმა კათოლიკოსის ტახტი დაიკავა კათოლიკოს სვიმეონის (1001-1010 წწ.) შემდეგ.

"მატიანე ქართლისას" მიხედვით წმიდა მელქისედეკი იყო "დიდებულთა კაცთა შვილი" აღზრდილი მეფე ბაგრატ III-ის მიერ. წმიდა მელქისედეკმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და გაამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, წმიდანი დახმარების სათხოვნელად "წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს, რამეთუ იყო დიდ ეს კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტიცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლოლიბით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო და აღარავინ იყო მწე აღშენებად და არცა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი~. იმპერატორმა ბასილმა მისცა წმიდა მელქისედეკს "განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველივე სამღდელმთავრო და სამღდელო სამკაულნი. დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა მელქისედეკმა, "იყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა". გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი "ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა".

წმიდა მელქისედეკი რამოდენიმეჯერ ეწვია ბიზანტიას და ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს ეკლესიის მამამთავრისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება, თუმცა ტაო-კლარჯეთში, პარხლის ეკლესიის წარწერა კათოლიკოს-პატრიარქად მოიხსენიებს იოვანეს. (წმიდა იოვანე IV კათოლიკოს-პატრიარქი (980-1001).

ისტორიამ შემოგვინახა წმიდა მელქისედეკის მიერ შედგენილი ანდერძი - "აღწერილი მცხეთის საყდრისადმი", სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შეწირა მცხეთის სვეტიცხოველს. ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედეკ I-მა სვეტიცხოველში, გაიჩინა დასაკრძალი ადგილი _ "სამხრით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე" (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი); (+1049).

წმიდა მელქისედეკის კანონიზაცია მოხდა 2002 წლის 17 ოქტომბერს.
AL|CaPoNe
ღირსი პეტრე კათალიკოსი (V)

ხსენება 30 (13-12) ნოემბერი


წმიდა პეტრე ქართლის პირველი კათოლიკოსი, მოღვაწეობდა V-ს-ის 60-იანი წლებიდან VI-ს. დასაწყისამდე. ღვთის განგებით, მან სათავე დაუდო საქართველოში კათოლიკოსთა დინასტიას.

წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის ცხოვრების აღმწერელი ჯუანშერი მოგვითხრობს, რომ ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში ლაშქრობის დროს გაიცნო და დაიახლოვა "პეტრე მღვდელი მოწაფეთაგან გრიგოლ ღვთისმეტყველისათა" და ბერ-მონაზონი სამოელი. წმიდა მეფისა და წმიდა მამების სულიერმა სიახლოვემ და შემდგომში მათმა ბრძნულმა და შეთანხმებულმა მოღვაწეობამ დიდად შეუწყო ხელი საქართველოსა და ბიზანტიას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიას. ლაშქრობის შემდეგ ქართლისკენ მომავალმა ვახტანგ მეფემ ბიზანტიაში "წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა" და თან შეუთვალა, რომ "კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფვით წარმოავლინენ". კონსტანტინოპოლის პატრიარქატი დათანხმდა ქართლში კათოლიკოსის დადგენას და რადგანაც იმ პერიოდისთვის ქართლის წმიდა ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს ეკუთვნოდა, წმიდა პეტრე და წმიდა სამოელი ანტიოქიაში წარავლინა, რათა თვითონ ანტიოქიის პატრიარქს ეკურთხებინა პეტრე კათოლიკოსად და სამოელი - ეპისკოპოსად. ხელდასხმის შემდეგ კათოლიკოსი პეტრე და მასთან ერთად ცამეტი ეპისკოპოსი ქართლში ჩამოვიდნენ. ვახტანგ მეფემ მცხეთაში "აღაშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი... და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად. და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსოსა~ დანარჩენმა ეპისკოპოსებმა დაიკავეს ახიზის, არტაანის, წუნდის, მანგლისის, ბოლნისის, რუსთავის, ნინოწმიდის, ჭერემის, ჩელეთის, ხორნაბუჯის და აგარაკის კათედრები. ამ პერიოდიდან იწყება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის თვითმმართველობა (ავტოკეფალია).

წმიდა პეტრე კათოლიკოსმა ავტოკეფალური ეკლესიის პრინციპით მოაწყო ეკლესიის მართვა-გამგეობა და ჩამოაყალიბა თვითმმართველობის ის ფორმა, რომელმაც შემდგომში კიდევ უფრო განამტკიცა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტორიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის.

წმიდა კათოლიკოსისა და წმიდა მეფის ურთიერთპატივისცემამ და შეთანხმებული ქმედებებით სარწმუნოებრივ-ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვამ საფუძველი დაუდო საერო და სასულიერო ხელისუფლების ჰარმონიულ ურთიერთობის ისეთ ფორმას, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის ავტორიტეტს ქვეყანაში და ხალხის მიერ ღვთივკურთხეული საერო ხელისუფლების სიყვარულსა და ერთგულებას. წმიდა პეტრე ვახტანგ გორგასალთან ერთად იყო სპარსელებთან ომის დროს. როცა ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრილმა ვახტანგ მეფემ "შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, მოუწოდა კათოლიკოსსა, ცოლსა თვისსა და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა". წმიდა პეტრემ მიიღო ვახტანგ გორგასლის ბოლო აღსარება, მეფედ აკურთხა წმიდა ვახტანგ გორგასლის შვილი დაჩი და სიცოცხლის ბოლომდე ბრძნულად განაგებდა ქართლის სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას.
წმიდა პეტრე კათალიკოსი გარდაიცვალა დაჩის მეფობის დროს.




ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54899 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
წმიდა მოწამე მეფე ვახტანგ III (+1308)

ხსენება 10 (23) დეკემბერი


წმიდა მეფე ვახტანგ III მეფობდა 1302-1308 წლებში. წმიდანის მამის მეფე დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში იზრდებოდა. იგი 1302 წელს დაამტკიცა მონღოლთა ყაენმა საქართველოს მეფედ.

"ქართლის ცხოვრების" თანახმად: "დაჯდა რა მეფედ ვახტანგ, ძე დიმიტრისა, მას მოსცეს ყოველი საქართველო" და გაიხარა კიდეც ყოველმა ქართველმა, "რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითა სრულ, სარწმუნოებით მტკიცე, ღმრთის მოშიშ, სამღდელოთა პატივისმცემელ, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშვიდ და მდაბალ, მყუდრო, მოწყალე, უშფოთველ, ყოვლითა კეთილითა სრულ და არავის მოშურნე".

ჟამთააღმწერლის ცნობით: "არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა, არცა შენება ყოვლადვე... ვიქმენით მიცემულ პირველად მწარესა ტყუეობასა და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ხოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლებაი... ესოდენ განძვინდა შიმშილი, რომელ მძორსა არა-წმიდასა ურიდად ჭამდეს... ყრმანი მკვდართა დედათა ძუძუთ ლეშვთა სწოვდიან... მოაოხრეს ქართლი უბოროტესად... და მიეცა ქუეყანა განსარყვნელად, ცოდვათა ჩუენთათვის".

მეფე ვახტანგი ყოველნაირად ცდილობდა ქვეყანაში არსებულ უმძიმესი მდგომარეობის გამოსწორებას. თუმცა მეტ წილად საქართველოს გარეთ, მონღოლთა შორეულ ლაშქრობებში უხდებოდა იძულებით მონაწილეობა და ასეთ ლაშქრობებს ეწირებოდა ქართველთა ფიზიკური და სულიერი ძალმოსილება. მონღოლთა ერთ-ერთი ასეთი მორიგი ლაშქრობის დროს გილანში, სადაც ჩვეულებრივ ქართველებიც მონაწილეობდნენ, მონღოლები დამარცხდნენ, ბრძოლაში დაიჭრა თვით მეფე ვახტანგიც და უამრავი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას.

ლაშქრობიდან სამშობლოში მობრუნებულ ვახტანგ III-ს, ნახჭევანთან წამოეწია ყაენის მიერ საქართველოში წარმოგზავნილი მონღოლთა ნოინი. მას ჰქონდა ყაენის ბრძანება, რათა დაენგრიათ, აეოხრებინათ და აღეგავათ საქართველოს წმიდა სავანეები. ასევე, მათი მოთხოვნით, ქართველებს უნდა დაეტევებინათ ქრისტიანობა და მუსლუმანობა. "ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განახმდა, და უმეტეს მოახსენებდა სიმხნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათვის, და რქუა სპათა თვისთა: "კაცნო, ძმანო და ერთრჯულულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტად აღმსარებელნო! უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა, და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხვნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: "რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა". და კუალად: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქუენ" აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე და დავდვათ სული მისთვის, რომელმან დასდვა სული თვისი ჩუენთვის. პირველად ჩვენ მივსცნეთ თავნი ჩვენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა. და მან დაიცვას სამწყსო თვისი"... მყის წარემართეს ურდოსა და კარსა ყაენისასა, და მუხლნი დაიდგინეს, და რქუა მეფემან ხმითა მაღლითა: "ისმინე მაღალო და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება, რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტევნოთ სჯული ჩვენი. აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურთა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთვისცა იგინი მოწყვიდნეს, რამეთუ იყვნეს მწამვლელ და მამათ-მავალ და კაცისმკვლელ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსნი შენს წინაშე არიან, და მე მზად ვარ სიკუდილად სჯულისათვის ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი მყოფნი ქრისტეანენ, აჰა თავნი ჩვენნი წარგკვეთნენ" და წარუპყრაცა ქედი".

ჟამთააღმწერლის მიხედვით ყაენისაგან შეწყნარებული მეფე გზაში ნახჭევანთან გარდაიცვალა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით მეფე ვახტანგის აღსასრული შემდეგი სახით არის გადმოცემული: "მოვიდნენ რა წინაშე ყაენისა, განკვირდა ყაენი მოსვლისათვის მეფისა. მაშინ მეფე ვახტანგ წინააღუდგა დატევნებისათვის ქრისტესა და მოოხრებისათვის ეკლესიებთა. არამედ საქართველოსაცა უარჰყვეს მოგზავნილი იგი ნოინი. ამისთვის მოკლა ყაენმა ქრისტესათვის ტანჯვითა მეფე ვახტანგ. ტანჯვითა ანუ ექსორია-ყო სპითურთ და მუნ მოკლა".

ვახუშტისეული "ქართლის ცხოვრების" არშიაზე არსებული მინაწერის მიხედვით, "გარნა იცნობების მუნვე ქვემოთ და ზემოთ და ყეენებისაგან ესრეთ, ვითარცა აღგვიწერია და აღსრულებასაცა მისსა ვგონებთ მოწამეობით, ვითარცა აჩენს ცხოვრება ცხადად. ხოლო სიტყვაცა არს, რამეთუ ვახტანგ მეფე მოწამე, არამედ თუცა ვახტანგ გორგასალისა იგონიებს გარნა გორგასალ ღირსქმნილია მოწამეობისა, ხოლო ესე ვახტანგ სრული მოწამეა ტანჯვითა ქრისტესათვის". ვახტანგ III-ის ცხოვრების შესახებ სხვა მასალები არ არის ცნობილი. რაც შეეხება მეფის განსასვენებელის ადგილსამყოფელს, ქართლის ცხოვრება მიუთითებს დმანისის სიონს, სადაც აღსრულებული მეფე გადმოასვენეს. დმანისში დაკვიდრებულან მისი შთამომავლებიც, უფროსი ძის დემეტრეს და მისი ოჯახის სახით, რომლებიც დაკრძალულნი არიან იქვე.


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
1616 წელს დავით გარეჯის უდაბნოში მოწყვეტილნი

ხსენება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი


1615 წელს სპარსეთის შაჰი აბასი დიდძალი ლაშქრით თავს დაესხა საქართველოს, ქვეყნის დაპყრობისა და აოხრების შემდეგ, იგი სანადიროდ გაემართა გარე კახეთის ველებში. გარეჯის მთებში მას შემოაღამდა და იქვე დაბანაკდა მხლებლებთან ერთად.

შუაღამისას შაჰის ყურადღება მიიპყრო შორს, მთაზე მოძრავმა ცეცხლოვანმა მწკრივმა. უსჯულოს თავიდან მოჩვენება ეგონა, მაგრამ შემდეგ აუხსნეს: ამ ადგილებში ბერები ცხოვრობენ, რომლებიც ახლა ქრისტეს აღდგომას აღნიშნავენ და ანთებული სანთლებით გარს უვლიან ეკლესიასო. შაჰმა ბრძანა, მონასტერში მეომრები გაეგზავნათ და ამოეხოცათ ბერები.

ამავე ღამეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარს არსენს და აუწყა: "უფალი ჩვენი იესო ქრისტე დღეს თავის ზეციურ სავანეში მოგიწოდებთ ყველას. ამ ღამით თქვენ დიდი გამოცდა გელით - მახვილით მოისრებით. ვისაც სურს დაზოგოს თავისი დროებითი სიცოცხლე, დაე, გაიქცეს ან დაიმალოს, ხოლო ვისაც სწყურია იხსნას სული თვისი მარადისობისათვის, მახვილით მოწყდება და უფლის მიერ უხრწნელი გვირგვინით შეიმკობა. გამოუცხადე ღმრთის ეს მოწოდება სავანეში შეკრებილ ყველა ბერს".

წინამძღვარმა ყველას აუწყა ჩვენების შესახებ და მამებმაც იწყეს მოწამეობრივი ღვაწლისთვის მზადება. მხოლოდ ორ მორჩილს შეეშინდა სიკვდილის და მონასტრის მოშორებით ერთ-ერთ მთაზე დაიმალა.

წირვის ბოლოს "მამაო ჩვენო"-ს გალობისას სპარსი მეომრები გარს შემოერტყნენ სავანეს. მონასტრის წინამძღვარი მაშინვე გავიდა რაზმის მეთაურთან და თხოვა წირვის დასრულებისა და ზიარების ნება დაერთოთ საძმოსთვის.

სპარსელებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, მცირე დროის შემდეგ აღესრულებინათ შაჰის ბრძანება. მამებმა მიიღეს წმინდა ზიარება, ერთმანეთი გაამხნევეს და საზეიმოდ შემოსილები წარსდგენენ უსჯულოთა წინაშე.

სპარსელებმა პირველად წინამძღვარს მოჰკვეთეს თავი, შემდეგ კი მხეცებივით დაერივნენ მამებს და უწყალოდ აჩეხეს ყველანი. ამ დროს სიკვდილის შიშით მონასტრიდან წასულმა ორმა მორჩილმა იხილა ზეციდან გარდამოსული ბრწყინვალე გვირგვინები, რომელთაგან ორი საწყალობლად ტივტივებდა ჰაერში. მორჩილები სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან. სპარსელებმა ისინიც ნაკუწებად აჩეხეს და მიწაზე მიმოფანტეს ფრინველებისა და გარეული მხეცების შესაჭმელად. შემდგომ ამ ადგილას ამოვიდა ვარდის ბუჩქი, რომელიც XIX საუკუნეშიც ხარობდა, უწყლო, მშრალ და ქვიან ნიადაგზე.

მოგვიანებით საქართველოს მეფემ არჩილმა დიდი გულმოდგინებით შეაგროვა მოწამეთა ძვლები და ქვის დიდ საწნახელში მოათავსა ტრაპეზის მარცხენა მხარეს. წმინდა ძვლებიდან კეთისურნელოვანმა მირონმა იწყო დენა.

წმინდა დავითისა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ძმობამ თხოვნით მიმართა კათოლიკოს ანტონ I-ს, შეედგინა მათთვის ღვთისმსახურება და მათ პატივსაცემად დაედგინა ბრწყინვალე შვიდეულის.


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
ღირსი დოდო გარეჯელი (VI)

ხსენება ამაღლების შემდგომი ოთხშაბათი


წმინდა დავით გარეჯელის (ხს. ამაღლების შემდგომ ხუთშაბათს) თანამოსაგრე, ღირსი დოდო წარმოშობით კახელი იყო, ანდრონიკაშვილთა გვარიდან. სიყრმიდგან მონაზვნობის ღვაწლის მიმღები და ქრისტეს მსახურებას შემდგარი, ყოველგვარი სათნოებით იყო შემკული. უპოვარებისა და დაყუდების მოყვარული ბერი განმარტოებით მოღვაწეობდა ნინოწმინდაში.

როცა ღირსმა დოდომ გაიგო მამა დავით გარეჯელის სასწაულების ამბავი, გარეჯში წავიდა. ღირსმა მამებმა კეთილად მოიკითხეს ერთმანეთი და გვერდიგვერდ დაიწყეს მოღვაწეობა.

რამდენიმე ხნის შემდეგ მამა დავითმა იხილა ღირსი დოდოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე, მოეწონა "სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა" და უთხრა, ასულიყო პირდაპირ აღმართული კლდის წვერზე, აეგო სენაკები და იქ წაეყვანა თანამოსაგრეები.

ძმებმა ააგეს სენაკები და დაიწყეს მოღვაწეობა. შემდეგ სენაკების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა. თვითონ ღირსი დოდო დაეყუდა ერთ ვიწრო ნაპრალში, რომელიც ერთ კაცს ძლივს იტევდა და დღე და ღამ, ზამთარ-ზაფხულ, სიცხესა და ყინვაში სინანულის ცრემლებით ევედრებოდა უფალს ცოდვათა მიტევებას, ძმათა გაძლიერებას და ქვეყნის მოქცევას ჭეშმარიტ სჯულზე.

ერთხელ მამა დავითმა სასწაულებრივად განკურნა რუსთავის მთავრის, ბუბაქარის დავრდომილი ვაჟი. მადლიერმა მთავარმა მეუდაბნოე ბერებისთვის აუცილებელი ნივთები მიართვა ღირს მამას. წმინდა დავითმა მიიღო ნაწილი, დანარჩენი კი ღირს დოდოს გაუგზავნა და ბუბაქარს ურჩია, მისი ხელით მონათლულიყო. წმინდა დოდომ სიხარულით აღასრულა ნათლობის საიდუმლო და ნათელ-სცა ბუბაქარს, მის სამ ვაჟს და მთელს ამალას.

ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა ღირსი დოდო მის მიერ დაარსებულ მონასტერში და იქვე აღესრულა მშვიდობით.

სულიერმა შვილებმა და თანამოსაგრეებმა სენაკშივე დაფლეს მისი წმინდა გვამი. შემდგომ მის საფლავზე ეკლესია აშენდა.


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
ღირსი დავით გარეჯელი და ლუკიანე (VI)

ხსენება ამაღლების შემდგომი ხუთშაბათი


ღირსი დავით გარეჯელი ასურეთიდან იყო. იგი ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაემოწაფა ღირს იოანე ზედაზნელს (ხს. 7 მაისს) და თან წამოჰყვა მას საქართველოში.

წმინდა დავითი თავის სულიერ შვილთან, ლუკიანესთან ერთად თბილისის მახლობლად მდებარე მთაზე დასახლდა. ამ დროს ქალაქი ცეცხლთაყვანისმცემლებს ეპყრათ. ღირსი მამა მთელ დღეებს ლოცვაში ატარებდა, ქალაქის მცხოვრებთა ცოდვების მიტევებას ევედრებოდა ღმერთს, ლოცვის შემდეგ მთაზე გადმოდგებოდა და ქალაქს აკურთხებდა (შემდგომ ამ ადგილას აშენდა მამა დავითის სახელობის ტაძარი). მამა დავითი კვირაში ერთხელ ლუკიანესთან ერთად დაბლა ჩამოდიოდა და ქრისტეს სჯულს ქადაგებდა.

ერთხელ საქადაგებლად ქალაქში ჩამოსულ წმინდა მამას ცეცხლთაყვანისმცემელმა ქურუმებმა მეძავი ქალი მიუყვანეს, რომელმაც მას მრუშობაში დასწამა ცილი. უფლის მსასოებელმა მოძღვარმა ქალის მუცელს კვერთხი შეახო და ნაყოფს უბრძანა, სიმართლე ეთქვა. ფეხმძიმე ქალის საშოდან ჩვილმა ამხილა დედამისი. საშინელი ცილისწამებით აღშფოთებულმა ხალხმა მეძავი ქალი ქვებით ჩაქოლა. ღირსმა დავითმა გამძვინვარებული ბრბო ვერ შეაჩერა. ამის შემდეგ ლუკიანესთან ერთად მან დატოვა თბილისი და ყარაიას ველზე მდებარე გარეჯის უდაბნოს მიაშურა.

წმინდა ბერებმა დაიარეს უდაბნო, კლდეში პატარა გამოქვაბული იპოვნეს და იქ დაეყუდნენ. მამები მთელ დროს ლოცვასა და მარხვაში ატარებდნენ. ბალახები და ხეების ქერქი იყო მათი საზრდელი. მალე ზაფხულის მცხუნვარებამ ბალახი გაახმო და უფალმა ირმები გამოუგზავნა წმინდა მოღვაწეებს, ლუკიანემ ირმები მოწველა და ჯამი მამა დავითს მიართვა. წმინდა ბერმა ჯვარი გადასახა და რძე ყველად აქცია.

სასწაულის ხილვით შეძრულმა ლუკიანემ მოძღვარს უთხრა: "უკუთუ განიხრწნენ ხორცნი ჩემნი და განილივნენ შიმშილითა და წყურილითა, ყოლად არა რასმე ვზრუნვიდე მოკუდავთა ამათ ხორცთათვის და ამაოისა საწუთროისათვის".

მამები ოთხშაბათს და პარასკევს საზრდელს საერთოდ არ იღებდნენ. ამ დღეებში არც ირმები მოდიოდნენ მათთან.

შორიახლო გამოქვაბულში საზარელი მხეცი მკვიდრობდა და მუსრს ავლებდა ცხოველებს. წმინდა დავითის ბრძანებით მხეცი იქაურობას გაშორდა.

ერთხელ გარეჯელ მამათა ირმებს კახელი მონადირეები გამოედევნნენ და იხილეს, რომ ცხვრებივით მშვიდად მდგარ პირუტყვებს ლუკიანე წველიდა. მონადირეები ფეხებში ჩაუვარდნენ მამა დავითს, შემდეგ კი, შინ დაბრუნებულებმა, მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. მალე გარეჯის უდაბნო დაყუდებისა და ანგელოზებრივი ცხოვრების მოშურნეებმა აავსეს. ასე დაედო საფუძველი გარეჯის მონასტერს, რომელიც საუკუნეების მანძილზე საქართველოს სარწმუნოებრივი და სამეცნიერო ცენტრი და ქვაკუთხედი იყო.

იერუსალიმში მოგზაურობისა და მადლის ქვის ჩამოტანის შემდეგ საძმო ერთიორად გაიზარდა.

მამა დავითი გულმოდგინედ ზრუნავდა ძმებისთვის, ნუგეშინისცემისა და გამხნევების მიზნით დროდადრო განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებსაც მოინახულებდა. მისი ბრძანებით აშენდა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერი მრავალმთაში.

გავიდა ხანი. ღირს დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. მან მოიხმო მეუდაბნოე მამები და უკანასკნელად დამოძღვრა: "ნუ შეძრწუნდებით, არამედ განმტკიცენით და განძლიერდით და დაუცხრომელად ევედრებოდით ღმერთსა სულთა თქვენთა ცხონებისათვის". ნეტარი ბერი ეზიარა და ღვთის მიმართ ხელაპყრობილმა სული ღმერთს შეავედრა.




ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
წმინდა მოწამენი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი (XVII-XVIII)

ხსენება სულთმოფენობას


აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმინდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმინდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.

საქართველოს ეს განაპირა კუთხე სისხლით და ოფლით წერდა გმირულ ფურცლებს ერის ისტორიში.

XVI საუკუნიდან აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს.

უსჯულო მტერმა კარგად იცოდა, რომ ქართველი ერის გასანადგურებლად აუცილებელი იყო ქრისტიანობის აღმოფხვრა, ამიტომ ყოველ ღონეს მიმართავდა აჭარლების გასამაჰმადიანებლად. როცა ცბიერებით და მოტყუებით ვერაფერს გახდა, მან ძალადობას მიმართა.

ცნობილ მეცნიერს ზაქარია ჭიჭინაძეს თავის ნაშრომში "ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში", მოჰყავს ღრმად მოხუცი აჭარელის ნაამბობი: "აჭარაში გამაჰმადიანების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზე მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ... ასეთ მოხუცებულთა რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა... ბოლოს მთავრობისაგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაამაჰმადიანეთ, თუ არ გამაჰმადიანდნენ, მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულები შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც დგას. ამ ხიდზე დაუდვიათ თავ-საკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ: თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენ. ეს საქმეები მომხდარა ამ ასი წლის წინათ, ე.ი. 1790 წლებში".

სახრჩობელები და თავსაკვეთები იყო აღმართული სოფელ აჭარისწყალში, ქედაში, დანდალოში, ჩაქვში, ხულოში, მაჭახელაში და გონიოში.

ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული დოკუმენტი უფრო შემზარავად აღწერს ქრისტესთვის თავდადებულთა წამებას: "რომელ ხორცეულ ენას შეუძლია რომ წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი. ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზედ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ... რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ..."

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა ქრისტიანობის დაცვისათვის აჭარაში მოწყვეტილი დედები და მამები.




ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (წერეთელი) (+1820)



5 (18) მარტი

ღირსი დოსითეოს ქუთათელი, (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი) XVIII ს-ის 50-იან წლებში დაიბადა იმერეთში, საჩხერეში. იგი იმერეთის სამეფო კარზე ცნობილი თავადური გვარის წარმომავალი გახლდათ, მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი _ მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა II წერეთელი XVIII ს. 20-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა _ ნიკოლოზ წერეთელი სოლომონ I-ის (1752-1584) მეაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ. დოსითეოსს ოთხი ძმა ჰყავდა: ბეჟანი, ვახუშტი, გიორგი და ქველი. მეფის კარზე დაწინაურებული ოჯახი ისტორიულად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა ქვეყნის მთლია-ნობისა და სიმტკიცისათვის.

იმ დროს არსებული ტრადიციის მიხედვით ქართველი თავადი-შვილები ერთდროულად ღებულობდნენ საერო და სასულიერო განათ-ლებას. ყველა ოჯახს მჭიდრო კავშირი ქონდათ მონასტრებთან და იქ მოღვაწე მამების მეშვეობით იზრდებოდნენ ბავშვები ჭეშმარიტ ქრისტიანებად. წმიდა დოსითეოსმა მონოზვნობა აირჩია, მონასტერში ცხოვრობდა და იქ მოღვაწეობდა ღვთის სადიდებლად. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოსი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვლემთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე. სამეუფო მადლმა კიდევ უფრო გააბრწყინვა ეკლესიისა და ერისათვის თავდა-დებული მოღვაწე, იგი დაუცხორმელად ზრუნავდა სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ყოველნაირად ცდილობდა განემტკიცებინა ხალხში სარწმუნოებრივ-სახელმწიფოებრივი აზროვნება.

წმიდა დოსითეოსი დიდ ყურადღებას აქცევდა საკათალიკოსო და საეპარქიო მეურნეობების საქმიანობას, ძალიან დაახლოებული იყო იმერეთის სამეფო კართან და აქტიურად უჭერდა მხარს ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პორცესები და შიდა ურთიერთდაპირისპირებები აიძულებდა წმიდა დოსითეოსს აქტიური მონაწილეობა მიეღო საერო საკითხების გადაწ-ყვეტაშიც. 1883 წესლ გიორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. წმიდა დოსითეოს ქუთათელისა და წმიდა ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ერეკლე II-ს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.

1795 წლიდან დოსითეოსი დასავლეთ საქართველოს საკათალი-კოსოს გამგებლად იხსენიება, ამა წლის 26 აპრილს მეფე ერეკლე II-ის მეუღლე დარეჯანი წმიდა დოსითეოსისადმი მიწერილ წერილში მას კათოლიკოსად იხსენიებს: "დოსითეოსს, მათ უწმინდესობას, სრულიად იმერთა და ოდიშ-აფხაზთა კათოლიკოზს...", არსებობს 1789 წელს მეფე სოლომონის დადასტურებული დოკუმენტი, სადაც უწყებულია, რომ "`ქუთათელ მიტროპოლიტს დოსითეოზს კათოლიკოზობა უბოძეთ". მაგრამ დოსითეოსი კათოლიკოზად არ იყო ნაკურთხი და იგი თავის თავს, მხოლოდ საკათოლიკოზოს გამგებლად იხსენიებს. 1811 წელს რუსეთის მთავრობამ ყოველგვარი საეკლესიო და საერო კანონების დარღვევით გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და კათალიკოს-პატრიარქი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს (გარდაიცვალა 1827 წელს. ნოვგოროდში).

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკით გატანჯული ხალხი ხმა-მაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, 1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი.

1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღელვარება არ მოჰყოლოდა შეიპრეს დოსითეოს ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. (ხს. 21 (4.05) აპრილს. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ-ერთი ღვთისმოყვარე დედაკაცს მათთვის წყალი მოუწოდებია დასალევად, წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენია ცემისცან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოსი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.

2005 წელის 27 ივნისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე ეკლესიისა და ქვეყნისთვის ნატანჯი ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი წმიდათა დასში იქნა შერაცხილი ღირსი დოსითეოს ქუთათელის სახელით.


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
ღირსი იოვანე ჭყონდიდელი (+1110)

3(16) იანვარი

ღირსი იოვანე ჭყონდიდელი დაიბადა მეათე საუკუნის პირველ ნახევარში. მის შესახებ ცნობები გვხვდება გიორგი ხუცეს-მონაზონის თხზულებაში: "ცხორებაი გიორგი მთაწმიდელისა", როგორც ჩანს წმიდა იოვანე დაწინაურებულ ქართველ თავადიშვილთა გვარიდან იყო. იგი მისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ღმრთისმეტყველი და უდიდესი პატრიოტია.

1050 წელს წმიდა იოვანე ჯერ კიდევ ერის-კაცობაში თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა მეფე ბაგრატ IV-ს (+1072) და დედოფალ მარიამს კონსტანტინეპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის, კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ წმიდა გიორგი მთაწმიდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოვანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს.

1054 წელს იოვანე ჯერ კიდევ ერისკაცია და აქტიურად მონაწილეობს საერო და სასულიერო ცხოვრებაში. 1059 წელს წმიდა იოვანემ მეფე ბაგრატ IV-ის დავალებით ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმიდელი, რომლის ინიციატივითაც იოვანეს ჭყონდიდელ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.1061-65 წლიდან იოვანე მთავარეპისკოპოსის ხარისხით განაგებს იმ დროისათვის უკვე საკმაოდ დაწინაურებულ ჭყონდიდის კათედრას. იგი აქტიურად ამოუდგა მხარში გიორგი მთაწმიდელს საქართველოში იმ დროისათვის საკმაოდ დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 წელს წმიდა იოვანე მის ძმასთან და ბედიელ მთავარეპისკოპოს იოვანესთან ერთად თან ახლავს მართა უფლისწულს კონსტანტინეპოლში. ამის შემდეგ 1066-67 წლებში წმიდანი კიდევ მიდის კონსტანტინეპოლში ბიზანტიის იმპერატორთან, როგორც ბაგრატ მეფის უერთგულესი მოციქული და საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი გამორჩეული მღდელმთავარი. ამ ელჩობის დროს იოვანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცეს-მონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრება. გიორგი ხუცეს-მონაზონი წმიდა იოვანეს მისი თხზულების ერთ-ერთ შემკვეთად ასახელებს: "ღმრთისმოყვარისაცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა იოვანეს ვიტყვი ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა... დიდად იძულებულ იქნა უღირსებაი ჩუენი... რათა ყოველი სახე აღსრულებისა და გასლვისა წმიდისა ამის მამისა ჩუენისაი (გიორგი მთაწმინდელისა) უნაკლოდ მიუთხრა". 1085 წელს წმიდა იოვანე სვინგელოზის პატივითაა დაჯილდოებული. წმიდა გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი სივნანქსარის გვიანდელ მინაწერის მიხედვით დაახ. 110 წლის 3 იანვარს "გარდაიცვალა სულკურთხეული მთავარეპისკოპოსი იოვანე ჭყონდიდელი".



ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
წმიდა პროხორე ქართველი,
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის განმაახლებელი (მე-11 ს.)

წმიდა პროხორე ბავშვობიდან მონასტერში აღიზარდა. იერუსალიმში იგი მღვდელ-მონაზვნის ხარისხით ჩავიდა და მრავალი წელი გაატარა წმიდა საბას ლავრაში, შემდეგ კი, ექვთიმე გრძელის ბრძანებით, მან “იწყო შენება მახლობლად იერუსალიმისა სავანისა, რომელსა უწოდიან ჯვარის მონასტერი”. გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი - დაურგავს. შემდეგ ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთი დიდი ხე აღმოცენებულა. ტაძრის შენებისას, სოლომონის ბრძანებით, ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მშენებლობისათვის აღარ გამოუყენებიათ. წმიდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხისგან გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ეს მიწა მე-4 საუკუნეში უბოძებიათ მირიან მეფისათვის. მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასალს აქ აუგია ჯვრის მონასტერი, რომელიც მე-7-11 საუკუნეებში არაერთხელ დაუნგრევიათ. მონასტრის აღსადგენად ამბა პროხორეს დიდძალი საფასე მისცა საქართველოს მეფე ბაგრატ კურაპალატმა. ღირსმა პროხორემ ყოველმხრივ შეამკო მონასტერი. მან თავის გარშემო ოთხმოცი ბერი შემოიკრიბა, რომელთაც განუჩინა წესი და კანონი, მსგავსად საბაწმიდის ლავრისა.

წმიდა პროხორეს ხანგრძლივი მოღვაწეობის შემდეგ შრომისა და სიბერისაგან სხეული მოუძლურდა, მოწაფეთაგან ერთი, სახელად გიორგი, მონასტრის მამასახლისად დაადგინა, თვითონ კი ორი მოწაფის თანხლებით უდაბნოში გავიდა და მცირედი ხნის შემდეგ ყოველი სათნოებით შემკულმა სული უფალს შეავედრა.
AL|CaPoNe
წმიდა ლუკა იერუსალიმელი
(მუხაიძე, 1277)

წმიდა ლუკა იერუსალიმელი პატიოსან და წარჩინებულ ქართველთა ოჯახიდან იყო. მისმა დედამ ქმრის გარდაცვალების შემდეგ შვილები დატოვა, მონაზვნად აღიკვეცა და იერუსალიმს დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. როცა ლუკა 20 წლისა შესრულდა, იერუსალიმს გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და დედის მოსანახულებლად, თვითონაც იქ დარჩა, ბერად აღიკვეცა და დიაკვნადაც ეკურთხა. ღირსმა მამამ მალე შეისწავლა არაბული ენა. როცა ძმებმა იხილეს “ორკერძოვე სიბრძნე” და სიწმინდე მისი, ჯვრის მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს. ნეტარი ლუკა კეთილად განაგებდა მონასტერს და საძმოს სამი წლის განმავლობაში.

კაცთა წარწყმედის მოსურნე ეშმაკი შურით აღინთო ღვთივსათნო მამის მიმართ და მის წინააღმდეგ ბოროტებით აღსავსე სპარსელი, სულთნის კარზე გავლენიანი შეხ ხიდარი აამხედრა. მან სულთან ფენდუხტისაგან ჯვრის მონასტერი გამოითხოვა. მონასტრის ხელში ჩაგდების შემდეგ, ბოროტმა სპარსელმა ქართველები მონასტრიდან გააძევა. ღირსი ლუკა, როგორც წინამძღვარი, წავიდა სულთანთან საჩივლელად და საშუამდგომლოდ. ქრისტიანებმა წმიდა მამა გააფრთხილეს: შეხ ხიდარი გემუქრება და არ წახვიდეო. ლუკამ ყურადრება არ მიაქცია ამ გაფრთხილებას, პირიქით წუთისოფლის ცხოვრებას ქრისტესათვის სიკვდილი არჩია, მივიდა შეხ ხიდართან და უთხრა: რათა განუტეოს მამანი და მისგან ითხოვოს რაიცა უნებს. ბოროტებით აღვსილმა სპარსელმა ქრიატიანობის დათმობა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, სამაგიეროდ ამირობა და ტაძრის თავადობა აღუთქვა ნეტარს. წმიდა ლუკამ შორს დაიჭირა თავი მზაკვარი სპარსელის წინადადებისაგან. ცივი უარით განაწყენებულმა და ეშმაკის ჭურჭელმა ბრძანა თავი მოეკვეთათ ქრისტეს ერთგული მსახურისათვის. საშინელი სასჯელის აღსრულების შემდეგ წმიდა ლუკას თავმა პირი აღმოსავლეთისაკენ იბრუნა, გაიცინა და მადლობა შესწირა უფალს. შეხ ხიდარის ბრძანებით, წმინდანის პატიოსანი გვამი ცეცხლში დაწვეს
AL|CaPoNe
წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი,
იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტერში მაჰმადიანთაგან წამებული (1314)

წმიდა მოწამე ნიკოლოზ დვალი მართლმორწმუნე მშობელთა შვილი იყო. ღვთისმოშიშმა დედ-მამამ იგი შობითგანვე უფალს შესწირა. თორმეტი წლის ყრმა ნიკოლოზი კლარჯეთის უდაბნოში წავიდა, იქ აღიკვეცა ბერად და დაიწყო მოღვაწეობა. შემდეგ ის იერუსალიმს წავიდა წმიდა ადგილთა თაყვანსაცემად და იქ ქართველთა ჯვრის მონასტერში დაემკვიდრა. მოციქულებრივი შურით ანთებულ მამას ქრისტესათვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილი გაუჩნდა.

უსჯულოებმა მაცხოვრის საჯარო აღსარებისათვის წმიდა ნიკოლოზი შეიპყრეს და მრავალი სატანჯველი მიაგეს, მაგრამ ქრიატიანებმა საპყრობილიდან გამოიხსნეს აღმსარებელი. წინამძღვრის ბრძანებით წმიდა ნიკოლოზი კვიპრისზე წავიდა ქართველთა მონასტერში. წმიდა ბერი მოწამეობრივ აღსასრულს ევედრებოდა უფალს. და აი, ერთხელ, წმიდა იოანე ნათლისმცემლისაგან მიიღო გამოცხადება: წმიდა ნიკოლოზი დამასკოში უნდა გაეგზავნა.

დამასკოში ჩასული წმინდანი წარმართთა შესაკრებელში შევიდა, უსჯულოთა წინაშე აღიარა ქრისტე და ამხილა მათი უგუნურება. განრისხებულმა წარმართებმა შეიპყრეს წმიდა აღმსარებელი, სასტიკად აწამეს და დილეგში ჩააგდეს. მიტროპოლიტმა და ქრიატიანებმა ძლივს გამოიხსნეს ტყვეობიდან. ახლად განთავისუფლებული მოღვაწე კვლავ მივიდა წარმართთა შესაკრებელში, კვლავ ჰგმო მათი უსჯულოება, რისთვისას მოწამე სასტიკად აწამეს, ხუთასჯერ დაჰკრეს შოლტი და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა იოანე ნათლისმცემელის სასწაულებრივი გამოცხადებით განიკურნა წყლულთაგან, ორი თვის შემდეგ კი კვლავ განთავისუფლდა. ქალაქის ამირამ შემთხვევით ნახა იერუსალიმში გასამგზავრებლად მომზადებული წმიდა ნიკოლოზი, იცნო, შეიპყრო და ამირათ-ამირას, დენგიზს გაუგზავნა. დენგიზმა გადაწყვიტა, ლიქნით მოედრიკა წმინდანი და მაჰმადიანობის მიღება შესთავაზა. წმიდა ნიკოლოზმა გაბედულად აღიარა ქრისტე. ამირათ-ამირამ მისი მოკვდინება ბრძანა. მოწამე აღმოსავლეთით მიბრუნდა, სიხარულით მოურდიკა მახვილს ქედი და თქვა: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, რომელმან ღირს-მყავ შენთვის სიკუდილსა. მახვილმა წარკვეთა თავი წმინდანს. მოჭრილმა თავმა შვიდგზის ადიდა ღმერთი და ხმა-ჰყო: დიდება შენდა ღმერთო. ამ სასწაულის მხილველმა სპარსელებმა წმინდანის გვამი დაწვეს. მისი წამების ადგილას სამი დღე ნათლის სვეტი ადგა. წმიდა ნიკოლოზ დვალი ეწამა 1314 წლის 19 ოქტომბერს


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოს-პატრიარქი (+1591)


წმიდა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა დაახ. 1510-15 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმიდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა“, - ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში“.
წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმიდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) „მიმოსლვაში“ მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს: „იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს“.

AL|CaPoNe
წმიდა იოანე (ოქროპირი) კათალოკოსი (1049)

წმიდა იოანე (ოქროპირი) კათალოკოსი მელქისედეკის შემდეგ აღსაყდრდა საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე. ამ დროს ქვეყანას განაგებდა ბაგრატ IV კურაპალატი. წმიდა იოანეს მამამთავრობის ხანა ქართული ეკლესიისათვის აღმშენებლობის პერიოდი იყო, რადგან “მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას”. მან განამშვენა საკატალიკოსო საკათედრო ტაძარი, მიაშენა ეკვდერი, შემოსა თეთრი ქვის პერანგით. “წმიდამან ამა კათალიკოსმან ოქროპირმან მრავალნი ეკლესიანი აღაშენნა და განაახლნა”.

წმიდა იოანე დიდხანს მართავდა სამწყსოს, ბრძნულად და სიყვარულით იღწვოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ მდებარე ქართული ეკლესია-მონასტრებისათვის. მისი კურთხევით ითარგმნებიდა ქართულ ენაზე სამღვდელმსახურო წიგნები, მამათა ცხოვრებანი და სწავლანი. ხალხი და მითუმეტეს წმიდა ეკლესია, შემთხვევით არ უწოდებს თავის შვილს სახელს. წმიდა იოანეს, ქართველთა მამამთავრის “ოქროპირობა” მსოფლიოს დიდ მოძღვარ, კონსტანტინეპოლელ მთავარეპისკოპის იოანე ოქროპირთან მის სულიერ კავშირზე და იოანე კათალიკოსისადმი ქართველი ხალხის უსაზღვრო სიყვარულზე მეტყველებს.
AL|CaPoNe
წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული

12 (25) მარტი

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული წმიდა მეფე თამარის შვილთაშვილი იყო. სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა უფალი მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი იყო, როცა მონღოლებმა დედა – უსათნოესი გვანცა დედოფალი მოუკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისთვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისგან სასწაულებრივი კურნება მიუღია – უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.

ათი წლისას მოუკვდა მამა – დავით-ულუ. თორმეტი წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეà-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მოეწონა ქართველი უფლისწული, „რამეთუ იყო ქმნულ-კეთილ, და შუენიერი ხილვად”, მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად „წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრე ათაბაგობა”.

სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.

თბილისში ჩამობრძანებული მეფე დაჯდა დავითიან-თამარიან ტახტზე. „აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ერეთით, კახეთით, სომხòთით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყუნეს”. სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. „აქუნდა ჩóეულება, აღიღეს საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თ¢სითა £ელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთ¢ს გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხ¢ვნენ მეფესა”.თხუთმეტი წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული. შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. „ააგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირნა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა”... მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს – ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა.

1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთნის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად. სხვის ომში სისხლისაგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწåþს და სოფლებს. იმის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიც და. ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი – არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში.

დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ – სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა „უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ხელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა”— გიორგი V, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული. უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს” ცოდვათა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა „სამხილებåლად უსჯულოებათა ჩუენთათ¢ს”. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლითურთ შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბორცვი დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავèï კუპრისმაგვარ წყალèï ამოხეთქა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული

ღვთისმშობლის ხატი – გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა სრულიად საქართველო.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათოლიკოსობა, „წარვიდა მამულად თ¢სად” და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს. მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი, ევფემიოს კათოლიკოსის ბიძა, „საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობის მადლითა გაბრწყინვებული”, ღვთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უთხრა: „უკეთუ დაუტევენ უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი”. მეფემ და მთავრებმა უგულებელყვეს წმიდა ბერის ნათქვამი. მაშინ ბასილი მონაზონმა დემეტრეს მომავალი უწინასწარმეტყველა: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ო£ერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინეს და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარ-ჰყონ სიმდიდრე შენი. და აჰა ესერა, შენ და მთავართა გეტყვ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკუეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ”.

გაკვირვებულმა მეფემ პასუხი ვერ გასცა ღვთივგაბრძნობილ ბერს, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო. მეფეს ამხელდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი.

მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველოში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთ მოწყალებას. აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისთვის სამკვდრო სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო, მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა და აქამომდე მშ¢დობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთ¢ს, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი! და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა miecemis æï tyue iqmnebis æï åêäåìòïíò øåòãòíåþòïí æï მოoxრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსრვიან... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთuiს მრავალი სული მოკუდეს და მe TuiT მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებåლად დარჩეს”. დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, „შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ” მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფემ მშვიდად ბრძანა: „მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი klvad უღონო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათ¢ს ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას”. „არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თ¢სი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა erisaTuis, ჩუენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტ¢რთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასï შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თუისი მოყუსისათ¢ს“. და უკეთუ ერთისა მოყუსისათ¢ის სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულითა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს”, - ბრძანა აბრაჰამ კათოლიკოსმა. ამის გამგონე მეფე სიხარულით განემზადა უîæოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავითი და რჩეული ერისთავები.
ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი. ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა, „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა”, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი”. მაშინ წინ წარსდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მონღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს”. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგულებით გახარებულმა მეფემ კვლავ მშვიდად მიუგო: „პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისïთ¢ს ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველისოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო”. მონღოლებმა დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს. წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო: `ძე ჩემი

მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისïგან”. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას. სიკვდილის წინ ილოცა მეფემ, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა. მოულოდნელად ღვთიâმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე. დემეტრეს წმიდა გვამს, ყაენის ბრძანებით, დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს. წმიდა მოწამე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, „სამარხოსა მამათა მათთასა”.
AL|CaPoNe
ღირსნი: პიმენ სალოსი და ანტონი მესხი (XIII)

16 (29) მარტი

ღირსი პიმენ სალოსი დაიბადა 1260 წლის ახლო ხანებში. პიმენი წარმოშობით კახეთის თავადთა გვარიდან იყო _ `კეთილშობილთაგანი~. იგი ბავშვობიდანვე ღმრთის მოშიშებით გაუზრდიათ და სიჭაბუკეშივე აღკვეცილა მონაზვნად დავით გარეჯის ლავრაში.

სიწმიდითა და განათლებით გამორჩეულ მონაზონს უხვად ჰქონდა მომადლებული ღმრთისაგან `ხედვითი და ღმრთისმეტყველებითი სიბრძნე~. პიმენმა მონაზვნური მოღვაწეობის ურთულესი ფორმა აირჩია `და იქმნა იგი ქრისტესათვის სალოს~. იგი უშიშრად ამხელდა ძლიერთა ამასოფლისა, მეფეთა და მთავართა უსამართლობასა და უწესოებას, _ `იყო მამხილებელ უსამართლოებასა და უწესოებასა ზედა მეფეთა და მთავართა არა თუ სიტყვით, არამედ წერილებითაცა~. იგი მოციქულებრივ მოღვაწეობას ეწეოდა და იყო ქრისტიანობის მხურვალე მქადაგებელი მთიან კავკასიაში. მან `ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცია, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა~. წმიდა პიმენს ლეკთა განმანათლებელს უწოდებენ.

წმიდა ანტონი მესხი, პიმენ სალოსის თანამედროვე იყო. იგი სიჭაბუკეშივე აღკვეცილა მონაზვნად და დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ღრმად განათლებული `მოღვაწე და მმართველობით სრული~ ანტონი პიმენთან ერთად აქტიურ მოციქულებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. საღვთო მადლით გაბრწყინებულმა მამებმა ერზე ზრუნვა მეფის მხილებით დაიწყეს. `ქართლის ცხოვრებაში~ წერია, რომ ისინი ამხელდნენ `მეფესა და ყოველსა ერსა, გარნა არარა¡ ისმინეს~. წმიდა ანტონი უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა ხალხში მას `სახელ-სდვეს ქართველთა მზედ~. ეკლესიის სიწმიდისა და ერის კეთილმსახურებისათვის თავდადებულად მოღვაწე ბერები: პიმენი და ანტონი საქართველოს ეკლესიამ წმიდათა დასში შერაცხა და მათი ხსენება ერთად დააწესა 16(29) მარტს.
AL|CaPoNe
ღირსი იოვანე მანგლელი (+1751)

28 (10.04) მარტი

ღირსი იოვანე მანგლელი (იოსებ სააკაძე) დაიბადა 1668 წელს. იგი ბავშვობიდანვე გარეჯის უდაბნოში აღიზარდა, აქ ისწავლა მან მონაზვნური ცხოვრება. ძმებისაგან სათნოებით გამორჩეული იოვანე მალე მღდელ-მონაზვნად აკურთხეს, შემდეგ კი მანგლისის კათედრაზე დაადგინეს ეპისკოპოსად. ოსმალებისაგან მანგლისის კათედრის დანგრევის შემდეგ იოვანე ხირსის მონასტერში გადავიდა სამოღვაწეოდ და ქადაგებდა მთიულეთში და კახეთში. 1724 წელს წმიდა იოვანე დარუბანდში წავიდა, ხის ეკლესია ააშენა და დაღესტანში ქადაგება დაიწყო. მას თან ახლდა თერთმეტი სასულიერო პირი. წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით იოვანემ მალე მიიპყრო ლეკების ყურადღება. არც მთავრობას დარჩენია შეუმჩნევლად მისი მოციქულებრივი საქმიანობა. ამ დროს ვახტანგ VI და პეტრე დიდს მიწერ-მოწერა ჰქონდათ ერთმანეთთან კასპიისპირეთის საქმეებზე. ორივე მალე მიხვდა იოვანეს ღვაწლის მნიშვნელობას და დიდი ნივთიერი შემწეობა გაუწია მას. წმიდა მამამ ღვთისმშობლის შობისა და წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს სახელობის ტაძრები ააგო.

1737 წელს იოვანემ თავისი მოწაფეები დაღესტანში დატოვა, თვითონ კი ასტრახანში გადავიდა. აქ მან ააგო წმიდა იოვანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია, რომელიც 1746 წელს რუსთა მთავრობამ მონასტრად გადააკეთა და არქიმანდრიტად იოვანეს მოწაფე, ქართველი ბერი გერმანე დანიშნა. ასტრახანში იოვანემ შეიტყო, რომ ყიზლარში მცხოვრებ ქართველებს ეკლესია არჰქონდათ. ისიც გაიგო, რომ ოსეთში ქრისტიანობას უჭირდა და ყიზლარს მიაშურა; აქ ქართველების დახმარებით ეკლესია ააგო და გახსნა სკოლა მქადაგებელთა მოსამზადებლად. იოვანე ყიზლარში აღესრულა 1751 წლის 28 მარტს ოთხმოცდახუთი წლის ასაკში დაკრძალეს თავისსავე აგებულ მონასტერში დაიკრძალა. შემდგომ, თეიმურაზ მეფის ბრძანებით, წმიდა იოვანეს მირონმდინარე ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და სიონის ტაძარში, მანგლისის ღვთისმშობლის ხატის წინ დაკრძალეს.
AL|CaPoNe
წმიდა ზაბულონი

20 (2.06)

წმიდა ზაბულონი დაიბადა 280 წლის აზლო ხანებში, კაბადოკიის ქალაქ კოლსტრაში, როგორც ჩანს წმიდანის მშობლები ქრისტიანები იყვნენ და შვილიც ქრისტიანულად აღზარდეს. გადმოცემით ზაბულონის ოჯახი ახლო ნათესაურ კავშირში იმყოფებოდა წმიდა გოირგის ოჯახთან. წმიდა გიორგის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ `კაცი იგი მთავართა შესაბამი და მონა ღმრთისა ზაბულონ კაბადუკიიდან რომში წავიდა `წინაშე მეფისა მსახურებად და ნიჭისა მიღებად მისგან~. ზაბულონმა მეფის არმაიში დაიწყო სამსახური, ამ დროს რომი ბრძოლებს აწარმოებდა ბრანჯთა (ფრანგთა) ტომებთან. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა ზაბულონმა და `მისცა უფალმან ძალი ზაბულონს, ჭაბუკსა მის კაბადუკიელსა, უძლეველი, და ქმნა წინააღმდგომა, მტერთა მიმართ უზომოთა, და აოტნა ბრანჯნი, და შეიპყრა მეფე ბრანჯთა და ყოველნი იგი მთავანი მათნი, და მიიყვანა იგი წინაშე მეფისა. ხოლო მეფემან განაწესა სიკუდილი მათი შეშინებულმა ტყვეებმა, რომლებზეც როგორც ჩანს დიდი გავლენა იქონია ზაბულონის სარწმუნოებრივმა ქდაგებამ, ტირილით თხოვეს ზაბულონს: `მოგვეც პირველად სჯული თქვენი და შეგ¢ყვანენ ტაძარსა ღმრთისა თქუენისასა~. ზაბულონმა მეფეს და პატრიარქს აუწყა ტყვეების უკანასკნელი სურვილი... ტყვეებს `მოსცეს ნათელი £ელსა ქუეშე ზაბილონისსა. და შეიყვანეს ტაძარსა შინა ღმრთისასა და აზიარნესს წმიდათა საიდუმლოთა.

მეორე დღეს სასიკვდილოდ გაიყვანეს ახლადნათელღებულნი, რომლებიც საღმრთო მადლით გამხნევებულნი უშიშრად ელოდნენ სიკვდილს. წმიდა ზაბილონმა კვლავ ითხოვა მეფისგან ტყვეების შეწყალება და `სამკვდროდ შეკაზმული~ ფრანგები მეფემ ზაბულონს უბოძა განთავისუფლებულმა ტყვეებმა ზაბულონს თოხვეს `რათა წარყვეს ქუეყანასა მათსა და მისცეს სჯული ქრისტესი, ნათლისღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა~. ზაბილონმა პატრიარქს თხოვა მღდელთა წაყვანა და მეფისაგანაც გამოითხოვა ნებართვა.

მეფისა და მთავრების უვნებლად უკან დაბრუნებით გახარებულმა ხალხმა სიხარულით შეიწყნარეს წმიდა ზაბულონი, ათმა საერისთაომ ქრისტიანობის მიღების სრუვილი გამოთქვა და მიიღეს ნათლობა. `და დასდებდა ზაბილონ £ელსა თ¢სსა ყოველსა მას ერსა ათი დღე დაჰყო ზაბილონმა ბრანჯთა ქვეყანაში `დაუტევნა მღდელნი და განაწესსა ყოველი წესი ქრისტიანისა~ ზაბილონი დიდძალი საგანძურით დაბრუნდა რომში, სადაც მას ბრწყინვალე საერო კარიერა და ფუფუნებით ცხოვრება ელოდებოდა, მაგრამ წმიდანმა გადაწყვიტა მთელი მისი საგანძური იერუსალიმში წაეღო `ადგილთა ღმრთისათა~ სამსხუერპლოდ. იერუსალიმში ზაბილონმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა. აქ ზაბულონი შეხვდა იერუსალიმის პატრიარქს იობენალს. იობენალი წარმოშიბით ზაბულონის ქალაქიდან იყო, რომელიც დაობლების შემდეგ მის დასთან სოსანასთან ერთად იერუსალიმში წავიდა საცხოვრებლად. `და ფრიად დაიმეგობრნეს ურთიერთას ზაბულონ და პატრიარქი იგი.

პატრიარქ იობენალის მსახურმა სარა ნიფორმა პატრიარქს ურჩია: `ესე ზაბულონ, მამა და ებაზი ბრანჯთა, კაცი სრული ღმრთისმოშიშობითა და სიბრძნითა არს ყოვლადვე: მიეც უკუე და¡ შენი სოსანა ცოლად მისდა~, იობენალს მოეწონა სარას განზრახვა და `მისცა სოსანა ცოლდა ზაბულონს~, ბედნიერი ცოლ-ქმარი სამშობლოში, კაბადუკიის ქალაქ კოლასტრაში წავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათ შეეძინათ ერთადერთი ასული _ ნინო `მოძღვარი ქართლისა~ როდესაც ნინო თორმეტი წლის გახდა, ზაბულონმა და სოსანამ ყველაფერი გაყიდეს, იერუსალიმში წავიდნენ, და მთელი მონაგები გლახაკებს დაურიგეს. ზაბულონმა პატრიარქისაგან კურთხევა მიიღო განდეგილ ცხოვრებაზე, გამოემშვიდობა მეუღლეს `და შეიტკბო მკერდსა თუისა ასული თუისი წმიდა ესე ნინო, და დაყარნა, ვითარცა წყარონი, ცრემლნი თუალთაგან პირსა მისსა და ჰრქუა: `შენ მხოლო ასულო ჩემო ესერა დაგიტეობ ობლად ჩემგან და მიგათუალავ შენ მამასა ზეცათასა და ყოველთა მზრდელსა ღმერთსა, რამეთუ იგი არს მამა ობოლთ და მსაჯული ქურივთა. ხოლო შენ მარიამ მაგდანელისა შური აღიღე ქრისტეს სიყუარულისათ¢ს და დათა მათ ლაზარესთა და უკუეთუ შენ ეგრეთ შეიყვარო იგი, ვითარცა მათ შეიყვარეს, მან ეგრეთვე მოგცეს შენ ყოველივე, რაცა ითხოვო მისგან~. ხოლო ესე რა თქვა, დაუტევა ამბორს-ყოფა საუკუნო და წარვიდა წიაღ იორდანესა კაცთა მათ თანა ველურთ, სადა იგი ყოფა მისი უწყის ღმერთმან, ყოვლისა მეცნიერად დამბადებელმან.
AL|CaPoNe
წმიდა ტბელი აბუსერიძე (XIII)

17 (30)

წმიდა ტბელი აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XII საუკუნეში. მისი მამა ივანე, ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი, თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა _ აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.

წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან, როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და, საერთოდ, ღრმა მეცნიერული აზრო-ვნებით გამორჩეულმა მწიგნობარმა, წარუშ-ლელი კვალი დააჩნია ქართული კულტურის ისტორიას. როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში, სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი და თავისი თხზულებების უმეტესი ნაწილიც იქ შექმნა. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში. წმიდა ტბელს ინტენსიური კულტურული ურთიერთობა ჰქონდა გელათის აკადემიასთან, ვარაუდობენ, რომ მან იქ მიიღო მრავალმხრივი განათლება, რაც საშუალებას აძლევდა, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ჟანრებში ეთქვა თავისი ბრძნული და წმიდა სიტყვა. წმიდა ტბელის ჰიმნოგრაფიულ კრებულში `გალობანი წმიდისა იოანე ნათლისმცემლისანი, წმიდისა იოანე მახარებლისა და წმიდისა იოანე ოქროპირისანი" _ კარგად ჩანს ავტორის, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი მწერლისა და წმიდანის სახე. გალობანის ღრმა საღვთისმეტყველო აზრები, მეტაფორები, მოვლენების სიმბოლური და მისტიური გააზრება `ცნობა ხილულთა" და `უხილავთა მეცნიერჰყოფა" წმიდა ტბელს წარმოაჩენს, როგორც მსოფლიო დონის მეცნიერსა და ღვთისმეტყველს.

წმიდა ტბელი დაინტერესებული ყოფილა წელთაღრიცხვის პრობლემებით და შეუდგენია `ქრონიკონი სრული საუწყებელითა და განგებითა", რომელშიც ასტრონომიისა და ისტორიის ცოდნასთან ერთად გადმოცემულია კალენდრის კოსმიური გააზრება და ქრისტიანული ესქატოლოგია. ცნობილია წმიდა ტბელ აბუსერიძის ჰაგიოგრაფიული ჟანრის თხზულება `ახალნი სასწაულნი წმიდისა მთავარმოწამისა გიორგისანი", რომელიც მნიშვნელოვანია თავისი ისტორიული ღირებუ-ლებითაც. იგი გვაწვდის ცნობებს ფეოდალური ეპოქის საქარ-თველოს ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი საგვარეულოს _ აბუსერიძეთა მოღვაწეობისა და მათი კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესახებ. გარდა ლიტერატურული და მეცნიერული. მოღვაწეობისა, რომელიც სათანადოდ არის დაფასებული ქართველი მეცნიერების მიერ, წმიდა ტბელი ცნობილია როგორც წმიდა და ღმერთ-შემოსილი მამა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმიდა ტბელის კანონიზაციით სამუდამოდ დაკანონდა მისი, როგორც წმიდა მამის პატივისცემა და, შესაბამისად, დაფასდა ის ღვაწლი, რითაც მან სამართლიანად მოიპოვა ქართველი ხალხის სიყვარული.


ბათუმისა და ქობულეთის ეპარქია
ელ. ფოსტა: info@eparchy-batumi.ge ვებ-გვერდი იხილა 54901 სტუმარმა საიტი დამზადებულია GTG-ს მიერ

AL|CaPoNe
ღირსი სამოელ კათალიკოსი (V-VI)

30 (13-12) ნოემბერი

წმიდა სამოელ კათოლიკოსი (VI) საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ, VI ს.-ის დასაწყისიდან. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი, წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელის საქართველოში ჩამოსვლა მოხდა წმიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოჰყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის კათედრა და რეზიდენცია იყო `ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი". წმიდა პეტრე მცხეთასვე განაწესეს ეპისკოპოსად.

წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათოლიკოსის ტახტზე `დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ) მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს". წმიდა სამოელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის, ბაკურის დროს. წმიდა სამოელ კათოლიკოსის დროს აშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში. წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი მღვდელმთავარი კათëლიკოსი და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა მოწამე შუშანიკს (ხს. 28 აგვისტო).

სამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურასაქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებისა და ქვეყანაშიქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.
AL|CaPoNe
ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი – სალოსი, თამარ მეფის თანამედროვე (+1927)



ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფილოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მინასტერში.
ღირსმა იოანემ გამუდმებული სულიერი მოღვაწეობით, განუწყვეტელი ლოცვით და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისაგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო. როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქათლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა იოანე შავთელი. აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის Mმშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. ევლოგი სალოსმა ღირს იოანეს გაუმხილა საიდუმლო. ღვთის შეწევნით,. ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესათვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას და დაიმალა.

წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობელად დაწერა “გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი”. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა “აბდულ-მესიანი” (ქრისტეს, მესიის მონა). ღირსი იაონე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდათა დასში.

AL|CaPoNe
წმიდათა შორის მამაი ჩვენი გიორგი მაწყვერელი(IX-X)



წმიდა გიორგი აწყურის ეპისკოპოსი იყო. ცნობილ მწერალსა და საეკლესიო მოღვაწეს კარგად იცნობდა მისი თანამედროვე საქართველო, თუმც მის ლიტერატურულ მემკვედრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. ცნობები გიორგი მაწყვერელის შესახებ შემოგვინახეს გიორგი მერჩულისა და ბასილი ზარზმელის ნაწარმოებებმა. გიორგი მერჩულე “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” წერს: “ ვჰგონებდ ცხოვრებისა ამის დაწერად ბრძენთაგან და სრულთა მამათა, რომელნიცა იყვნეს ჟამთა ჩუენთა”, შემდგომ ჩამოთვლის ცნობილ მწერალთა სახელებს, რომელთაგანაც თანამედროვენი მოელოდნენ ღირსი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას. მათ შორის ასახელებს გიორგი მაწყვერელს.
ბასილი ზარზმელის თქმით, გიორგი მაწყვერელი, სამცხის საეკლესიო ცხოვრების მეთაური, “აღმოცენდა ხევისაგან შურტყლისა, მშობელთაგან წარჩინებულთა და ღვთისმოშიშთა, ხოლო აღიზარდა იგი განთქმულსა მას უდაბნოსა ოპიზას”.
უმთავრესი ცნობები ღირსი სერაპიონ ზარზმელის შესახებ ბასილისათვის მიუწოდებია გიორგი მაწყვერელს. გიორგი მაწყვერელი მეტად დაახლოებული ყოფილა სერაპიონ ზარზმელთან, დასწრებია მის დასაფლავებას და დიდად შეუწყვია ხელი მისი ცხოვრების დაწერისთვისაც.

რირსმა გიორგიმ აწყურია კათედრა დაიკავა სამცხის დიდი ფეოდალის, გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების მეოთხე წელს, როდესაც ჩორჩანელთა გვარში და სახლეულობაში და საერთოდ, მთელ სამცხეში დიდი მღელვარება, მტრობა და ძმათა კვლა იყო გაჩაღებული მისი მემკვიდრეობის გამო. ამ განუკითხაობის ჟამს ღირსმა გიორგი მაწყვერელმა “ხელთიდვა განგებაი სამცხისაი და დააწყნარა ყოველნი საბრძანებელი თვისი, ვითარცა წეს იყო და დაიპყრა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი”. ღირსი გიორგი მაწყვერელი გარდაიცვალა X ს-ის პირველ მეოთხედში.
.
AL|CaPoNe
ღირსნი მამანი მიქაელ და არსენ ქართველნი - ულუმბოელნი

იერუსალიმის პატრიარქის სერგის თანამედროვენი იყვნენ. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპები მოიხსენიებს “წმიდათა მამათა ჩუენთა მიქაელ და არსენს, რომელთა აღაშენეს ულუმბოი.” როგორც ჩანს, არსენს და მიქაელს ჩაუყრიათ საფუძველი ქართველთა ბერმონაზვნობისთვის ულუმბოზე.
პავლე ინგოროყვას ვარაუდით, ერთ-ერთი მოხსენებული პირი არის გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. “კაცი შუენიერი, კეთილი მონაზონი, სრული სიბრძნითა, შვილი დიდებულთა აზნაურთა, ტომი დიდისა ეფრემ მაწყვერელ ეპისკოპოსისა”. იგი ხანძთიდან ეწვია პალესტინას, სადაც მაკარი ლეთეთელთან ერთად მოღვაწეობდა, შემდეგ კი მცირე აზიაში გადავიდა და ულუმბოს მთაზე დასახლდა.

როცა, ოცი წლის შემდეგ, ღირსი ილარიონ ქართველი ჩასულა ულუმბოზე, აქ მხოლოდ სამი ქართველი დახვედრია, უეჭველია, არსენისა და მიქაელის მოწაფეთაგანნი. ორ მოწაფესთან ერთად ულუმბოზე მისულ წმიდა ილარიონს ადგილობრივი ბერები მტრულად დახვდნენ. ბერძენთა ლავრის მამასახლისმა მათი გაძევება მოინდომა, ვითარცა “კაცთა უცხოთა და უმეცართა” ელინთა ენისა, რომელთა შესახებაც არ იცოდა, “კეთილად ზრახვენ ანუ მართალი სარწმუნოებაი უპყრიეს” თუ არა. ასეთი “უმშჯავრო” განზრახვისათვის ღვთისმშობელმა ყვედრებით უთხრა მამსასახლისს: ანუ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებად არიან მთასა და ამას მათისა ენისა მეტყუელნი? ამის შემდეგ ულუმბოზე ქართველები მომრავლდნენ. X საუკუნის მეორე ნახევარში აქ მოღვაწეობდა ღირსი იოანე და მისი შვილი ექვთიმე. მაგრამ ვინაიდან მათ “პატივსა უყოფდეს ბერძენნი და ქართველნი”, აქაურობა მიატოოვეს და წმიდა ათონის მთაზე გადასახლდნენ.

საქართველოს ეკლესიამ წმიდათა დასში შერაცხა ულუმბოზე ქართული მონასტრის დამაარსებელნი ღირსნი მამანი - მიქაელი და არსენი.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2010 Invision Power Services, Inc.