რას ფიქრობთ მოზარდთა შორის ძალადობის აღმოფხვრაზე მიმართულ პროგრამებზე, ალტერნატიული სკოლების ამერიკულ მოდელებზე?როგორ ფიქრობთ საჭიროა თუ არა მსგავსი სკოლების არსებობა? რა პერსპექტივა ექნებათ ამ სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვებს ?გაუმჯობესდება თუ არა ამის შემდეგ სიტუაცია...........?
ეხლა ორიოდე სიტყვით ამ სკოლისა და პროგრამის შესახებ მოგახსენებთ.
პროგრამა "სკოლა ძალადობის გარეშე" საქართველოს მთავრობის კომპლექსური გეგმის ნაწილია, რომლის მიზანიც მოზარდთა შორის ძალადობის პრევენციაა.
პროგრამის ფარგლებში, ახალი სასწავლო წლიდან, სწავლისთვის პოზიტიური კლიმატის შესაქმნელად, ყველა საჯარო სკოლაში "მოსწავლეთა ქცევის კოდექსი" ამოქმედდება, აღნიშნეს საქართველოს განათლების სამინისტროში.გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში ყველა სკოლაში შეიქმნება დისციპლინარული საბჭოები, შემუშავდება სკოლის გარემოს უსაფრთხოების განმსაზღვრელი ინდიკატორები, სკოლისგან თავისუფალი დროის სასარგებლოდ გამოყენებისთვის გაძლიერდება კლუბების და წრეების მუშაობა, შექმნილია მოსწავლეების ქცევის მონაცემთა ბაზა, სადაც დისციპლინის დარღვევაზე და მათ სიხშირეზე სტატისტიკური მონაცემები დამუშავდება.